საქართველოს ორ დღიანი ოფიციალური ვიზიტით, რომის პაპი ფრანცისკე ესტუმრა. მართლმადიდებელთა ერთი ჯგუფი, აეროპორტის გზაზე რომის პაპს საპროტესტო აქციით დახვდა. აქციის მონაწილეებმა პაპის ესკორტი შეძახილებით: "წყეულო", "ეშმაკისეულო" გააცილეს.
მათი შეფასებით, პაპი საქართველოში სამოციქულო ვიზიტით ჩამოდის.
ვიზიტისას რომის პაპი საქართველო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და კათალიკოს პატრიაქ ილია მეორეს შეხვდა.
გამართლებულია თუ არა, რომის პაპის სააპროტესტო აქციით დახვედრა? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა
გია მურღულია (ფილოლოგი): "ძალიან ძველი გამოთქმაა - ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სტუმარი ღვითსაა. ეს რომ გვახსოვდეს, უფრო კარგად კარგი იქნებოდა. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია ასეთი აქციები ჩემთვის ყოვლად მიუღებელია."
ბაია დვალიშვილი (მსახიობი): "რა თქმა უნდა, არ არის გამართლებული. ეს სალაპარაკოც არ არის. არ მგონია ბევრი ხალხი ყოფილიყო. ცოტა უხერხულია, თუმცა, არც ესაა დიდი ტრაგედია. ამაზე ხაზგასმა არ უნდა მოხდეს.
ყველგან აღმოჩნდება 20-50 კაციანი ჯგუფი, რომელსაც ცოტა რადიკალური, სულელური, გაუმართლებელი, დაუფიქრებელი აზრები და შეხედულებები აწუხებს.
"ძალიან დიდი ბედნიერებაა და პატივია მისი სტუმრობა. მჯერა სტადიონი სავსე იქნება, რომ მოისმინონ მისი ქადაგება."
ლანა ღოღობერიძე (რეჟისორი): "რა თქმა უნდა გაუმართლებელია. საერთოდ, გარდა იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში რომის პაპის ვიზიტი, თვითონ ეს პიროვნება ფრანცისკეც საოცარია.
მართლა დაჩაგრულის მფარველია. მოწოდებულია, რომ იფიქროს ადამიანზე და შეუმსუბუქოს ტანჯვა. ძალიან მაღალი აზრის ვარ პირადად მასზე და მგონია, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი თანადგომა. "საერთოდ, ყველანაირი ასეთი აგრესია, რადიკალიზმი გაუმართლებლად მიმაჩნია, მითუმეტეს ასეთი პიროვნების წინააღმდეგ."
ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): "საქართველოში იმდენაირი ხალხი ცხოვრობს, რომ აქ აქციას მემგონი საკუთარ მეზობლებსაც და ნათესავებსაც მოუწყობენ მალე.
"რა თქმა უნდა ამ ადამიანებს ვერანაირად ვერ გავამართლებ. ეს არის უძველესი ქვეყნის მეთაური და ახმელა ადამიანია. აუცილებლად უნდა დავხვდეთ ქართული სტუმართმოყვარეობით, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ უძველესი მართმადიდებელი ქვეყანა და ასეთი დახვედრა არ გვეკადრება. ეს არის ძალიან ცუდი საქციელი."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე