რეზონანსი
09.02.2016

 დღეიდან, 8 თებერვლიდან PSP-ში 97 მედიკამენტი მნიშვნელოვნად გაიაფდა.

მომწოდებლებთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, „World Medicine" და "Rotapharm"-ის მედიკამენტების უდიდესი ნაწილის გაიაფებაზე შეთანხმება მოხდა, მათ შორის როტაცეფი (30%), ვენოდიოლი (25%), რეიტოილი (42%) და ა.შ.

„მომწოდებლებთან პრეპარატების შემოსატანი ფასების გაიაფებაზე მუშაობა ჩვენთან ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამჟამად, რამდენიმე მწარმოებელთან მოხდა შეთანხმება ფასების შემცირების შესახებ, რაც მყისიერად აისახა ჩვენს ქსელში და დღეიდან მომხმარებელს უკვე ფასდაკლებით შეუძლიათ შეიძინონ 100-მდე დასახელებს მედიკამენტი"- აცხადებენ პსპ-ში.

მედიკამენტებს გაიაფებაზე მწარმოებლებთან მოლაპარაკებები PSP-ში მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რომ მომხმარებელმა ყოველთვის ყველაზე დაბალ ფასები მიიღონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×