მარიამ ელიაშვილი
09.01.2017

 ნასა მუშაობას იწყებს ტელესკოპის შექმნაზე, რომელიც შავი ხვრელების, ნეიტრონული ვარსკვლავებისა და სხვა მაღალტემპერატურული ობიექტების მიერ გამოყოფილ პოლარიზებულ რენტგენის სხივებს დააკვირდება.

მუშაობა სავარაუდოდ 2020 წელს დაიწყება. ტელესკოპი რეალურად სამი ტელესკოპის კამერებისგან შედგება, რომლებიც იმის დაფიქსირებას შეძლებენ, თუ როგორ ანათებენ პოლარიზებული ან კონკრეტული მიმართულებით გადახრილი სხივები.

ნასა აცხადებს, რომ ახალი ტელესკოპის დახმარებით სუპერმასიური შავი ხვრელების, ნეიტრონული ვარსკვლავებისა და პულსარების შესახებ მეცნიერების მიერ დასმულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას შეძლებენ.

ნასა-ს მთავარი ასტროფიზიკოსი, პაულ ჰერცი განცხადებაში აღნიშნავს, რომ რენტგენის სხივების პოლარიზებადობის განსაზღვრა მნიშვნელოვნად დაეხმარებათ კოსმოსის შესწავლაში:

"ჩვენ არ შეგვიძლია დავხატოთ პირდაპირ სურათი, თუ რა ხდება ისეთ ობიექტებში, როგორებიცაა შავი ხვრელები და ნეიტრონული ვარსკვლავები, მაგრამ ამ იდუმალი ობიეტების უკეთ შესასწავლად რენტგენის სხივების პოლარიზაციის ცოდნა საგულისხმოა", - აღნიშნავს ჰერცი.

ტელესკოპის შემქმნელთა გუნდმა სრული დაფინანსება მოიპოვა. ნასა-ს წარმომადგენლებმა იგი სამ სხვა პროექტს შორის აარჩიეს და შეაფასეს, როგორც "მეცნიერების განვითარების საუკეთესო პოტენციალი და განვითარების საუკეთესო გეგმა".

ტელესკოპის შექმნაში მონაწილეობას იტალიის კოსმოსური სააგენტოც მიღებს.

მისიის სრული დანახარჯი, მათ შორის კოსმოსში გამგზავრება, 188 მილიონ დოლარს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×