წერილი
05.04.2016

მიუხედავად სრულიად მსოფლიო შოკისა და აღშფოთებისა, ისე ჩანს, რომ პატარა აილან ქურდის ტრაგიკულმა სიკვდილმა გასული წლის ზაფხულში მხოლოდ მცირეოდენი ცვლილება მოიტანა. ეს არის სამწუხარო, მაგრამ სასტიკი კომენტარი ჩვენს ჰუმანურობაზე, თუკი ასეთი რამ ჯერ კიდევ არსებობს.

ფოტო, თუ სოციალური მედია, რომელიც ასეთი ეფექტური საშუალებაა ცნობილი ადამიანებისათვის პოპულარულობის მოსახვეჭად, როგორც ჩანს, უძლური აღმოჩნდა ნაკლებად იღბლიანი ადამიანებისათვის დახმარების მობილიზაციის პროცესში.

მართლაც, აილანის სიკვდილის შემდეგ ექვსი თვე გავიდა და ამ ხნის განმავლობაში აურაცხელი უდანაშაულო მამაკაცი, ქალი და ბავშვი გარდაიცვალა ისეთი სიკვდილით, რომლის პრევენციაც შესაძლებელი იყო.

სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ვდგავართ უდიდესი ჰუმანიტარული კრიზიის წინაშე, რომლის მსგავსიც არ ყოფილა უკანასკნელი მსოფლიო ომის შემდგომ, მაგრამ არ შეიძლება რამე ამართლებდეს გლობალური გულგრილობის დემონსტრირებას.

იმ დროს, როდესაც უდიდესი სტიქიური უბედურებების გამო ადამიანები იღუპებიან, ან იძულებული არიან დატოვონ საკუთარი საცხოვრებელი ადგილები, შემაშფოთბელია ის ფაქტი, რომ უმეტეს შემთხვევაში ჰუმანიტარული კრიზისები გამოწვეულია კონფლიქტებით ან მათი განმეორებითი და გაჭიანურებული ხასიათით.

არსად ეს ისე ნათლად არ ჩანს, როგორც სირიაში, სადაც მასობრივმა მკვლელმა, გარე ძალის დახმარებით, თავისი ხალხი განურჩევლად ამოიღო მიზანში და დარჩა დაუსჯელი.

სირიის გარდა, შუა აღმოსავლეთში, აზიაში, აფრიკასა და სხვა ადგილებშიც, ჰუმანიტარული კრიზისები გასცდა საზღვრებს. დღეს დედამიწაზე 125 მილიონი ადამიანი საჭიროებს ჰუმანიტარულ დახმარებას. ბოლო სამ თვეში იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი, რომელიც 60 მილიონი იყო, თითქმის გაორმაგდა.

ეს რიცხვები ერთგვარი ანდერძივითაა ადამიანური ტანჯვის წინაშე, რომელიც გამოწვეულია ჰუმანიტარული კრიზისების მზარდი კომპლექსურობით, პრობლემასთან გამკლავების სურვილის არქონითა და უუნარობით, აგრეთვე, მზარდ საჭიროებებსა და შეზღუდულ რესურსებს შორის არსებული დიდი ფინანსური დისბალანსით.

ჩვენ რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ და თურქეთი მიუძღვება ამ გზას, არამარტო იმისათვის, რომ მაგალითი აჩვენოს სხვებს, არამედ იმისთვისაც, რათა დარაზმოს საერთაშორისო საზოგადოებრიობა.

დღეს ძირითადი ჰუმანიტარული დონორი, თურქეთი, მასპინძლობს მსოფლიოში უდიდეს ლტოლვილ მოსახლეობას და მათი რიცხვი 2,7 მილიონზე მეტს ითვლის. ეს არის თურქეთის მნიშვნელოვანი წვლილი სირიის ომში. ამ ლტოლვილთა უზრუნველყოფა თავშესაფრითა და სიცოცხლისათვის უკიდურესად საჭირო სერვისებით, როგორიცაა: უფასო ჯანდაცვა, სწავლა-განათლება და პროფესიული მომზადება, არის ძირითადი ფინანსური ვალდებულება, რომელიც თურქეთმა აიღო საკუთარ თავზე.

მაგრამ ჩვენი ჰუმანიტარული დიპლომატია არ შემოიფარგლება მხოლოდ მოსაზღვრე რეგიონით. ბოლო 15 საუკუნის განმავლობაში თურქეთმა შეიფარა დაუცველი ადამიანები, განურჩევლად რასისა, რელიგიისა და ეროვნებისა, ამიტომ დღესაც თურქეთი მზადაა უპასუხოს ჰუმანიტარული კრიზისების ყოველგვარ გამოვლინებას ჰაიტიდან ნეპალამდე, გვინეიდან სომალიმდე და საჰელიდან ინდონეზიამდე.

ჩვენი ჰუმანიტარული ძალისხმევის მიზანია, არა მარტო შეამსუბუქოს სიმპტომები, არამედ განკურნოს დაავადება. ეს კომპლექსური მიდგომა აერთიანებს როგორც ჰუმანიტარულ, ასევე, ქვეყნის აღმავლობაში წვლილის შეტანის ასპექტებს. აგრეთვე, მისი მიზანია, რომ მიაღწიოს ჰუმანიტარული კრიზის ფესვებამდე და ხელშემწყობ ფაქტორებამდე.

ეს მიდგომა საჭიროებითაა განპირობებული, რაც ყველაზე კარგად ჩანს საჰელის ქვეყნებსა თუ სომალში, სადაც თურქეთი ეწინააღმდეგებოდა დამკვიდრებულ პოლიტიკას, რომელიც მართული იყო რამდენიმე დაინტერესებული წრის მიერ. მან გააერთიანა ოფიციალური დახმარება ბიზნესის სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობასთან და მოახერხა შთამბეჭდავად გაეუმჯობესებინა უთვალავი ადამიანის ცხოვრების დონე.

მაშინ, როდესაც თურქეთის მსგავსი ინდივიდუალური ძალისხმევა გადამწყვეტია, საერთაშორისო ჰუმანიტარული სისტემა მოკლებულია ხელმისაწვდომ რესურსებს. საათი წიკწიკებს მათთვის, ვინც ემსხვერპლა გლობალურ კრიზისებს, რისი მოწმეებიც ჩვენ თავად ვართ. უბრალოდ, ძალიან ბევრი სიცოცხლეა რისკის ქვეშ და უმოქმედობა არ არის არჩევანი.

ამ კრიტიკულ მომენტში, მიმდინარე წლის 23-24 მაისს, სტამბოლი უმასპინძლებს მსოფლიოში პირველ ჰუმანიტარულ სამიტს. თურქეთის არჩევა მასპინძელ ქვეყნად არ არის შემთხვევითი. იგი ეფუძნება წარმატებულ ჰუმანიტარულ დიპლომატიას, რომელსაც თურქეთი ეწევა.

მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტი წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის პლატფორმას, რათა გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომელიც ახლავს ჰუმანიტარულ სისტემას. აგრეთვე, ისეთ საკითხებთან კონტექსტში, როგორებიცაა: განმეორებითი - გაჭიანურებულ კრიზისები, იძულებით გადაადგილების ტალღები და სხვა გადაუდებელი საკითხები, განხილული იქნება მდგრადი, საიმედო და პროგნოზირებადი ჰუმანიტარული დაფინანსების უზრუნველყოფის საკითხი.

განიხილება ისეთი თემებიც როგორებიცაა, სხვადასხვა სახის ინოვაციური მეთოდების გამოყენება, ლოკალულ ჰუმანიტარულ გამოწვევებთან გამკლავება უფრო კარგად მოფიქრებული და მეგობრული მიდგომების გზით, ჰუმანიტარული აქტივობების დროს ღირსებისა და უსაფრთხების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემატიკა.

მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტი შესაძლებლობას მისცემს მსოფლიოს ყველა ერსა და მათ ლიდერებს, რომ მიიღონ ზომები მაშინ, როდესაც მილიონობით ადამიანი სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე დგას.

მე როდესაც პირველად ვნახე აილანის ფოტო, უდიდესი მწუხარება განვიცადე, ვფიქრობდი რა იმის შესახებ, თუ რაოდენ მარტო და დაუცველი იყო იგი, უდანაშაულო ბავშვი. მე მინდა მწამდეს, რომ ჩვენ უკვე რაღაცა ვისწავლეთ ამ ფოტოდან და აღარ გვჭირდება მსგავსი ფოტოები, რათა დავიწყოთ მოქმედება.

ჩვენ, ყველანი ერთად ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რაც ხდება იმ დაუცველი ადამიანების მახლობლად, რომლებიც ჩვენგან დახმარებას ელიან.

სტამბოლი არის შესაძლებლობა, რათა გავერთიანდეთ და ავიღოთ ეს პასუხისმგებლობა. ჩვენ მოვუწოდებთ მსოფლიოს ყველა ლიდერს, ჩამოვიდეს სტამბოლში გაეროს ჰუმანიტარულ სამიტზე და ჩვენთან ერთად იმუშაოს გადაწყვეტილების გზის მოსანახად მათთვის, ვისაც სასოწარკვეთილებამდე სჭირდებათ ჰუმანიტარული დახმარება.

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×