რეზონანსი
07.11.2015

"რუსთავი 2"-ში შექმნილი არაორდინარული სიტუაციიდან გამომდინარე, "რეზონანსი" სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანიაში მომუშავე კოლეგებს. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ მიუხედავად მფლობელობასა და მენეჯმენტთან დაკავშირებით მიმდინარე დავისა, არ მოხდეს მათი პროფესიული საქმიანობისათვის რაიმე სახით ხელის შეშლა და გამოინახოს გზები "რუსთავი 2"-ის მუშაობის ნორმალურ რეჟიმში დასაბრუნებლად.

ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ქვეყანაში მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მედია გარემოს გაუარესებისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობა.

ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა გააქარწყლოს ეჭვები დასავლური ღირებულებებისადმი მისი ერთგულების გულწრფელობასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×