ნინო ქეთელაური
17.01.2017

 "პოლონეთი ბელორუსიისა და კალინიგრადისგან ერთგვარი დარტყმის ობიექტი აღმოაჩდა. აქედან გამომდინარე, პოლონეთის მოსახლეობითვის ეს არის დამამშვიდებელი ქმედება, რადგან შიშები და პანიკები, მათ ისტორიული მეხსიერებიდან დღესაც შემორჩენილი აქვთ", - ასე აფასებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისასია პოლონეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალების განთავსებას, რომელიც ნატოს წარმომადგენლობის გაზრდის ფარგლებში მოხდა.

შეგახსნებთ, რომ აშშ-ის არმიის ყველაზე დიდი კონტინგენტი, ჯერ გერმანიაში ჩავიდა. საუბარია, 3500 ჯარისკაცზე, 2500-ზე მეტ ტანკსა და სხვა საბრძოლო ბრონირებულ მანქანებზე. ახლა ისინი პოლონეთში განთავსდნენ, შემდეგ კი ბალტიის ქვეყნებშიც განლაგდებიან.

ექსპერტების შეფასებით, ეს არის პასუხი რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, რომელსაც ის გასული წლის გაზაფხულიდან მოყოლებული ახორციელებდა და ნატო ცდილობს შეახსენოს ყველას, რომ ის ევროპაში უსაფრთხოების ყველაზე დიდი გარანტორია.

პოლონეთში, საბჭოთა ჯარების გასვლიდან 23 წლის შემდეგ, ახლა უკვე აშშ-ს შეიარაღებული ჯარების განთავსებას, ვარშავის ლიდერები ისტორიულად მნიშვნელოვან ფაქტს და პოლონელების ოცნებას უწოდებენ.

როგორც პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, აღნიშნულ ფაქტს პოლონეთი ათწლეულების განმავლობაში ელოდა და ზოგჯერ იმედსაც კი კარგავდა. თუმცა, რუსეთის ქმედებებით შეშინებული პოლონელი ხალხისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.

"ჩვენ თქვენ ძალიან დიდ ხანს გელოდით...ჩვენ გელოდით ათწლეულები, ხანდახან ვგრძნობდით, რომ მარტო ვიყავით მიტოვებულნი, ხანდახან თითქმის დავკარგეთ იმედი, ხანდახან ვგრძნობდით, რომ ვიყავით ერთადერთი, ვინც იცავდა ცივილიზაციას აგრესიისგან, რომელიც მოდიოდა აღმოსავლეთიდან", - ემოციურად განაცხადა ამერიკული ჯარის დახვედრის ცერემონიალზე პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ანტონი მაჩიერევიჩჟმა.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ პოლონეთმა ტეროტორიული თავდაცვის სისტემა აღადგინა და ამით ის იწყებს სერიოზულ მიდგომას, რათა აღმოსავლეთიდან რუსული სამხედრო საფრთხე აღმოფხვრას.

"პოლონეთში განთავსდნენ: კანადის, აშშ-ს და ბრიტანეთის ერთობლივი შენაერთები. როგორც თქვენი გაზეთის საშუალებით უკვე მოგახსენეთ, ნატომ 90-ანი წლების შემდეგ, მეხუთე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება (კოლექტიური თავდაცვის პრინციპი) პირველად აამოქმედა და სწორედ ამის საფუძველზე განთავსდნენ ისინი ჯერ პოლონეთში, შემდეგ უკვე ბალტიის სახელმწიფოებში (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი) განთავსდებიან.

"სხვათა შორის, პოლონეთმა აღადგინა ტეროტორიული თავდაცვის სისტემა, კანონი ძალაში უკვე შევიდა და ამით ის იწყებს სერიოზულ მიდგომას, რათა აღმოსავლეთიდან რუსული სამხედრო საფრთხე აღმოფხვრას", - ამბობს ვახტანგ მაისაია.

მისი შეფასებით, პოლონეთში ჩასული სამხედრო შენარეთები, ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან რუსეთის პოლიტიკური, თუ სამხედრო ნაბიჯები, საკმაოდ დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს პოლონეთის უსაფრთხოებას.

"როგორც აღმოჩნდა, ბალტიის სახელმწიფოების ფონზე, ყველაზე ძლიერი ნატოს წევრი სახელმწიფო პოლონეთია, რადგან ის არის რიგით მესამე ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალები ჰყავს. მისთვის რუსეთის აგრესიული პოლიტიკური ნაბიჯები სახიფათო აღმოჩნდა, აქედან გამომდინარე, პოლონეთისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა.

"ბუნებრივია, უსაფრთხოების დაცვაში, 3000 კაცი ვერ შექმნის ზოგად სამხედრო ამინდს, მაგრამ ეს არის მორალური, პოლიტიკური მხარდაჭერა. ბოლოს და ბოლოს, ეს არის თავდაცვის სოლიდარობის პრინციპის ამოქედება", - ამბობს ვახტანგ მაისაია.

როგორც ის აღნიშნავს, სამხედრო შენარეთების ჩასვლა პოლონელი ხალხისთვის ძალიან ემოციური იყო, რადგან რუსეთის აგრესიის მიმართ მათ გარკვეული შიშები დღესაც აქვთ და ეს ერთგვარი დამაშვიდებელი ქმედებაა.

"პოლონელი ხალხისთვის, რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ ემოციურია, იმ ფონზე, რა საფრთხეც რუსეთმა კალინინგრადის ოლქიდან და სხვათა შორის, ბელორუსიიდანაც შექმნა. პოლონეთი ფაქტობრივად აღმონჩდა ბელორუსიისა და კალინიგრადისგან ერთგვარი დარტყმის ობიექტი.

"აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, პოლონეთის მოსახლეობისთვის ეს არის ერთგვარი დამამშვიდებელი ქმედება, რადგან მათ შიშები და პანიკები, ისტორიული მეხსიერებიდან გაუჩნდათ. როგორც იცით, ის რუსეთის მხრიდან არაერთხელ იყო აგრესიის მსხვერპლი.

"ბუნებრივია, მოსახლეობის მეხსიერებაში ეს ჯერ კიდევ დევს და სამწუდაროდ, მოუშუშებელი იარაა. ბოლოს და ბოლოს, 81 წლის მოვლენებს ისინი ჯერ ისევ ტრაგიკულად ისხენებენ", - ამბობს ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" საუბრისას.

მისი განმარტებით, კრემლის სურვილი, რომ საბჭოთა კავშირი აღადგინოს და სამხედრო გაერთიანება შექმნას, პოლონეთის უსაფრთხოებისთვის ერგვარი გამოწვევაა.

"პუტინის პოლიტიკა, რომ აღადგინოს საბჭოთა კავშრის მაგვარი გაერთიანება, ეს ევრაზიული კავშირი იქნება თუ სხვა, პლუს ამას, სურს სამხედრო ბლოკის ჩამოყალიბება და გაძლიერება, ვგულისხმობ, კოლექტიური უსაფრთხოების თანამშრომლობის ორგანიზაციას, ეს ყველაფერი პოლონეთის უსაფრთხოებისთვის ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს", - აცხადებს მაისაია და განმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტი პოლონეთისთვის შეცვლის იმას, რომ თუ ის დარტყმის ობიექტი აღმოჩნდება, სამხედრო ალიანსი სასწრაფოდ აღმოუჩენს იმ დახმარებას, რაც მას დასჭირდება ამ აგრესიის მოსაგერიებლად. "ეს არის მთავარი მომენტი. ამით ამერიკელებმა და მისმა მოკავშირეებმა აჩვენეს, რომ მეხუთე მუხლი არავის დავიწყებია, ნატო არის კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაცია და რომ ის კვლავ რჩება ევროპაში რეგიონალური უსაფრთხოების გამაძლიერებელად", - აღნიშნავს ვახტანგ მაისაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×