საქართველოს ძალა და სიძლიერე არის საზოგადოების ძლიერებაში. ძლიერი საზოგადოების საფუძველს ქმნის საშუალო კლასის ფორმირება, ახალგაზრდებისათვის პერმანენტული განვითარების პირობების შექმნა, ეროვნული განათლების ხარისხის დაფასება, ჯანსაღი იდეოლოგიის ფორმირება, საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობა, ეფექტიანი მართვა და ქარიზმატული ლიდერები, ინიციატივიანი საზოგადოებრივი ჯგუფების ზრდა და სახელმწიფოს მიერ მეცნიერ-მკვლევარების მართვაში ჩართულობა.
სამწუხაროდ, აღნიშნულ პროცესს ძველი პოლიტიკა უშლის ხელს. ძველი პოლიტიკის შედეგს წარმოადგენს მორალური კატასტროფა, საზოგადოების აქტივობის მინიმუმადე დაცემა, შეფერეხებული რეფორმები, პრობლემებზე შეუწყვეტელი საუბარი (პრობლემა კი კვლავ გაურკვეველია), ისევ პროექტებისა და იდეების მოძიებაზე საუბარი, ისევ დაპირება გრძელვადიან პერსპექტივაში, ისევ საგარეო რეკომენდაციებით არსებობა და ქვეყნის ინერციით ფორმირება.
ფაქტობრივად, ძველი პოლიტიკა ნიშნავს რომ ის მხოლოდ "თავისთავისთვისაა". ამასთან, დამაჯერებლად იმოძღვრება. ხაზს უსვავს, რომ შეუცვლელია და ქართულმა სახელმწიფომ "მის გარშემო უნდა იბრუნოს".
თვალსაჩინოა აღინიშნოს, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირთა დაბალი აქტიური როლი მოსახლეობის დასაქმების ზრდაში. ამაზე თვით უცხოელებიც გვითითებენ (იხილეთ იციკ მოშე, ისრაელს შეუძლია თვეში 5 000 კადრი დაასაქმოს საქართველოდან, მაგრამ ამისთვის მთავრობის აქტიურობაა საჭირო).
ხაზგასასმელია, რომ არსებული უმუშევრობის პირობებში, თითოეული კაცის დასაქმება ქვეყნის უმთავრესი გამოწვევაა, ხოლო როცა საქმე ათასობით კაცის დასაქმებას ეხება, საკითხი რეზონანსულია.
პოლიტიკური აქტივობის ზრდის ფონზე, საზოგადოება საჭიროებს დასაბუთებულ პოლიტიკას, რომლითაც ახალ ქართულ პოლიტიკას შეუძლია:
ძლიერი საშუალო კლასიის შექმნა (კონკრეტული გეგმებით);
- მძლავრი საზოგადოების ჩამოყალიბება (კონკრეტული ინიციატივებით);
- მოსახლეობის შთაგონება და საზოგადოების გააქტიურების ინსპირირება;
- დასაქმების ზრდა (ზოგადი ფრაზეოლოგიებსა და შეპირებების გარეშე);
- ახალი პოლიტიკური ტექნოლოგიებისა და ახალი პოლიტიკური გარემოს ფორმირება;
- კვლევით დასაბუთებული ეკონომიკური პროგრამებით, მკაფიოდ გაწერილი სტრატეგიებითა და კონკრეტული გეგმებით ქვეყნის განვითარება;
კვლევები ადასტურებს, რომ ერისათვის სანატრელია ახალი პოლიტიკური ძალა, ახალი პოლიტიკური ენერგია, ქვეყნის ტერიტორიული და საზოგადოების მთლიანობა. ლეგიტიმური ახალი პოლიტიკური ისტებლიშმენტი შეძლებს კერძო და სამოქალაქო საზოგადოებისათვის:
- გახდეს თავდაუზოგავი შრომის სახე;
- წარმოდგეს, როგორც ინოვაციის, იდეებისა და ახალი რესურსების წარმომჩენი წყარო:
- იქცეს ერის კოორდინატორად და საზოგადოების მამოძრავებელ ძალად;
- უმოკლეს ვადაში ჩამოყალიბდეს პოლიტიკური ნდობის რეგენერაციის მძლავრ სახელმწიფო მანქანად;
- წესად დაადგინოს სახელმწიფოს მშენებლობაში თითოეული ინტელექტუალური რესურსის (თითოეული მოქალაქის) ჩართვა და სახელმწიფოებრივი მიზნებით გამოყენება;
- გლობალური მოვლენების ფონზე, ქართული სათვისტომოების, პოლიტიკური დიპლომატიის, გეოპოლიტიკური ხელსაყრელობის გამოყენებით გლობალური პოლიტიკის წარმოება (საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ);
- სახელმწიფო სტრუქტურების საკადრო პოლიტიკის წარმოება: ცენზისა და ბაკალავრის, მაგისტრის თუდოქტორის ხარისხის შეფასებით (იმისათვის რომ ახალგაზრდამ იცოდეს რისთვის უნდა ისწავლოს და ისწრაფვოს);
რეალურად ახალი პოლიტიკური გარემოს ფორმირების საფუძველი იმ საინიციატივო ჯგუფებსა და მეცნიერ-მკვლევარებშია, რომელიც დღეს შექმნილი სტრატეგიებით, გეგმებით, კვლევებით, რეკომენდაციებითა და წინადადებებით პოლიტიკური ფარდის მიღმა ემსახურება ქვეყანას და გარკვეული წვლილი შეაქვს კონკრეტული დარგის განვითარებაში.
აღნიშნული პოტენციალის მქონე ახალი პოლიტიკოსები, ახალი პოლიტიკის წარმოებით მიმართულია შექმნას საქართველოს სახელმწიფო სისტემა, რომელიც ყურადღების ფოკუსირებას მოახდენს:
- ახალი და მძლავრი სახელმწიფო სისტემის მშენებლობაზე;
- ახალგაზრდა ოჯახების სოციალურ და პერმანენტული განვითარების პირობების შექმნაზე (რაც გამოიხატება შეღავათიანი კრედიტები, სოციალური უზრუნველყოფის, ცოდნის დონის ზრდის, პერმანენტული განვითარების ხელშეწყობით);
- განსაკუთრებული შეღავათებითა და ლობირებით ქართული კაპიტალდაბანდებების ზრდას, ქართული ინვესტიციების უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებას, ქართული საინვესტიციო პროექტების რეალიზების ხელშეწყობაზე;
- გლობალური პოლიტიკის ფარგლებში, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ქართული საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის ინტერესების დაცვას; სათვისტომოების რესურსისა და შესაძლებლობების ათვისებაზე;
- სახელმწიფო სტრუქტურებში სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეების საქმიანობის მონიტორინგის, კონტროლისა და აუდიტის გამკაცრებაზე;
- უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდების აუთვისებელი რესურსის ათვისებაზე;
- მცირერიცხოვანი ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, პროფესორ-მასწავლებელის სტატუსის ამაღლებაზე. ამ მიზნით, სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის დამატებით გამოიყოფა ფინანსური რესურსი (შრომის ანაზღაურების ზრდაზე, ბინათმშნებელობით უზრუნველყოფაზე, გრანტებისა და სტიპენდიების ზრდაზე);
- ახალი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების შექმნის ხელშეწყობაზე;
კითხვაზე ეს სხვასაც შეეძლო თუ არა, პასუხი ერთმნიშვნელოვანია: მათ ჰქონდათ საკმარისი დრო, თავისი პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობისა. "გამოცდილების" შედეგებიდან გამოდინარე კი ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, ახლა პოლიტიკური რესურსის საჭიროება.
ახლა საჭიროა საზოგადოებას ვაჩვენოთ საქართველოს რესურსი, საზოგადოებამ პრაქტიკულად იგრძნოს შრომის, სწავლისა და ქართული განათლების ხარისხის შედეგი ფაქტობრივად, პრობლემების კომპლექსური და მეცნიერული შესწავლით რეალურად მიღწევადია პრობლემების გადაჭრაც და მძლავრი სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბებაც.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ მადლიერებას და ღრმა პატივისცემას გამოვხატავთ სახელმწიფოს უმაღლესი მმართველის, უმაღლესი ხელმძღვანელის, საერო ლიდერის მიმართ. გვჯერა ლეგიტიმური ხელისუფლების სახელმწიფოებრივი ძალისხმევის. პატივს მივაგებთ ნებისმიერი სახელმწიფო მოღვაწის ძალისხმევას, ნებისმიერი ბიზნესმენისა თუ მოქალაქის სახელმწიფოებრივ აქტივობას. თუმცა, ამასთან სახელმწიფო სისტემის მიმართ გაგვაჩნია მნიშვნელოვანი წინადადებები და რეკომენდაციები. რომელთა ნაწილი გაჟღერებული გვაქვს მედია საშუალებებით.
დასასრულს ვიტყვით, ყველას გვაქვს უმთავრესი გამოწვევა, რომელიც არის მძლავრი საზოგადოების საფუძველზე - მძლავრი ქართული სახელმწიფო სისტემის შექმნა!
რატი აბულაძე
ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი
მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი