მოსაზრება
25.11.2016

რამაზ გახოკიძე, ამერიკის ფარმაკოგნოზიის საზოგადოების ნამდვილი წევრი, პროფესორი

იმუნიტეტის ასამაღლებლად დიდი მნიშვნელობა აქვს დაბალანსებულ კვებას. იმუნური სისტემის უჯრედებს ნორმალური მუშაობისთვის სჭირდება ცილები (სრულფასოვან ცილებს შეიცავს: ხორცი, თევზი, პარკოსნები), ვიტამინები (განსაკუთრებით, ფ, ს, უ, ი და ვ ჯგუფის), მიკროელემენტები (კალიუმი, მაგნიუმი, სპილენძი, თუთია, იოდი, სელენი, გერმანიუმი). მიკროელემენტების შემცველობით მცენარეული პროდუქტებიდან ლიდერია კაკალი, პარკოსნები, მზესუმზირა, ბურღულეული, კაკაო, შავი შოკოლადი.

ფ ვიტამინს უწოდებენ თავდაცვის "პირველ ხაზს" დაავადებათა (განსაკუთრებით ვირუსულ დაავადებათა და სიმსივნეების) წინააღმდეგ, გარდა ამისა, იგი აუმჯობესებს მხედველობას, ამცირებს კანის სიმშრალეს, დადებით როლს ასრულებს ალერგიის დროს. ფ ვიტამინის ძირითადი წყაროა: სალათის ფოთლები, კომბოსტო, მცენარეთა მწვანე ნაწილები, ღვიძლი, თირკმლები, თევზის ქონი, კვერცხის გული, კარაქი, ნაღები, რძე. პრაქტიკულად ყველა მცენარეული საკვები, განსაკუთრებით ყვითელი და წითელი ფერის (სტაფილო, წითელი წიწაკა, გოგრა) შეიცავს ბეტა-კაროტინს, რომელიც ორგანიზმში ფ ვიტამინად გარდაიქმნება. მზა სახით ფ ვიტამინის საწყობია ღვიძლი, კვერცხი და კარაქი. ფ ვიტამინი აძლიერებს იმუნურ რეაქციას.

ფ ვიტამინი უკეთ მოქმედებს ს და უ ვიტამინებთან ერთად.

ს ვიტამინის მიღება სასარგებლოა გაცივების ადრეულ სტადიაზე, ქრონიკულ ფორმაში, რომ არ გადავიდეს. მისი ძირითადი წყაროა: ციტრუსები, ასკილის ნაყოფი, კომბოსტო, პომიდორი, შავი მოცხარი, წითელი წიწაკა.

უ ვიტამინი აუცილებელია კიბოს, ვირუსულ და მიკრობულ დაავადებათა საწინააღმდეგოდ. იგი შლის ნივთიერებებს, რომლებიც იმუნური სისტემის უჯრედებს წამლავს. უ ვიტამინის მოქმედება ძლიერდება ფ, ს, ი ვიტამინებთან და სელენათან ერთად მიღებისას. უ ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს ღვიძლი, კვერცხის გული, სალათის ფოთლები, მცენარეული ზეთები, ახლად გაღივებული ხორბალი, წიწიბურა, ბრინჯი და სხვ.

იმუნოდეფიციტის სამკურნალოდ კვებით რაციონში უნდა შევიტანოთ ი1 ვიტამინით მდიდარი საკვები. ესენია: ქერი, ლობიო, საფუვრები, კაკალი, ღვიძლი, თირკმლები, კარტოფილი.

ი2 ვიტამინი ხელს უწყობს სიცოცხლის გახანგრძლივებას, იგი ხელს უწყობს ადამიანის კანის ჯანმრთელად შენარჩუნებას, მისი ნაკლებობით ქვეითდება იმუნიტეტი. ი2 ვიტამინის ძირითადი წყაროა: კომბოსტო, ახალი ბარდა, ვაშლი, მწვანე ლობიო, პომიდორი, თალგამი, ლუდის საფუარი, ღვიძლი, საქონლის ხორცი, კვერცხი, რძე და რძის პროდუქტები, ახლად გაღივებული ხორბალი.

ვიტამინები ი9 (ფოლიუმის მჟავა) და ი12 აუცილებელია სისხლის უჯრედების, მათ შორის, ერითროციტების, იმუნური უჯრედების (ლიმფოციტები) წარმოსაქმნელად. თუ ბავშვს აქვს სისხლნაკლებობა და ხშირად ცივდება უნდა მივცეთ: რძე, კვერცხი, სოია, სალათი, ბოლოკი, განსაკუთრებით, საქონლის ღვიძლი.

ვ ვიტამინი აუცილებელია სისხლის ნორმალური შედედებისთვის, ნერვული და იმუნური სისტემების რეგულაციისთვის, რაქიტის თავიდან ასაცილებლად. მას შეიცავს კვერცხი, რძე, კარაქი, ღვიძლი, თევზი. გარდა ამისა, ეს ვიტამინი წარმოიქმნება კანში მზის სხივების ზემოქმედებით. როცა კანი ნამზეურით იფარება ვ ვიტამინის გამოყოფა წყდება. ღია ფერის კანის მქონე ადამიანთა ორგანიზმში ვ ვიტამინი 2-ჯერ სწრაფად წარმოიქმნება ვიდრე შავგვრემნებში.

ნორმალური იმუნიტეტისთვის აუცილებელია ისეთი მინერალური ნივთიერებების საკმაო რაოდენობით მიღება, რომლებიც შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, სპილენძს, თუთიას, იოდს, სელენს, გერმანიუმს.

კალიუმს შეიცავს: კომბოსტო, კარტოფილი, ჭერმის ჩირი (კურაგა), შვრიის ფაფა, კიტრი, პომიდორი, გრეიფრუტი, ოხრახუში, ბოლოკი, პარკოსნები, ქიშმიში, შავი ქლიავი, ჭვავის პური.

მაგნიუმს საკმაო რაოდენობით შეიცავს კვერცხის ცილა, ღვიძლი, ნიგოზი, ქლიავი, გოგრა, კარტოფილი, ოხრახუში, გაღივებული ხორბალი.

სპილენძს შეიცავს რძე, ჭვავის პური, გაღივებული ხორბალი, კვერცხის გული, კაკალი, ოხრახუში და სოკოები.

თუთია არცთუ ისე გავრცელებული ელემენტია კვების პროდუქტებში, მის ძირითად წყაროს წარმოადგენს: ქატო, გაღივებული ხორბალი და თესლები.

იოდი, რომელიც შედის ფარისებური ჯირკვლის ჰორმონის შედგენილობაში, მონაწილეობს იმუნური დაცვის სისტემაში. ბავშვებს და მოზარდებს მეტი იოდი სჭირდებათ, ვიდრე მოზრდილებს. ამიტომ მათ სისტემატურად უნდა მიიღონ ჭარხალი, მუქი ფერის ყველა კენკრა, ოკეანის თევზი და მისი ღვიძლი, ზღვის კომბოსტო, ხახვი, სოკოები, მწვანე ბარდა, ბოლოკი, პომიდორი, ნესვი.

გერმანიუმი და სელენი შედის ზღვის პროდუქტებში, ღვიძლში, თირკმლებში, გაღივებულ ხორბალში.

იმუნიტეტის ასამაღლებლად ძალიან სასარგებლოა პირშუშხა, ნიორი, ხახვი, წითელი ღვინო და ყორძნის, ტომატის, ბროწეულის და სხვა რბილობიანთა წვენები.

ზოგს ქოლესტერინი მთავარ მტრად მიაჩნია. ის კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სხეულების სინთეზში. ამიტომ კარაქის ან ღორის ქონის მცირე რაოდენობით მიღება აუცილებელიცაა. იმუნიტეტის კიდევ ერთი დამხმარეა მაწონი და სხვა რძემჟავა პროდუქტები, რომლის შემცველი ბაქტერიები აძლიერებენ ინტერფერონის გამომუშავებას, ამიტომ სასარგებლოა მათი მიღება დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

იმუნიტეტი მკვეთრად მცირდება სტრესების, დიდი დატვირთვებისა დაქრონიკული უძილობის დროს. უარყოფით გავლენას ახდენს ცუდი ეკოლოგიური მდგომარეობა (ჰაერის და წყლის გაბინძურება გამონაბოლქვი აირებით, პესტიციდებით, რადიონუკლიდებით). იმუნიტეტს აქვეითებს უხარისხო, ხელოვნური საკვები, რომელიც 1000-ზე მეტი დასახელების კონსერვანტს, სტაბილიზატორს, საღებავს, შემასქელებელს და ა.შ. შეიცავს. ქალბატონების იმუნიტეტს გამანდგურებელ დარტყმას აყენებს შიმშილი და მუდმივი დიეტები. იმუნიტეტზე დამღუპველად მოქმედებს როგორც ჭარბი, ისე არასაკმაო წონა. ასე რომ, როგორც შიმშილი, ისე ზედმეტი ჭამა მავნებელია. იმუნურ აქტიურობას აქვეითებს მიკროელემენტების და ვიტამინების დეფიციტი.

ნებისმიერი ანტიბიოტიკი, თუნდაც იგი დანიშნულებისამებრ გამოიყენებოდეს, აქვეითებს ორგანიზმის იმუნიტეტს 50-75%-ით. უნდა შევზღუდოთ არა მარტო, ანტიბიოტიკების, არამედ ანტიბიოტიკების და ჰორმონების შემცველი ხორცის მიღება, რადგან ზოგიერთი მწარმოებელი მათ იყენებს ზრდის სტიმულაციისთვის.

იმუნიტეტს მკვეთრად აქვეითებს ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები და სხვა პარაზიტები. წინა წერილებში ჩვენ ვწერდით, რომ სახლში მიკრობებით ყველაზე დაბინძურებული ადგილია სამზარეულო. მაგალითად, ჩვეულებრივი სამზარეულოს ღრუბელი შეიცავს 350 მილიონამდე დაავადების გადამტან ბაქტერიას, რომლებიც ხვდება ხელზე, შემდეგ კი - პირში.

რჩევა მათ, ვინც გაზრდილი რადიაციის ზონაში ცხოვრობს: ორგანიზმიდან რადიონუკლიდების გამოსატანად საუკეთესო საშუალებაა მწვანე ჩაი. უნდა გამორიცხოს მოხარშული კვერცხის მიღება (რადგან ხარშვისას ნაჭუჭში არსებული სტრონციუმი გადადის ცილაში). ასევე უნდა ერიდოთ კურკოვნებს (გარგარი, ქლიავი, ალუბალი). ხორცისა და თევზის მომზადებისას, ადუღების შემდეგ ბულიონი ორჯერ გადაღვარეთ, მესამეჯერ ბულიონს დაუმატეთ ბოსტნეული, ხარშეთ კერძის მომზადებამდე, შემდეგ კი ბულიონი გადაღვარეთ. მეორე კერძისთვის ხორცი დაანაწევრეთ და ჩაალბეთ 8-12 საათი ემალირებულ ან მინის ჭურჭელში მოთავსებულ მარილისა და ძმრის ხსნარში (1 ლიტრ წყალზე 2 სუფრის კოვზი მარილი და 1 სუფრის კოვზი ძმრის ესენცია). ხსნარი 3-ჯერ გამოცვალეთ. წყალი აიღეთ ხორცზე ორჯერ მეტი რაოდენობით. ამ დროს ხორცის ხარისხი არ იცვლება, რადიოაქტიური ცეზიუმი კი ხსნარში გადადის. კარტოფილი და ბოსტნეული 3-4 საათი დაალბეთ მარილიან წყალში. 5-10 წუთის ხარშვის შემდეგ ნახარში გადაღვარეთ, დაამატეთ ადუღებული წყალი და ხარშეთ მზადყოფნამდე. სოკო ორჯერ მოხარშეთ 10-10 წუთი და ნახარში გადაღვარეთ.

იმუნიტეტის ასამაღლებელი ერთ-ერთი ბუნებრივი საშუალებაა ბალახოვან და კენკროვან კულტურათა შემდეგი ნაკრები: ჭინჭრის ფოთოლი - 100 გ; ასკილის ნაყოფი - 30 გ; თავყვითელას (კალენდულა) ყვავილი - 100 გ; კოთხუნჯის ფესვი - 100 გ; მარწყვა-ბალახის ფესვი - 100 გ; კრაზანას ბალახი - 100 გ; ჩვეულებრივი მატიტელას ბალახი - 100 გ; ძირტკბილას ფესვი - 200 გ. აღნიშნული ნაკრები ერთმანეთს შეურიეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ერთი სუფრის კოვზ მიღებულ ფხვნილს დაასხით ერთი ჭიქა თბილი ანადუღარი წყალი, დააყოვნეთ 30 წუთი, დაამატეთ სამი წვეთი ჟენშენის ნაყენი, ნახევარი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და 1/3 ჩაის კოვზი თაფლი. დალიეთ დღის განმავლობაში.

იმუნიტეტს ამაღლებს, ყოველ დილით, ადგომისთანავე ათი წუთით კონტრასტული შხაპის მიღება. სასარგებლოა დილით უზმოზე ორი ჩაის კოვზი

თაფლის ან ერთი კოვზი ყვავილის მტვრის მიღება. ეს უმრავლეს შემთხვევაში ნებისმიერი პოლივიტამინზე უფრო სასარგებლოა. სინთეზური (სააფთიაქო) ვიტამინების მავნებლობაზე ჩვენ წინა წერილებში გვქონდა საუბარი. თაფლსა და მტვერში არსებული ყველა სასარგებლო ნივთიერებას თითქმის მთლიანად ითვისებს ჩვენი ორგანიზმი.

დილით სასარგებლოა მწვანე ჩაის დალევა. ზამთრის პერიოდში ძალიან სასარგებლოა მატეს - მარად მწვანე ტროპიკული ხის ფოთლების ნაყენის დალევა, რომელიც, გარდა იმისა, რომ ენერგეტიკული სასმელია, წარმოადგენს ანტიდეპრესანტს ტვინის და ფიზიკური აქტიურობის სტიმულატორს, წმენდს სისხლს.

დაბოლოს, ჯანსაღი იმუნური სისტემის გასაღებია ოპტიმიზმი. პესიმისტები უფრო ხშირად და მძიმედ ხდებიან ავად, ვიდრე ოპტიმისტები. ოპტიმისტური განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ კარგი მუსიკის მოსმენა, ზრუნვა არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ სხვებზეც და გაჭირვებულთა დახმარება.

ყველაზე საიმედო გზა ჯანმრთელობისკენ სიყვარულია, რომელიც ყველა დაავადების მკურნალია. ამიტომაც აქვთ ძლიერი იმუნიტეტი შეყვარებულებს!

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×