მოსაზრება
26.12.2016

2016 წლის 14 დეკემბერს გამოქვეყნდა ბატონ კახა ქარჩხაძის (სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ადმინისტრირებული გამოყენებითი კვლევების 2016 წლის საგრანტო კონკურსის მონაწილე პროექტის #216962 კოორდინატორი) წერილი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (შემდგომში ფონდი) საქმიანობის შესახებ, რომელიც ავრცელებს სახელმწიფო ორგანიზაციის შესახებ ყალბ ინფორმაციას, ცილისწამებას და მიმართულია ერთი მხრივ, ფონდის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციის და მეორე მხრივ, კონკურსში გამარჯვებული მეცნიერებისა და პროექტების დისკრედიტაციისკენ. ფონდმა საჭიროდ ჩათვალა ფართო საზოგადოებისათვის მიეწოდებინა სრული ინფორმაცია ბატონ ქარჩხაძის მიერ განხილულ თემებზე.

ბატონი ქარჩხაძე საკუთარ წერილში ფონდს ადანაშაულებს არაობიექტურობაში, სამეცნიერო გრანტების კონკურსების გაუმჭვირვალედ წარმართვაში და ბიუჯეტის სახსრების არამიზნობრივად ხარჯვაში.

ფონდი სამეცნიერო გრანტების თითოეული კონკურსის ადმინისტრირებას ახდენს მთავრობის დადგენილების ან მინისტრის ბრძანების საფუძველზე (ნორმატული აქტი), რომლის მიხედვითაც დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განისაზღვრება თითოეული კონკურსის პირობები და დგინდება დაფინანსების წესი.

გამოყენებითი კვლევების კონკურსის შესახებ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის #85 დადგენილება გვეუბნება, რომ შეფასება უნდა განხორციელდეს ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ფასდება პროექტის აკადემიური ხარისხი, და მეორე ეტაპზე გადადის მხოლოდ ის პროექტები, რომლებიც აგროვებენ შესაძლო 60 ქულიდან მინიმუმ 43 ქულას. მეორე ეტაპზე გადასული პროექტები ფასდება 2 კრიტერიუმის მიხედვით - მნიშვნელობა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის და კვლევის შედეგების კომერციალიზაციის პერსპექტივა - მაქსიმუმ 10 ქულა. მეორე ეტაპზე პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი პრეზენტაციით წარდგება კომისიის წინაშე, რომელიც შედგება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს, ასევე, ბიზნეს სექტორის წარმატებული წარმომადგენლებისა და მაღალი სამეცნიერო პროდუქტიულობის მქონე ადგილობრივი, დარგობრივი ექსპერტებისაგან. შეფასების პირველ და მეორე ეტაპზე მიღებული ქულების ჯამი წარმოადგენს პროექტის საბოლოო ქულას.

2016 წელს, საკონკურსო წარმოდგენილი პროექტების შეფასებისას ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, რაც სტანდარტული პრობლემაა მცირერიცხოვანი ე.წ. "პატარა ქვეყნებისათვის", ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეფასება რიგი კონკურსებისთვის, მათ შორის გამოყენებითი კვლევებისთვისაც, მოეხდინა მხოლოდ უცხოელი ექსპერტების გამოყენებით.

2016 წლის 27 აპრილს ფონდსა და სკვა პდწიფდ-ს შორის ხელი მოეწერა საექსპერტო მომსახურების შესახებ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას (რეეზჟ//ეუტვუკთყპწმყპუჰვუზ/დწპშტ.ზრზ?დფტპ!პუ ხელშეკრულების #02/54, სზმ: 71319000, მხარეები: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი, სქკ: 160109559).

სკვა პდწიფდ არის ამერიკის ეროვნული სამეცნიერო ფონდის შვილობილი ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო პროექტების შეფასებას ისეთი ორგანიზაციებისათვის, როგორიცაა აშშ სახელმწიფო, ენერგეტიკისა და თავდაცვის დეპარატამენტები, საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრი და სამეცნიერო ტექნოლოგიური ცენტრი უკრაინაში. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე სკვა პდწიფდ-ის მიერ მოძიებულმა ექსპერტებმა შეაფასეს გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში დარეგისტრირებული პროექტები.

სკვა პდწიფდ-ის მიერ წარმოდგენლი შეფასების პირველი საფეხურის შედეგები ფონდის ვებგვერდზე განთავსდა2016 წლის25 ოქტომბერს. მეორე ეტაპზე გადავიდა სულ 46 პროექტი.

2016 წლის 3 ნოემბერს კონკურსშიმონაწილე#216968 პროექტის ხელმძღვანელმა ფონდს მიმართა საპრეტენზიო განცხადებით პროექტის შეფასებისას არსებული ხარვეზის შესწორების მიზნით (მოთხოვნა შეეხებოდა მე-3 ექსპერტის შეფასების გაუქმებას, ვინაიდან ქულასა და კომენტარს შორის იყოშეუსაბამობა - ექსპერტის მხრიდან ფაქტობრივი უარი შეფასებაზე). ფონდმა განიხილა განაცხადი, დაადგინა ხარვეზი და მიმართა სკვა პდწიფდ-ს, განეხილა #216968 პროექტის შეფასებები, თავიდან გადაემოწმებინა ყველა პროექტის ქულა და მოითხოვა დაზუსტებული დაუხარვეზო საბოლოო სიის გადმოგზავნა.

სკვა პდწიფდ-ისაგან 2016 წლის 8 ნოემბერს მიღებული ოფიციალური წერილის საფუძველზე, ფონდმა 2016 წლის 9 ნოემბერს საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა კონკურსის პირველი ეტაპის საბოლოო შედეგები, ბოდიში მოიხადა საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების წინაშე დაშვებული უზუსტობის გამო და, ასევე, გამოაქვეყნა სკვა პდწიფდ-ის ექსპერტების მიერ განმეორებითი განხილვის შედეგად დაზუსტებულიშედეგების მიხედვით იმ პროექტთასია, რომელთაც შეეცვალათ შეფასების პირველი ეტაპის ქულა.პროექტს #216968 გაუუქმდა ხარვეზიანი შეფასება და მისი საბოლოო შეფასება გაიზარდა 11 ქულით (მესამე ექსპერტის შეფასების გაუქმების გამო). ხარვეზების გამოსწორებამ მეორე ეტაპზე გადასული მხოლოდ ერთი პროექტის ჩანაცვლება გამოიწვია და ისევ 46 პროექტი გადავიდა შეფასების მეორე ეტაპზე.

აღწერილი პროცედურა მკითხველისთვის მარტივად გასაგები გახდება, თუ პირველი და მეორე ეტაპის შედეგებს კონკრეტული რიცხვებით გავწერთ. პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით 46 პროექტში (პროექტის აკადემიური ხარისხის მიხედვით შეფასება) ბატონი ქარჩხაძის მონაწილეობით პროექტი რანჟირებულ სიაში 38-ეა (45 ქულა), შესწორებული ქულების მქონე პროექტი #216968 კი - მე-13 (51 ქულა) და პროექტი #216788 ბატონი ქარჩხაძის მიერ მოხსენიებული, როგორც "ცისფერყანწელები" - მე-15 (50,33 ქულა). ორივე პროექტი, რომლის მიმართაც ბატონი ქარჩხაძე გამოხატავს პროტესტს, აკადემიური ხარისხით ბევრად წინ არის პირველი ეტაპის შედეგებით. მეორე ეტაპის შეფასებებით, ბატონ ქარჩხაძის მონაწილეობით პროექტმა მიიღო 5 ქულა, პროექტებმა #216968 და "ცისფერყანწელები" - 6 ქულა თითოეულმა. საბოლოო რანჟირებულ სიაში (46 პროექტი) ბატონი ქარჩხაძის მონაწილეობით პროექტმა დაიკავა 42-ე ადგილი, პროექტმა #216968 - მე-18 და #216788 პროექტმა ("ცისფერყანწელებმა") - მე-20 ადგილი. ფონდმა, 2016 წლის ბიუჯეტის ფარგლებში, შეძლო დაეფინანსებინა სულ 26 პროექტი მეორე ეტაპზე გადასული 46 პროექტიდან.

ბატონი ქარჩხაძის მიერ წამოყენებული ბრალდება, რომ კომისიამ მის პროექტს ამჯობინა არაკომერციული პროექტები, სიცრუეა, რადგან მეორე ეტაპზე კომისიამ მისი მონაწილეობით პროექტი მხოლოდ 1 ქულით ნაკლებით შეაფასა, ვიდრე მის მიერ კონკურენტად წარმოდგენილი პროექტები. მოლოდინი, რომ პროექტი, რომელიც პირველ ეტაპზე აკადემიური პარამეტრებით 46 პროექტიდან რიგით 38-ეა აუცილებლად გაიმარჯვებს ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, სადაც წარმატების ხარისხი საშუალოდ 20%-ია, უკიდურესად ოპტიმისტურია.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მზად არის სრულად წარუდგინოს ყველა მტკიცებულება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაინტერესებისა და მოთხოვნის შემთხვევაში და იტოვებს უფლებას მიმართოს სასამართლოს გავრცელებული ცნობების საჯაროდ უარყოფისა და ბოდიშის მოხდის მოთხოვნით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად - მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×