მიუხედავად იმისა, რომ ცესკო-ს საბოლოო მოანაცემები ჯერ არ გამოუცხადებია, უკვე ჩანს, რომ ახალი პარლამენტი წარმოდგენილი პარტიების მიხედვით, წინამორბედებზე ნაკლებად მარავალფეროვანი იქნება.
თქვენი აზრით, იქნება თუ არა ახალი პარლამენტი წინაზე უკეთესი? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმოადგნელებს მიმართა.
ნატო გელაშვილი (მომღერალი): ახალი მოწვევის პარლამენტი იმიტომ ვერ იქნება უკეთესი, რომ პარლამეტს სჭირდება ბევრი ჭკვიანი პოლიტიკოსი. მე მომწონს თუ არა რომელიმე პარტია, აქედან გამომდინარე არ ვსაუბრობ. ბევრი ისეთი ადამიანი დარჩა გარეთ, ვინც იმსახურებს, რომ პარლამენტში იყოს და ქვეყანას გამოადგეს. ასე რომ, ვფიქრობ, უკეთესი ნამდვილად ვერ იქნება.
ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონიის" სამხატვრო ხელმაძღვანელი): ღმერთმა არ ქნას, სხვანაირად იყოს. მე ვფიქრობ, უკეთესი პარლამენტი იქნება.
მერაბ კოკოჩაშვილირეჟისორი): მოველოდი, რომ უფრო მრავალპარტიული პარლამენტი გვექნებოდა. ამ შემთხვევაში, უფრო საინტერესო და პერსპექტიული იქნებოდა. ახლა ფაქტობრივად გამოდის, რომ ორპარტიულია. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებები არამრავალპარტიული გააზრების შედეგად იქნება მიღებული. მე ვფიქრობ, ეს უარესია, ვიდრე იყო წინა. მერჩივნა მეტი პარტია ყოფილიყო პარლამენტში.
რეზო მიშველაძე (მწერალი): სურვილი მაქვს, რომ უფრო უკეთესი იყოს, ვიდრე წინა პარლამენტი. თან ამ სურვილს აძლიერებს ის გარემოება, რომ არაერთი ფრიად განსწავლული და ინტელიგენტური დეპუტატი ჩანს პერსპექტივაში. ჯერ არჩევნები ბოლომდე არ დასრულებულა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ პარლამენტის ჩვეული ავადმყოფობა დასრულდება. ვგულისხმობ: პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას, სხდომებზე არდასწრებას და ტყუილად ხელფასის აღებას. იდეალური პარლამენტი არც ეს იქნება, მაგრამ ღმერთმა ქნას, ყური მიაპყრონ ერის სატკივარს და დაშვებული შეცდომები აღარ გაიმეორონ.
სერგო ვარდოსანიძე (ისეტორიკოსი): უპირველეს ყოვლისა, მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ამ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება. იყო მცირედი ინცინდენტები, მაგრამ წინა არჩვნებთან შედარებით, წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა ეს პარლამენტი უკეთესი, ეს დამოკიდებულია იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც თითოეულმა დეპუტატმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე. თუ ისევ იგივე გააკეთეს, რაც წინა მოწვევის პარლამენტმა, საერთოდ რომ დაშორდნენ ხალხს და ბოლო 6 თვე გაახსენდათ მხოლოდ, მაშინ ცუდი პარლამენტი ყოფილა. თუ მათ იგრძნეს პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ამომრჩევლის წინაშე, ყველა პარტიის სიაში, "ოცნებაა" ეს თუ "ნაცმოძრაობა" იმდენი ინტელექტუალური ძალა მოიპოვება, რომ შეძლებენ ქვეყანას სიკეთე მოუტანონ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე