რეზონანსი
18.01.2017

 მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს ვახტანგ ყიფშიძეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ  იგი დამნაშავედ სცნო ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის ორგანიზებაში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლომ პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ ვახტანგ ყიფშიძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლად მუშაობის დროს, ქ. მცხეთაში სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე თაღლითურად შექმნა დანაშაულებრივი ჯგუფი და ქ.მცხეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ყალბი ცბობები დაამზადებინა.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ვახტანგ ყიფშიძე  წარდგენილ ბრალდებაში სრულად სცნო დამნაშავედ და განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, ჯარიმა 20000 ლარის ოდენობით და საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×