ნინო ქეთელაური
04.08.2016

 სკოლებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა 2017 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება. პირველ ეტაპზე, დაწყებით საფეხურებზე, |-|ქკლასის ჩათვლით, დაინერგება და სახელმძღვანელოებიც მთლიანად შეიცვლება.

ახალი სასწავლო გეგმით, ყოველწლიური სტანდარტების ნაცვლად, საფეხურებიანი სტანდარტები შემუშავდა. შესაბამისად, სწავლების მისია და მიზნებიც სწორედ ამის მიხედვით განისაზღვრა.

სრული ზოგადი განათლება სამსაფეხურიანია: დაწყებითი (|-ქ| კლასები), საბაზო (ქ||-|ყ კლასები) და საშუალო (ყ-ყ|| კლასები).

სასწავლო გეგმით გათვალისწინებულია ახალი საგნის - "მე და საზოგადოების" - შემოტანა, რომელიც |||-|ყ კლასებში ისწავლება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, საგანი აერთიანებს შემდეგ დისციპლინებს:

- კონფლიქტების მართვა;

- გარემოს დაცვა;

- ჯანსაღი ცხოვრების წესი;

- სამოქალაქო უსაფრთხოება;

- შემწყნარებლობა;

ბავშვის უფლება-მოვალეობები;

ისტორიულ-გეოგრაფიული და ეკონომიკური უნარები.

ახალ სასწავლო გეგმაში საუბარია დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებაზეც. სკოლას უფლება აქვს, მოსწავლეებს შესთავაზოს დამატებითი გაკვეთილი, რომელიც შეიძლება იყოს სავალდებულო ან ფაკულტატური სახით და მასზე დასწრება კონკრეტული სკოლის/კლასის ყველა მოსწავლისათვის სავალდებულოა. დამატებით გაკვეთილს მოსწავლეები სურვილის მიხედვით ირჩევენ.

სკოლას უფლება აქვს - მშობლებთან შეთანხმებით მოსწავლეებს დამატებითი ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურებაც შესთავაზოს. თუმცა, მას არ უნდა ასწავლიდეს ამავე სკოლაში დასაქმებული მასწავლებელი, არ უნდა ჰქონდეს საგაკვეთილო სახე.

რაც შეეხება მოსწავლეთა შეფასებას, ის იქნება ორნაირი განმსაზღვრელი და განმავითარებელი. განმსაზღვრელი შეფასება მოსწავლის მიღწევის დონეს საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებაში ადგენს, ხოლო განმავითარებელი შეფასება თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და მიმართულია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე.

მოსწავლის აკადემიური მოსწრება კი 10-ქულიანი სისტემით შეფასდება: მაღალი (10-9 ქულა), საშუალოზე მაღალი (7-8), საშუალო (5-6), საშუალოზე დაბალი (3-4) და დაბალი (1-2). "საქართველოს განათლების ლიგის" თამჯდომარე მანანა ნიკოლეიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას ამჟამად არსებულ ეროვნულ სასწავლო გეგმას აფასებს და ამბობს, რომ ის დაუყოვნებლივ უნდა შეიცვლოს, რათა სავალალო შედეგების თავიდან აცილება მოხდეს.

"როდესაც მინისტრი არსებულ სასწავლო გეგმას აკრიტიკებს და იწუნებს, ვერ ვხვდები, რა უშლის ხელს, რომ მაშინვე შეცვალოს. გამოდის, ეს მხოლოდ პოპულისტური განცხადებაა. მინისტრია და მის კრიტიკას ნორმატიული აქტის გამოცემის ბრძანებაც უნდა მოჰყვეს. "მთლიანად შესაცვლელია როგორც ეროვნული სასწავლო გეგმა, ისე საგნობრივი კონცეფციები. მაგალისთისთვის მათემაკიტა ავიღოთ, ის ხომ ნომერი პირველი საგანია და დღეს რას ასწავლიან?! არც წიგნებია ნორმალური და არც პროგრამები. იმიტომაც გვაქვს გამოცდებზე ასეთი შედეგები.

"სააკაშვილმა ჩაიდინა ის, რომ ტექნიკური მეცნიერებების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო, ასევე ჰუმანიტარული საგნების საათების რაოდენობა შეამცირა, რითიც ციკლთა შორის თანაფარდობა დაირღვა და ხელყოფილ იქნა ბავშვის უფლება, რომ კონკურენტუნარიანი განათლება მიიღოს. ეს ყველაფერი ეროვნული სასწავლო გეგმის ბრალია და არა მასწავლებლის, ყველაფერს მას რომ აბრალებენ. სანამ კიდევ დროა და სავალალო შედეგები არ დამდგარა, სასწრაფოდ უნდა გააუქმონ არსებული სასწავლო სქემა," - ამბობს მანანა ნიკოლეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×