რეზონანსი
14.01.2017

 ამბროლაურში აეროპორტი გაიხსნა. ახალმა აეროპორტმა პირველი თვითმფრინავი უკვე მიიღო და მისი მგზავრი გიორგი კვირიკაშვილი იყო. ბორტზე პრემიერთან ერთად მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებიც იყვნენ. პრემიერმა შეკრებილ მოსახლეობას აეროპორტის გახსნა მიულოცა.

თავდაპირველად აეროპორტი მცირე მასშტაბებზე იქნება გათვლილი. პირველ ეტაპზე 15-20 ადგილიან საჰაერო ხომალდებს მოემსახურება და შემდეგ 50 მგზავრიან თვითმფრინავსაც მიიღებს. ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება, ბილეთის ღირებულება ერთი მიმართულებით 50 ლარი იქნება. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1 100 მეტრს შეადგენს, ხოლო აეროპორტის ტერმინალის ფართობი 600 კვ.მ.-ია.

რეგიონული აეროპორტების მშენებლობა, მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის, სივრცითი მოწყობის კომპონენტის ნაწილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×