რეზონანსი
17.01.2017

 „პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს, რომ განახორციელოს კონსტიტუციური ვალდებულება და გააძლიეროს საზედამხედველო ფუნქცია. ასევე შემოგვთავაზოს გეგმა, თუ როგორ მოხდება მოსალოდნელი რისკებისა და საფრთხეების დაზღვევა და მინიმალიზაცია". ამის შესახებ განცხადებას პრეზიდენტის ადინისტრაციაში ავრცელებენ.

„ხელშკრულებაზე ხელმოწერით გაუარესდა ქვეყნის ენერგოსექტორი, დაზიანდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები. საბოლოოდ მივიღეთ უარესი ვითარება სხვადასხვა მიმართულებით, რასაც შესაძლოა სამომავლოდ უარესი ვითარება მოჰყვეს. გაზპრომის თემა არის უფრო მეტი, ვიდრე ბიზნესგარიგება. ეს არის უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, გეოპოლიტიკა და ამის შემდეგ უკვე ენერგეტიკა და ეკონომიკა. გაზპრომთან ხელშეკრულების ხელმოწერით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ენერგო სექტორში მდგომარეობა გაუარესდა"-ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×