VIII ს-ის ევროპას განსაკუთრებული კვალი დაატყო ბიზანტიაში დაწყებულმა ხატთმებრძოლობამ, რომელიც ფართო რელიგიურ-პოლიტიკურ მოძრაობად ჩამოყალიბდა. VIII საუკუნის დასაწყისისათვის აღმოსავლეთი რომი საკმაოდ დასუსტდა. არაბთა მუდმივმა შემოსევებმა, ჩრდილოეთიდან სლავების ძალადობამ მნიშვნელოვნად შეამცირა რომის ტერიტორია. იუსტინიანე დიდის დროინდელი ბიზანტიის იმპერიიდან აჩრდილიღა იყო დარჩენილი.
ამ დროს ბიზანტიის იმპერატორების გავლენა ვრცელდება ბალკანეთის ნახევარკუნძულის ნაწილზე, იტალიის ნაწილზე, ყირიმის სამხრეთ სანაპიროსა და მცირე აზიაზე.
როგორ იქცა ბიზანტიის იმპერია ბერძენთა ქვეყნად
ამ ფერისცვალებამ თავისი შედეგი გამოიღო - იმპერიაში არსებული მრაფალფეროვანი ეთნიკური სურათი ერთფეროვნებამ შეცვალა. ეთნიკურად ბიზანტიის იმპერია უფრო დაიხვეწა. აქ მძლავრობდა ბერძნული ეთნიოსი, ბერძნულმა ენამ საბოლოოდ განდევნა ლათინური და თავად ბიზანტიაც ბერძენთა ქვეყნად იქცა.
ასეთ ვითარებაში გამოდის ასპარეზზე ბიზანტიის იმპერატორი ლეონ ისავრიელი. ეს 717 წელს ხდება. სწორედ მის დროს აღმოცენდა ხატთმებრძოლობა. მთელი ქვეყანა იქნა ჩათრეული ხატთმებრძოლთა და ხატის თაყვანისმცემელთა დაპირიპირებაში. ეს დაპირისპირება საკმაოდ ულმობელი მეთოდებითა და სისასტიკით ხორციელდებოდა.
ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ ლეონ ||| ისავრიელის ბრძანებით ჩამოხსნეს იმპერატორის სასახლის შესასვლელიდან მაცხოვრის უზარმაზარი ხატი. ამან უდიდესი მღელვარება გამოიწვია მოსახლეობაში. ხალხი ბრძანების შემსრულებელს სასტიკად გაუსწორდა, თუმცა, ბრძანების გამცემს ვერაფერი მოუხერხა.
იმპერატორმა ამ აქტს სასტიკი რეპრესიები დაუპირისპირა. აშკარა იყო, რომ ეს შინაგანი სარწმუნოებრივი დაპირისპირება ქვეყანას კარგს არაფერს უქადდა.
რას ღაღადებენ ხატთმებრძოლობის იდეოლოგიური პოსტულატები
ხატთმებრძოლები თვლიდნენ, რომ ხატის თაყვანისცემა ეწინააღმდეგება საღმრთო წერილს, რომლის მიხედვითაც ღმერთი შეუცნობელია, მას კონკრეტული სახე არ აქვს. მათ მიაჩნდათ, რომ ხატებისადმი თაყვანისცემა კერპთა თაყვანისცემისგან არაფრით განსხვავდება, რადგანაც ღმერთი უპირველესად სულია და ამას კონკრეტული გამოსახულება არა აქვს, სულის გამოსახვა შეუძლებელია.
ამ მოსაზრებას ეწინააღმდგებოდა ღვთისმეტყველი იოანე დამასკელი, ის მიანიშნებდა, ღმერთსა და ხატს შორის არსებობს საიდუმლო კავშირი, ხატის მზერისას ადამიანი სწორედ ამ კავშირს ეზიარება, ხატის თაყვანისცემა ადამიანს ღმერთთან აახლოებსო.
ხატთა თაყვანისცემას ეწინააღმდეგებოდნენ ქრისტიანობის სხვადასხვა ერესები: ნესტორიანელები, მონოფიზიტები, ასევე მუსლიმანებიც. მუდმივად შეურაცხყოფას აყენებნენ ხატთაყვანისმცემლებს იუდეველები.
ლეონ ||| ისავრიელს მიაჩნდა, რომ ხატთაყვანისმცემლებთან ბრძოლითა და ხატთმებრძოლობის დანერგვით არა მარტო ეკლესიას იხსნიდა, არამედ შეძლებდა მაჰმადიანებისა და იუდეველების მოქცევას ქრისტიანულ რჯულზე.
როგორ ვერ დაიყოლია პატრიარქი გერმანე ლეონ ||| ისავრიელმა
ლეონ |||-ის პოზიცია ქრისტიანულად არ იყო გამართლებული, მას გერმანემ, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, ეს ცალსახად მიანიშნა, თუმცა, პირისპირ პოლემიკამ პატრიარქი დაარწმუნა, რომ იმპერატორს ვერას შეასმენდა და საკუთარ განზრახავას ვერ გადაათქმევინებდა, რის შემდეგაც ის იძულებული იყო განეცხადებინა, რომ ეკლესიის დადგენილი წესის შეცვლის უფლება არც იმპერატორს ჰქონდა და არც კონსტანტინოპოლის პატრიარქს. შესაბამისად მან საკმაოდ ცალსახად განაცხადა, რომ ამ საქმეში მონაწილეობას არ მიიღებდა.
730 წლის 17 იანვარს შეიკრიბა სინკლიტი - ბიზანტიის იმპერიის უმაღლესი ორგანო, ლეონ |||-მ შესთავაზა სინკლიტს დაემტკიცებინა ბრძანება, რომელითაც ხატთაყვანისმცემლობა აიკრძალებოდა, თუმცა, პატრიარქი გერმანე ამაზე კატეგორიული წინააღმდეგი გამოვიდა.
მან უარი განაცხადა ხელი მოეწერა ბრძანებაზე, რის შემდეგაც ის ტახტიდან ჩამოაგდეს და მის ნაცვლად კონსტანტინოპოლის პატრიარქის ტახტი ხატთმებრძოლობის მომხრე ანასტასის უბოძეს. გერმანე კონსტანტინოპოლიდან გააძევეს. მან ღრმად მოხუცებულობამდე იცოცხლა - ამ ხნის მანძილზე სულ დევნილობაში იყო.
რატომ ემხრობოდა კონსტანტინოპოლის იმპერატორი ხატთმებრძოლობას
საგულისხმოა, რომ თავად ხატთმებრძოლთა გამოსვლა დაიწყო მას შემდეგ, რაც 726 წელს კუნძულ კრეტას მახლობლად ვულკანმა ამოხეთქა. ამ მოვლენას საგანგებო კრება მიუძღვნა იმპერატორმა, სწორედ ამ კრებამ ჩათვალა, რომ ეს ღვთის რისხვა იყო, რომ რისხვა სამყაროს დაატყდა არსებული უკეთურობის გამო. უკეთურება კი იმაში გამოიხატებოდა, რომ მათი აზრით თურმე ხატების სახით კერპებს სცემდნენ თაყვანს.
ლეონ |||-მ ხალხს საკუთარი დოგმატები დაუწესა. ეს ყველაფერი იმპერატორის კონკრეტულ ბრძანებებში აისახა. ეკლესიის ასეთი შეურაცხყოფა ბევრისთვის მიუღებელი იყო. ამიტომაც არცთუ მცირე რაოდენობა მორწმუნეებისა დაუპირისპირდა ლეონ |||-ს.
საგულისხმოა, რომ ხატთმებრძოლობის ტალღას ვერ ასცდა რავენას საეგზარხოსოც, რავენა ბიზანტიის ტერიტორია იყო იტალიიაში. ამის გამო რომის პაპსაც შეეხო გარკვეუწილად დაპირისპირების ტალღა. მან შეაჩვენა იმპერატორი ლეონ ||| ისავრიელი.
იტალიაში ბიზანტიელი მოხელეების შევიწროება დაიწყო. ამან კიდევ უფრო გაამწვავა ლეონ |||-ის ბრძოლა, რაც რეალურად მან საეკლესიო ქონების ხელში ჩასაგდებად გამოიყენა.
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ლეონ |||-ის ასეთი პოზიცია განპირობებული იყო იმითაც, რომ ის ქრისტიანებთან ბრძოლით ამგვარი დამოკიდებულებით ხელთ იგდებდა საკმაოდ დიდ საეკლესიო ქონებას, რაც იმპერატორს საკუთარი ხელისუფლების განმტკიცებისათვის სჭირდებოდა.
ხატთთაყვანისმცემლებს ყველგან ჩამოართვეს მიწები, ქონება, ლეონი ამ მიწებს ურიგებდა მის მომხრე არისტოკრატიას, სწორედ ამ გზით მოიპოვა მან პროვინციული არისტოკრატიის მხარდაჭერა, თუმცა, ბერმონაზვნები აშკარად გადაიმტერა.
როგორ გახდა კონსტანტინე მეხუთე ბიზანტიის ისტორიაში ყველაზე ცუდი იმპერატორი
უფრო დიდი მასშტაბები მიიღო ხატთაყვანისმცელობასთან ბრძოლამ ლეონ |||-ის შვილის, იმპერატორ კონსტანტინე მეხუთის დროს (741-775). კონსტანტინე ქ-ს კოპრონიმსაც უწოდებდნენ, გადმოცემის თანახმად მას ნათლობისას ემბაზი წაუბილწავს, სწორედ მაშინ უწინასწარმეტყველებიათ, ეს იმპერატორის ტახტზე ქრისტიანობას კეთილს არ დააყრისო.
მიუხედევად იმისა, რომ კონსტანტინე ქ საკმაოდ დიდი ბრძოლები აქვს მოგებული არაბებთან, ბიზანტიის ისტორიაში ვერ შეხვდებით იმპერატორს, რომელსაც მასზე უარესი რეპუტაციით ესარგებლოს.
კოპრონიმის ოცდახუთწლიანი მმართველობისას განადგურდა ქრისტიანული კულტურის ბრწყინვალე ნიმუშები, ტაძრებში ჩამოფხიკეს შესანიშნავი ფრესკები, რომელნიც სახარებისეულ სიუჟტები იყო ასახული. მათ მაგივრად ტაძრები ბუნების სურათებითა და ნადირობის სცენებით შეცვალეს.
754 წელს გაიმართა საეკლესიო კრება, სადაც დაგმო იმპერატორმა კონსტანტინე კოპრონიმმა ხატთაყვანისმცემლობა. წინააღმდეგობებმა არნახულ მასშტაბებს მიაღწია, თუმცა, შემდეგ ეს ბრძოლა გარკვეულწილად განელდა.
როგორ დაიფარა დედოფალმა ირინემ ხატები
775 წელს, მას შემდეგ რაც კონსტანტინე გარდაიცვალა, იმპერატორის ტახტზე ადის ლეონ |ქ, რომელიც აგრძელებს მამამისის კურსს, თუმცა, იმგვარი ფანატიზმი მის ქცევას აღარ ახასიათებს. მიზეზი შეიძლებოდა ის იყოს, რომ მისი მეუღლე გახლდათ ირინე ათენელი, რომელიც ხატთაყვანისმცემელი გახლდათ.
ლეონ |ქ-ს განგებამ მხოლოდ ხუთი წელი აკმარა იმპერატორობა - 780 წელს მისი სიკვდილის შემდეგ იმპერატორის ტახტზე ადის დედოფალი ირინე, მის 9 წლის ვაჟ კონსტანტინესთან ერთად.
სწორედ დედოფალ ირინეს წყალობით მოხდა სიტუაციის შემოტრიალება, თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამას გარკვეულწილად ობიექტური პირობებიც ჰქონდა - რაც წასართმევი იყო ყველაფერი წაართვეს ხატთაყვანისმცემლებს და მათ რეალურად უკან დასახევი გზაც მოუჭრეს. მიწები უკვე აღარ აინტერესებდათ ბიზანტიელ მოლაშქრეებს, რამდენადაც მათ საკუთრებაში უკვე გააჩნდათ საკმარისზე დიდი მამულები.
ამდენად, თავად დიდებულებმა გადაწყვიტეს, რომ მშვიდობიანად მოეგვარებინათ ეს პრობლემა და გარკვეული კომპრომისისათვის მიეღწიათ. სწორედ ამას ისახავდა მიზნად ხატთაყვანისმცემლობის აღდგენა.
საჭირო იყო დათმობა, რათა სიტუაცია შერბილებულიყო და თავად არ აღმოჩენილიყვნენ ხატთმებრძოლები იმ ხაფანგში, რაც თავის დროზე ხატთაყვანისმცემლებს დაუგეს.
ირინემ მოაგვარა ის, რომ ერეტიკოსები აღარ ექცეოდნენ შეურაცხმყოფელად ქრისტიანულ სიწმინდეებს. სიტუაცია აშკარად უკეთესობისკენ შეტრიალდა, თუმცა, ხატთაყვანისმცელობის კანონიერად აღდგენისათვის საჭირო იყო საეკლესიო კრების მოწვევა.
ნიკეას მეორე საეკლესიო კრება
ხატთაყვანისმცემლობის აღდგენა 787 წელს ნიკეას საეკლესიო მეორე მსოფლიო კრებაზე გადაწყდა. 786 წელს მზად იყო ყველაფერი იმისათვის, რომ კონსტანტინოპოლში საეკლესიო კრება მოწვეულიყო, თუმცა, რთული აღმოჩნდა ფსიქოლოგიურად მოვლენათა ასეთი მიმართულებით განვითარება ჯარისთვის, სადაც საკმაროდ მრავლად იყვნენ ერეტიკოსები და ხატთმებრძოლები. სწორედ ამიტომაც იფეთქა ჯარში აჯანყებამ.
ირინემ გონიერება გამოიჩინა და აჯანყებულებს ძალა არ დაუპირისპირა, გამოაცხადა, რომ აპირებდა მაჰმადიანებზე გალაშქრებას, ჯარიც კონსტანტინოპოლიდან ამ მიზეზით გაიყვანა და თავისი გადაწყვეტილებაც შეცვალა. ის დაელოდა შესაბამის დროს, როცა ხატთაყვანისმცელობის აღდგენა შესაძლებელი იქნებოდა.
ირინემ ერთი წლის შემდეგ მოიწვია კრება, თუმცა, არა კონსტანტინოპოლში, არამედ ნიკეაში, ეს ადგილი მხოლოდ ერთი მიზნით იყო შერჩეული - ისევ მოერიდა სიტუაციის დაძაბვას. 787 წლის 24 სექტემბერს ნიკეაში მეშვიდე საეკლესიო კრებაზე დაგმეს ხატთმებრძოლობა და ის მიიჩნიეს მანამდე არსებული ერესების ერთობლიობად.
რატომ არ მოსთხოვეს კონპენსაცია ხატთაყვანისმცემლებმა ხატთმებრძოლებს
ხანმოკლე მშვიდობამ დაისადგურა იმპერიაში, თუმცა, ეს დროებითი იყო, რამდენადაც სიტუაცია ლეონ ქ-ის ტახტზე ასვლის დროს გამწვავდა.
უმნიშვნელოვანესი ფაქტი გახლდათ ის, რომ ხატთაყვანისმცემლებს არ უსარგებლიათ მოპოვებული წარმატებით და არ მოუთხოვიათ კომპენსაცია ხატთმებრძოლებისგან. სწორედ ამის გამო ისევ ძლიერი იყო ხატთმებრძოლთა გავლენა, განსაკუთრებით კარგად ჩანდა ეს ტენდენცია პროვინციებში.
იწყება საკმაოდ საინტერესო ეტაპი, რომელიც ისტორიაში ხატთმებრძოლობის მეორე პერიოდის სახელითაა ცნობილი - ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ ჩვენთვის, რომ სულ მალე აქ მოვლენათა ორომტრიალში აფხაზთა მეფე ლეონ || გამოჩნდება...