რეზონანსი
15.03.2016

სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" სასწავლო ცენტრში (მისამართი: კოსტავას #33ა) პროექტის "პროფესიულისამყარო" მესამე ნაკადისთვის ტრენინგების ათდღიანი კურსი დასრულდა.

მსმენელებს 10 სხვადასხვა მოდულში სემინარს ფონდის პროფესიული განვითარების სამსახურის უფროსი ნათია გუდავა, მისი მოადგილე ზურაბ მარგველაშვილი და სამსახურის მთავარი სპეციალისტი მაია დავითაძე უკითხავდნენ.

„პროფესიული სამყარო" „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" სასწავლო ცენტრისერთ-ერთი მიმდინარე პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობას, მათთვის მრავალფეროვანი ტრენინგ-კურსების შეთავაზებას, პოტენციურ დამსაქმებლებთან შეხვედრების ორგანიზების, სტაჟირებისა და მოხალისეობის უზრუნველყოფას.

პროექტში მონაწილეობის მსურველ ახალგაზრდებს აპლიკაციის შევსება „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" ფეისბუქ გვერდზე https://www.facebook.com/techdevelopmentfund/app/866167523421931/ შეუძლიათ.

მორიგი IV ნაკადისთვის ლექციების კურსი 15 მარტს დაიწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×