რეზონანსი
17.01.2017

 „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „სოფლის მხარდაჭერის" 50 მილიონიანი პროექტი წელს უკვე აღარ იმუშავებს.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბოტკოველი აღნიშნავს: „ეს პროექტი 2009 წლიდან მუშაობს. განსაზღვრული იყო კონკრეტული თანხა და ხელისუფლებამ იმის ნაცვლად, რომ შემდეგ წლებში პროექტის ბიუჯეტი გაეზარდათ, წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროექტი გააუქმოს.

სულადობის მიხედვით სოფლებს გამოყოფილი ჰქონდათ კონკრეტული თანხა, სადაც ხალხის ჩართულობით სოფლის კრება იღებდა გადაწყვეტილებას თუ რა პროექტი უნდა განხორციელებულიყო.

მათივე დაარსებული ხვნა-თესვის პროგრამის გაუქმება არ იკმარეს, რომელიც წელიწადში 40 მილიონ ლარს შადგენდა. ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ ხელისუფლების კონკრეტული პირები უფრო აქტიურად ჩაებან კორუფციულ სქემებში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×