ღია წერილი
07.12.2015

ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ გამოჩენილი ქართველი კინოხელოვანი გიორგი ნიკოლოზის ძე შენგელაია დაინიშნა კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორად, რამაც ძალიან გაგვახარა. ისიც შევიტყვეთ, რომ გიორგი შენგელაია ქართული კინოს ტრადიციების აღდგენას დაჰპირდა ჩვენს ხალხს, რაც დღევანდელობაში ჰაერივით სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გვჯეროდა, რომ ის ამას გააკეთებდა.

ახლა შევიტყვეთ, რომ გიორგი შენგელაია მავანმა და მავანმა ხალხმა კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორობიდან მოხსნა, მისი ღვაწლი ქართულ კინოხელოვნებაში არ დააფასეს და ამით მას უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩვენც უაღრესად შეურაცხყოფილი ვართ ამ ფაქტით.

ჩვენცა და მთელ ქართველ ხალხს გულწრფელად გვიყვარს გიორგი შენგელაიას ფილმები: "ალავერდობა", "ფიროსმანი", "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა", "ვერის უბნის მელოდიები", "ხარება და გოგია", "მაცი ხვიტია", "სიყვარული ყველას უნდა" და სხვა.

გიორგი შენგელაია ქართულ საზოგადოებაში ცნობილია, როგორც უმაღლესი რანგის ინტელიგენტი, სამართლიანი და გულადი კაცი.

გიორგი შენგელაიას ჩამოცილება ქართული კინო სივრციდან დანაშაულია ქართველი ხალხის წინაშე.

მოგიწოდებთ, რომ აღადგინოთ სამართლიანობა.

ზაზა კოლელიშვილი, მსახიობი

გია ჭუბაბრია, რეჟისორი

კახი კავსაძე, მსახიობი

ზურაბ ნიჟარაძე, მხატვარი

გივი ბერიკაშვილი, მსახიობი

გურამ საღარაძე, სპორტსმენი

ავთანდილ მამაცაშვილი, დირიჟორი

გიორგი შხვაცაბაია, მხატვარი

მარინა ჯანაშია, მსახიობი

ლეილა ბეროშვილი, მწერალი

ვაჟა გიგაშვილი, მწერალი

ემზარ კვიტაიშვილი, მწერალი

ანზორ ერქომაიშვილი, მუსიკოსი

ზაზა შათირიშვილი, ფილოსოფოსი

თემო გოცაძე, მხატვარი

გივი თოიძე, მხატვარი

თამაზ ხუციშვილი, მხატვარი

ვლადიმერ ბარქაია, სპორტსმენი

ლევან ანჯაფარიძე, რეჟისორი

ზურაბ თუთბერიძე, რეჟისორი

შოთა გლურჯიძე, მხატვარი

გია ლაფერაძე, მხატვარი

მიხეილ მრევლიშვილი, რეჟისორი

ირაკლი შავლიაშვილი, რეჟისორი

თამაზ აქუბარდია, ჟურნალისტი

ვახტანგ ფანჩულიძე, მსახიობი

გიორგი მარსაგიშვილი, ხელოვნებათმცოდნე

მამუკა მიქელაძე, მხატვარი

დარეჯან ხაჩიძე, მსახიობი

ბექა ქურხული, მწერალი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×