რატომ იბრძოდნენ სალამინისა და პლატეას ბრძოლებში ქართველები
მამუკა ნაცვალაძე
12.09.2016

ქრისტეშობამდე ქ საუკუნის ბერძენ-სპარსელთა ომები აღმოსავლეთისა და დასავლეთის პირველი მსოფლიო გლობალური დაპირისპირება გახლდათ. ბერძნული დემოკრატია ირანული ტირანიის წინაშე აღმოჩნდა. ამ ომს უნდა გადაეწყვიტა, დემოკრატია გადარჩებოდა თუ ტირანია. არავინ უწყის მსოფლიო ისტორიული პროცესი როგორ წარიმართებოდა, სპარსელებს რომ ემარჯვათ.

ეს იყო კაცობრიობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელმაც, თავის მხრივ, თავისუფალი აზრის განვითარებას არსებობის შანსი დაუტოვა.

 ძვ.წ-აღ-ის 480 წელს აქემენიდემის მიერ თერმოპილეს ბრძოლის მოგება და 300 სპარტელის განადგურება სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა. ეს ბრძოლა თითქოს გარდამტეხი უნდა ყოფილიყო ბერძენ-სპარსელთა ომებისას, თუმცა...

საკმაოდ საინტერესო ფაზაში შევიდა ბრძოლა. აქემენიდთა უპირატესობა აშკარაა, რიცხობრივი და რაც მთავარია, ფსიქოლოგიური უპირატესობაც მათ მხარეზეა, თუმცა...

სალამინისა და პლატეას საზღვაო ბრძოლები გარდამტეხი აღმოჩნდა ამ დაპირისპირებისას. მანამდე კი მართლაც უმძიმესი ვითარებაა საბერძნეთში

როგორ გადაწვა ქსერქსემ ათენი

სპარტელებზე გამარჯვებით აღტკინებული სპარსელები შუა საბერძნეთს იკავებენ, სასტიკად აოხრებენ ქალაქებს, რის შემდეგაც აქემენიდები ათენსაც მიადგნენ.

სარდალი თემისტოკლე ათენელებს აფრთხილებდა, რომ ქალაქი ვერ გაუმკლავდებოდა სპარსელთა შემოტევას, ამიტომაც ურჩევდა ყველას ქალები და ბავშვები უხიფათო ადგილას გაეხიზნათ, კაცები კი გადამწყვეტი საზღვაო ბრძოლისთვის მომზადებულიყვნენ.

ძვ. წ-აღ-ით 480 წელს, როცა სპარსელებმა ათენი დაიკავეს, ქალაქის მოსახლეობა კუნძულ სანალამინსა და პელოპონესში გაიხიზნენ, სადაც მათ ფლოტი იცავდა. ქალაქი გაუკაცრიელებული იყო.

სპარსელებმა დაანგრიეს, გადაწვეს და გაძარცვეს ათენი. ხომალდებიდან და კუნძულებიდან კარგად ხედვანენ ათენელები, როგორ იწვოდა მათი უსაყვარლესი ქალაქი.

ბერძნები უმძიმესი რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ, აშკარა იყო, რომ მათი ძალები საკმაოდ მოკრძალებული იყო იმისათვის, რომ სპარსელებთან თანაბარი ბრძოლა გაემართათ და მით უფრო, გამარჯვებაზე ეფიქრათ. არადა, ბრძოლა გარდაუვალი იყო.

ასეთ დროს საჭირო გახლდათ ისეთი ადგილის შერჩევა გადამწყვეტი შეტევისათვის, სადაც უპირატესობა ექნებოდათ. თუმცა რა უპირატესობაზეა საუბარი, როცა ბერძნული ქალაქების მთელი კოალიციის განკარგულებაში სულ 378 ხომალდი იყო, სპარსელებს კი თითქმის ოთხჯერ მეტი - 1207 ხომალდი ჰყავდათ.

ამ რეალობისას საჭირო იყო გარკვეული ფანდის მოფიქრება.  პირველ რიგში ხელსაყრელი სტრატეგიული ადგილის შერჩევა. ასეთ ადგილად ბერძნებმა სალამინის სრუტე მიიჩნიეს.

როგორ შეიტყუეს ბერძნებმა აქემენიდები სალამინის ყურეში

ძვ. წ-აღ-ით 479 წელს ბრძოლა მოხდა სწორედ სალამინთან. ელინებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ მტერი სრუტეში შეეეტყუებინათ. ჰეროდოტე გადმოგვცემს ამბავს, თუ როგორ მოახერხეს მათ დასახული მიზნის მიღწევა.

თემისტოკლეს ფანდი უხმარია - გადაუწყვეტია, რომ ქსერქსესთვის ცრუ ინფორმაცია მიეწოდებინა. ისიც გათვალა, რომ ქსერქსე ამას დაიჯერებდა - ბერძენთა ღალატმა და ანალოგიურმა მცდელობამ ხომ თერმოპოლესთან გამარჯვება სპარსელებს მოუტანა.

თემისტოკლეს უერთგულეს პიროვნებას უკისრია ქსერქსესთან მისვლა. მას ურჩევია სპარსელთათვის - შეტევა დაუყოვნებლივ დაიწყე, მთელი ბერძნული ფლოტი ერთ ყურეშია მოქცეული, იქიდან თუ გაგასწრეს, სად უნდა სდიოო. თუ ამ შანსს არ გამოიყენებ, ომი დაუსრულებლად დიდხანს გაგრძელდებაო.

ქსერქსეს არც უფიქრია, რომ ეს ინფორმაცია შეიძლება არასწორი ყოფილიყო. მან მერე დღესვე თავისი ფლოტი სალამინის სრუტეში შეიყვანა. სპარსელებს დიდი და მაღალი ხომალდები ჰყავდათ, მათ სრუტე მთლიანად გაავსეს, მოძრაობა თითქმის შეუძლებელი იყო.

ბერძნები კი პატარა და დაბალი ხომალდებით - ტრიერებით იყვნენ აღჭურვილნი, რომელთაც უფრო კარგად შეეძლოთ მანევრირება ვიწრო ადგილებში. ბერძენთა ტრიერები ცხვირით ეჯახებონენ სპარსელთა ხომალდებს და იოლად ლეწავდნენ მათ.

როგორ იქცა პოეტი ესქილე სამშობლოსათვის თავდადებულ მეომრად

ჰეროდოტე გვამცნობს, რომ სალამინთან ბრძოლისას სპარსელთა ხომალდების უმრავლესობა დაიღუპა. ზოგი ათენელებს გაუნადგურებიათ, ზოგი სალამინის კუნძულთან ახლოს მდებარე კუნძულელებს - ეგინელებს. ბერძნებს თავი სამაგალითო წესრიგით გამოუჩენიათ, სპარსელები კი არეულად და გაუაზრებლად მოქმედებდნენ თურმე.

თუმცა აქემენიდთები მაინც თავდადებით იბძოდა, როგორც ჰეროდოტე მიანიშნებს, თითეული მებრძოლს ისეთი განცდა ჰქონდა, რომ ქსერქსე, რომელიც მაღლობიდან ადევნებდა თვალს ბრძოლის მსვლელობას, მას უთვალთვალებდა.  ჩანს, თავად ქსერქსე შიშის ზარს სცემდა არა მარტო მტერს, არამედ თავის ჯარსაც.

სალამინის ბრძოლის პერიპეტიები აღწერილი აქვს ბერძენ პოეტ ესქილეს თავის ტრაგედიაში "სპარსელები".  საგულისხმოა, რომ ესქილე თავად იყო სალამინის ბრძოლის მონაწილე. მეტად შთამბეჭდავია ატოსას - დარიოსის მეუღლის - ქსერქსეს დედისა და მაცნეს მონოლოგი, სადაც საკმაოდ დეტალურად უყვება მაცნე მომხდარს აქემენიდთა დედოფალს.

სალამინის ბრძოლა დასრულდა იმით, რომ  მთლიანად განადურდა სპარსელთა ფლოტი, უამრავი დაღუპული სპარსელი მეომარი ეყარა მეჩეჩებზე.

ბერძენი ისტორიკოსის ჰეროდოტეს ცნობით, სალამინის ბრძოლაში ქართველებიც იბრძოდნენ აქემენიდთა არმიის შემადგენლობაში. ამ დროს ქართველები აქემენიდთა იმპერიის ყ|ყ სატრაპიის შემადგენლობაში არიან და სამხედრო ვალდებულება აკავშირებთ მათთან.

როგორ დაატოვებინეს ქსერქსეს საბერძნეთი

თემისტოკლეს გონივრულმა მოქმედებამ მართლაც შესანიშნავი შედეგი გამოიღო. სპარსელთა არმიამ საბედისწერო მარცხი განიცადა სალამინთან, თუმცა, არ დანებდა და ისევ შეეცადა თავისი შანსის გამოყენებას.

თავის მხრივ, არც ბერძნები მოეშვნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ სპარსელებზე უპირატესობა შეუქცევადი პროცესი ყოფილიყო. საბერძნეთში დარჩენილ სპარსელ მეომრებთან გადამწყვეტი შეტაკება სამხრეთ ბეოტიაში,  ქალაქ პლატეასთან, ძვ. წ-აღ-ით 479 წელს, სექტემბერში მოხდა.

ბერძნებს სათავეში პავსანია უდგას, სპარსელებს - მარდონიოსი. ბერძნებს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიციები უპყრიათ, ამიტომაც სპარსელები უფრთხიან შეტევაზე გადასვლას.

26 სექტემბერს, ღამით, ბერძნები სამხედრო მანევრს მიმართავენ - ისინი პლატეის მიმართულებით უკან იხევენ. ეს მოქმედება სპარსელებმა მანევრად არ შეაფასეს. მათ ეგონათ, რომ ბერძნები გარბოდნენ, ამიტომაც სპარტელების არიერგარდს შეუტიეს.

სპარტელები მედგრად დადგნენ და უკუაქციეს მტერი, ამასობაში ათენელებიც გამოჩნდნენ და ასე ერთობლივად დაამარცხეს სპარსელები.

აქემენიდთა რიგებში არეულობა შეიტანა იმ ფაქტმაც, რომ ისინი წინამძღოლის გარეშე აღმოჩნდნენ - მარდონიოსი სასიკვდილოდ დაიჭრა და ბერძნებისგან დევნილს სპარსელებს სხვა არა დარჩენოდათ რა, თუ არა ის, რომ ბრძოლის ველი მიეტოვებინათ და ჰელესპონტისკენ გაქცეულიყვნენ.

პლატეას ბრძოლამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ბერძენთა ფალანგის უპირატესობა მრავალრიცხოვან, მაგრამ არამწყობრ სპარსელთა ქვეით და ცხენოსან ჯარზე. პლატეასთან და მიკალესთან გამარჯვებამ საბერძნეთში და მცირე აზიის ბერძნული ქალაქები სპარსელებისაგან გაათავისუფლა.

ამ მარცხის შემდეგ ქსერქსე იძულებულია, დატოვოს საბერძნეთი.

როგორ გადაარჩინა საბერძნეთი ერთიანობამ

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ბერძნებს კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული - ასეთ დიდ წარმატებას შენაჩუნება უნდოდა, ამიტომაც მათ სალამინის ბრძოლის შემდგომ წელს ძვ. წ-აღ-ით 478 წელს შექმნეს დელოსის კავშირი, სადაც გაერთიანდნენ ბერძნული ქალაქ სახელმწიფოები და კუნძულები იმ მიზნით, რომ ერთობლივად მოეგერიებინათ სპარსელთა მომავალი შესაძლო აგრესია.

დელოსის კავშირის სათავეში ათენი იდგა, ათენის პირველობა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ  ბერძნულ ქალაქებს შორის ყველაზე ძლიერი ფლოტი სწორედ მას ჰყავდა.

რამდენიმე ბრძოლის შემდეგ ბერძნებმა საბოლოოდ გამოაძევეს სპარსელები ევროპიდან და ძვ. წ-აღ-ით 470-469 წლებში ბრძოლის ასპარეზი მცირე აზიაში გადაიტანეს.

ქსერქსეს სევდიანი აღსასრული

მიუხედავად ასეთი მწარე მარცხისა, სპარსელები მაინც ფიქრობენ საბერძნეთის დაპყრობას. ყველაფერს აკეთებენ ამისთვის, მათ შორის აბამენ ინტრიგების ქსელს, ჩვეულებრივ ხერხად მოიაზარება მოსყიდვაც.

უნდა ითქვას, რომ სპარსელთა ამ მცდელობამ არცთუ უშედეგოდ ჩაიარა - სწორედ ამგვარ ინტრიგების შედეგი იყო ის, რომ ძვ. წ-აღ-ით 480-479 წლებში ბერძენთა არმიის ხელმძღვანელები თემისტოკლე და პავსანია მოღალატეებად შერაცხეს და საბერძნეთიდან გააძევეს.

აქემენიდები რომ ასეთი ხერხებით ვერ გავიდოდნენ ფონს, ეს ისედაც აშკარა იყო, ვითარება კი კიდევ უფრო დაძაბა აქემენიდების სამეფო კარზე არეულობამ. ქსერქსე ძვ. წ-აღ-ით 465 წელს სასახლეში მოწყობილი შეთქმულების მსხვერპლი გახდა. შეთქმულებმა მასთან ერთად მოკლეს მისი შვილი დარიოსი.

ქსერქსეს შემდეგ გამეფდა არტაქსერქსე |, რომლის მმართველობის პერიოდსაც უკავშირდება ჰალიკარნასში მავზოლეუმის აგება. ეს ის მავზოლეუმია, რომელიც მომავალში მსოფლიოს შვიდი საოცრების სიაში ჩაეწერება.

რაც შეეხება პოლიტიკურ აქტივობას და დასავლეთის მიმართულებით რაიმე კონკრეტული გეგმის შემუშავებას, ეს ყველაფერი აქემენიდთა სამეფო კარზე მხოლოდ იდეის დონეზე თუ განიხილება. ის შიდადაპირისპირება, რითაც არტაქსერქსე ტახტზე ავიდა, არ ჩამცხრალა, ახლა მის წინააღმდეგაც გახლავთ მიმართული ინტრიგათა ქსელი და შორეული ლაშქრობისათვის არავის სცხელა.

როგორ ჩაესვენა უძლეველი აქემენიდების მზე

ამ ფონზე შეუძლებელი იყო რაიმე გარდატეხის შეტანა ბერძენ სპარსელთა დაპირისპირებისას. პროცესები შეუქცევადი ხასიათის გახლდათ. აქემენიდები უძლურნი არიან რაიმე შეცვალონ. გაიმარჯვეს ბერძნებმა - ყველაფერი დასრულდა ისე, როგორც უნდა დასრულებულიყო.

ეს ძვ. წ-აღ-ით 449 წელს ხდება. სპარსეთმა სცნო ეგეოსის ზღვის კუნძლებისა და მცირე აზიის ბერძნული ქალაქების დამოუკიდებლობა. სპარსელთა ფლოტს აეკრძალა ეგეოსის ზღვაში, ჰელესპონტისა და ბოსფორის სანაპიროებზე ფლოტის გამოყვანა. ასე მოაქციეს არტახებში ბერძენმა დემოკრატებმა ათენური ტირანია.

გავა ერთი საუკუნე და აქემენიდებს კიდევ ერთი ბერძენი, ალექსანდრე მაკედონელი დაუპირისპირდება. სწორედ მაკედონელი გამოუყვანს წირვას მსოფლიოს პირველ უძლეველ იმპერიას ქრისტეშობამდე 330 წელს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×