ვინ დაუკვეთა გიორგი მეთერთმეტის დისკრედიტაცია
მამუკა ნაცვალაძე
29.12.2016

 სანამ ავღანეთის ქალაქ ყანდაარამდე მივალთ, რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მარმარილოს უზარმაზარ სვეტს შევხვდებით, რომელსაც საკმაოდ უცნაური წარწერა ამშვენებს: "შენ ეი, მგზავრო, წამით შეყოვნდი და დაიმახსოვრე - ბევრი ეცადა ავღანეთის დაპყრობას, მაგრამ ვერავინ შეძლო, ალაჰის ნებით, მხოლოდ სამმა სარდალმა მოახერხა მამაცი ავღანელების დამარცხება."

აქვე ამ სამი დამპყრობლის სიმბოლური საფლავია. დღემდე პატივს მიაგებენ ალექსანდრე მაკედონელს, ჩინგიზ ხანსა და გურჯ გიორგის... გურჯი გიორგი ქართლის მეფე გიორგი ყ|-ა.

ავღანელები თაობიდან თაობებს ლეგენდად გადასცემენ ამბავს იმის შესახებ, რომ სწორედ ამ სამმა ადამიანმა დაიპყრო ავღანეთი ისე, რომ ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს თავისუფლება შეუნარჩუნა, თანაც ისე აკრიფა ნადავლი, რომ ოჯახებს უკანასკნელი ლუკმა არ წაართვა.

ვინ იყო გიორგი მეთერთმეტე

გიორგი ყ|-ს, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკულ მეფეს, ბედმა არგუნა მართლმადიდებელიც ყოფილიყო, კათოლიკეც და მაჰმადიანიც... ყველასთვის ეგორებინა კოჭი, ოღონთ სამშობლოსათვის ეშველა რამე...

მარტო აღმოსავლეთზე არ იყო მისი პოლიტიკის აქცენტები გადატანილი, დასავლეთითაც იყურებოდა და სწორედ რომის პაპის მოიმედემ გადაწყვიტა კათოლიკური სამყარო ერთმორწმუნეობით დაეინტერესებინა...

სამწუხაროდ, აქედან არაფერი გამოვიდა - დასავლეთს ჩირადაც არ უღირდა ქართული სამყარო, აღმოსავლეთი კი მზად იყო მთლიანად გადაესანსლა დაუძლურებული და ფუნქციაწართმეული ქვეყანა.

ყქ|| ს-ის მიწურული და ყქ||| ს-ის ათიანი წლები უმძიმესი პერიოდი იყო საქართველოს ისტორიაში, ქართლისა და კახეთის სამეფო ტახტზე მაჰმადიანი ვალები ზეობენ, ირანს, რომელიც ფაქტობრივად განაგებს ქართლ-კახეთს, თავისი გეგმები აქვს. სწორედ ამ გეგმებს ავღანელებთან ბრძოლაში შეეწირა გიორგი ყ|.

1675 წელს ისპაჰანში მიმავალი ვახტანგ ქ გზაში გარდაიცვალა. ქართლის ვალის თანამდებობა ვაკანტური აღმოჩნდა. აქ საკმაოდ დიდი არჩევანი ჰქონდა ირანს. ვახტანგის უფროსი ძე, არჩილი, შაჰმა პროთურქული განწყობის გამო დაიწუნა, ვახტანგის კიდევ ერთი შვილი, ალექსანდრე შაჰის კარზე იმყოფებოდა, აქვე იყო თეიმურაზ პირველის შვილიშვილი ერეკლე. თუმცა, არჩევანი გიორგიზე შეჩერდა.

გიორგი იძულებული იყო მაჰმადიანურ რჯულზე მოქცეულიყო. ეს ტახტზე ასვლის აუცილებელი პირობა გახლდათ. გიორგი შაჰნავაზ მეორის სახელით აკურთეს მეფედ. ეს 1677 წელს ხდება.

როგორ უგანა დასავლეთმა გიორგი მეთერთმეტეს

გიორგი სულ სხვა მმართველია, ის ირანს არ მორჩილებს, ცდილობს მეფის ხელისუფლების განმტკიცებას და ირანელთა განდევნას ქართლიდან. ამ მიზნით დასავლეთითაც მართავს მოლაპარაკებებს, იყენებს ასევე ირანის მოწინააღმდეგის, ოსმალეთის ფაქტორსაც.

1687 წლის 29 აპრილს გიორგი წერილს უგზავნის რომის პაპს ინოკენტი ყ|-ს, რომელსაც ამცნობს, რომ კათოლიკედ მოინათლა და სთხოვს, რომ საქართველოს მხედრობით დაეხმაროს.

პაპი უყურადღებოდ არ ტოვებს ქართლის მეფეს - საპასუხო წერილს უგზავნის, და აუწყებს, რომ მას კათოლიკე მეფეთა შორის მოიხსენებს. მაგრამ არაფერს ამბობს რეალურ დახმარებაზე. ეს არცაა გასაკვირი - ეს ხომ ის პერიოდია ევროპამ ძლივს რომ შეაჩერა ვენასთან მიმდგარი ოსმალეთის იმპერიის აგრესია.

ეს ის ხანაა, ევროპაში რომ დიდი არეულობაა - ერთმანეთს უპირისპირდებიან საფრანგეთი და გერმანია, კარგად იგრძნობა ამ ქვეყნის მონარქების ლუი ყ|ქ-ისა და ლეოპოლდ |-ის დაძაბული ურთიერთობა იოლად მოსაგვარებელი რომ არ იქნება.

ასეთი არეული ევროპა დახვდება სულ ორიოდ ათეული წლის შემდეგ გიორგი ყ|-ის ძმიშვილის ვახტანგ ქ|-ის მიერ დასავლეთში ელჩად მივლინებულ სულხან საბა ორბელიანს.

ერთი სიტყვით, ევროპას არც ამჯერად სცხელა საქართველოსთვის, თავისი გაჭირვება აქვს და ჩვენი მონარქების მცდელობა დასავლეთისგან მიიღონ რეალური დახმარება, უკვე მერამდენედ რჩება იმედგაცრუებად...

ირანელთა პოლიტიკა ისევ აუტანელ ტვირთად აწევს ქართულ სამყაროს. ამიტომაც 1688 წელს გიორგი ყ| აშკარად უპირისპირდება მათ, თუმცა, უშედეგოდ - აჯანყება მარცხით მთავრდება, ისევ ღალატია მიზეზი - ფეოდალებიც განუდგნენ გიორგის და მან ვერც ოსმალეთიდან მიიღო დაპირებული დახმარება. ეს უკვე იმის ნიშანია, რომ შაჰი გიორგის ტახტიდან გადააყენებს.

ირანმა ქართლ-კახეთი ერეკლე | ნაზარალიხანს ჩააბარა. ეს 1688 წელია. გიორგი ყ| იმერეთში გადადის და იქიდან ცდილობს ტახტის დაბრუნებას.

როგორ შემოირიგა ჰუსეინ შაჰმა გიორგი

1696 წელს ირანის შაჰის სულეიმანის გარდაცვალებამ საგრძნობლად შეცვალა პოლიტიკური სიტუაცია. ტახტს ჰუსეინი იკავებს. ჰუისეინი ცდილობს გიორგის შემორიგებას და აგრესიულ პოლიტიკას ცვლის. მან გიორგი თავისან იხმო.

გიორგის ტახტის დაბრუნება სურს, სურვილის აღსრულების ერთადერთი შანსი ისპაჰანის კარზე აუდენციაა. ირანის დედაქალაქისკენ მიმავალ გიორგის ჰუსეინმა ერევანში 500 თუმანი, ხალათი და ოქროთი შეკაზმული ცხენი დააწია.

აუდენცია შედგა. შაჰი კეთილგანწყობილი იყო, მან საკუთარი ხელით მიართვა გიორგის ღვინო. იქვე გადაწყდა - ერეკლეს სამართავად კახეთი რჩებოდა, გიორგი კი ქართლში დაბრუნდებოდა.

აშკარაა, რომ სულ სხვა რამ აქვს შაჰს ჩაფიქრებული, ასე ხონჩით რომ მიართვა გიორგის ტახტი.

მისი მთავარი საფიქრალი ავღანეთია, სადაც აჯანყება მძვინვარებს, ვერავინ ვერ უმკლავდება უმამაცეს ხალხს, შაჰიც ამიტომაა სასოწარკვეთილი.

ამბავი უჩვეულოდ გაყუჩებული ყანდაარისა

1704 წელს გიორგი ყ|-ს 20 ათასიანი ლაშქრით შაჰი ავღანეთში, გზავნის, ამ ლაშქარში 4 ათასი ქართველია, ისინი მიუვალი ციხე-ქალაქ ყანდაარისკენ დაძრულან. გიორგის ჩასვლის შემდეგ ყანდაარი უცნაურად დამშვიდდა, საკმაოდ უჩვეულო სიმყუდროვეა. გარეგნულად არაფერი ჩანს საშიში, თუმცა, აშკარაა, რომ შეთქმულება მზადდება.

შეთქმულთა იდეოლოგი ღილზაის ტომის ბელადი მირვეისია. სასურველი სცენარისთვის მას აჯანყების ინსპირირება სჭირდება. სწორედ ავღანური ტომი ტირინები გამოიყენეს ამ მიზნით. მირვეისი გიორგის აჯანყებულთა სამაგალითოდ დასჯას ურჩევს.

ქართლის მეფის ჯარის დიდი ნაწილი ტორინების დასასჯელად მიდის. გიორგი საკმაოდ მცირერიცხოვანი ჯარის ამარა რჩება. მირვეისი მას ნადიმზე იწვევს, ყარდაანიდან 4-5 კილომეტრში.

სწორედ აქ მზადდება გიორგის მკვლელობა - ქართლის მეფე ნადიმზე მივიდა, კარგად გვარიანად მოილხინა და როცა დაიძინა, მირვეისის ორმოცდაათამდე დამქაშმა განგმირა შუბით მძინარე მეფე. ერთი მძინარე ორმოცდაათი კაცის თავდასხმის ობიექტი გახდა.

ეს 1709 წლის 21 აპრილს ხდება... განგმირულ გიორგის მკერდზე მართლმადიდებლური ჯვარი უპოვეს, ეს ჯვარი ქართველის მოღალატეობის დასამტკიცებლად მირვეისმა ირანის შაჰს გაუგზავნა.

ფარსადან გორგიჯანიძის მოთხრობილი შემზარავი ამბავი

ფარსადან გორგიჯანიძე ერთ საოცარ ისტორიას მოგვითხრობს - გიორგი მეფეს ცოლი გახდომია ცუდად, საოცრად დიდი სიყვარული ჰქონდა მეუღლისადმი, დაღონებულს გრძნეული მკითხავისთვის მიუმართავს და მასაც ურჩევია - შენი მეუღლეს გადარჩენის მხოლოდ ერთი შანსი აქვს - წადი და გარდაცვლილი დედინაცვლის, მარიამის გვამი ამოთხარე, თავი მოჰკვეთე და ავადმყოფს თავთან დაუდეო...

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ის მარიამია, რომლის სახელი საკმაოდ კარგად შემოინახა ისტორიამ - ლევან დადიანის და, გურიელის ცოლი. ის ჯერ ქმარს წაართვეს, შემდეგ შაჰ სეფის გამოგზავნილ ქართლის ვალს, ხნოვან როსტომ ხანს ცოლად მიჰგვარეს. მარიამს არაფერი დაუშურია ქართული კულტურის ასაღორძინებლად, თუმცა, რეალურად ეს იმ პოლიტიკის შეფუთვა იყო, ირანის შაჰის კარი რომ ატარებდა საქართველოში...

როცა ვასტანგ ქ-ს შაჰნავაზს მეუღლე გარდაეცვალა, ობლად დარჩენილ მრავალრიცხოვან პატარებს, მათ შორის გიორგის, შემწედ სწორედ მარიამი მოვლენიათ. ამ დროს მისი მეორე მეუღლე როსტომ ხანი გარდაცვალილია, ამიტომაც შაჰის ბრძანებით მარიამი ცოლად ვახტანგ ქ-ს შაჰნავაზს, გიორგი ყ|-ის მამას შერთეს.

იყო თუ არა ავი დედინაცვალი მარიამ დადიანი

ამ ფაქტიდანაც ჩანს, რომ შაჰის კარი განსაკუთრებულად ფასეულად მიიჩნევს მარიამ დედოფალს, ის ხომ მათ ქართველთათვის მიუღებელი იდეოლოგიის შეფუთვისათვის სჭირდებათ.

კაცმა რომ თქვას, თავისი ხასიათიდან გამომდინარე მარიამი არ უნდა ყოფილიყო ცუდად განწყობილი გერებისადმი, თუმცა, ქართულ ზეპირსიტყვიერებაში დედინაცვალი ცალსახად ბოროტ არსებადაა მოაზრებული და სავარაუდოდ ამ თქმულების შექმნისას სწორედ ამ ფაქტორმა ითამაშა გადამწყვეტი როლი.

ისევ დავუბრუნდეთ ფარსადან გორგიჯანიძეს, რომელიც გადმოგვცემს, რომ გიორგის პედანტურად შეუსრულებია გრძნეული მისანის რჩევა, ამოუთხრია დედინაცვალი, თავი მოუჭრია მისთვის, შემდეგ მეუღლის სასთუმალთანაც დაუდევს ის, მაგრამ ავადმყოფისთვის ამასაც ვერ უშველია.

აქ არ მთვარდება ფარსადან გორგიჯანიძის თხრობა - შაჰი სულეიმანი ამ ამბავს სასტიკად გაუნაწყენებია, გამწყრალა და ასეთი რამ უთქვამს: გიორგი მეფე მართლმორწმუნე მაჰმადიანი მეგონა, ის კი ისევ ურწმუნო დარჩენილა, ასე რომ არ ყოფილიყო მარიამს, ბრწყინვალე ადამიანს ამგვარად არ შეურაცხყოფდაო.

დაუკვეთეს თუ არა ფარსადან გორგიჯანიძეს გიორგი მეთერთმეტის დისკრედიტაცია

რთული სათქმელია ნამდვილად მოხდა თუ არა ეს ამბავი, ვინ იცის, იქნებ ირანის შაჰმა ავღანელებთან საჯილდაო ქვად, მათ საპირწონედ იმიტომაც შეარჩია გიორგი, რომ მისი ასეთი სისასტიკე იცოდა - მისი ფიქრით ავღანელებს, დაუმორჩილებელ ერს ხომ სწორედ ასეთი სისასტიკე მოარჯულებდა..

იქნებ ეს ამბავი სულაც არც ყოფილა და გამოგონილია?... არც ეს ვარიანტი უნდა გამოვრიცხოთ, შესაძლოა სწორედ ამგვარად გაუსწორდნენ ირანელები გიორგი ყ|-ს, რომელიც თავისიანი ეგონათ და ის კი ქრისტიანი, მართლმადიდებელი აღმოჩნდა. ეს ირანული იდეოლოგიისათვის უდიდესი ლახვარი გახლდათ.

გიორგი ყ|-ის გულზე დაკიდებულმა მარლმადიდებლურმა ჯვარმა საგონებელში ჩააგდო ირანული იდეოლოგიის მამამთავრები, ქართული კულტურული სამყარის ასიმილაციაზე რომ ფიქრობდნენ მუდამ...

იქნებ ირანელებმა სწორედ ასეთი ცილისწამებით იძიეს შური გიორგიზე და ამიტომაც მოიფიქრეს მარიამ დედოფლის თავის მოკვეთის ეპიზოდი? იქნებ სწორედ მათ დაუკვეთეს ფარსადან გორგიჯანიძეს ამგვარი ერთი შეხედვით დაუჯერებელი ამბის შეთხზვა? გიორგის, როგორც მაჰმადიანის ნიღბით ტახტზე მყოფი ქრისტიანი მეფის არსებობა ხომ ნამეტან ცუდ პრეცედენტს ქმნიდა მუსულმანურ სამყაროში...

ვინ იცის, მართალია ლოგიკა ამ ბოლო ვარიანტს უფრო აქვს, ვიდრე პირველს, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ისტორია დღემდე ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას იტევს...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×