დღეს ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შატაების 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება. თავდაპირველად ახლადარჩეული პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი, ოჯახის წევრებთან ერთად წმინდა იოანეს ეკლესიაში მივლენ, რის შემდეგაც აშშ-ს უკვე ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და პირველი ლედი მიშელ ობამა მათ თეთრ სახლში მიიღებენ.
ინაუგურაციის ცერემონია კონცერტით დაიწყება. შემდეგ ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის გლოვერ რობერტსის თანდასწრებით ფიცს დადებს.
პრეზიდენტის ინაუგურაციის კომიტეტის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ფიცის დადებისთვის ორ ბიბლიას გამოიყენებს - ერთი ბიბლია აშშ-ს მე-16 პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის პირადი ბიბლიაა, რომელიც ყველა ინაუგურაციის განუყოფელი ნაწილად იქცა.
მეორე ბიბლია კი თავად ტრამპის საკუთარი ბიბლიაა, რომელიც მას დედამისმა სკოლის დასრულების შემდეგ 1955 წელის 12 ივნისს აჩუქა. აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი აშშ-ს მე-40 პრეზიდენტის რონალდ რეიგანის ბიბლიაზე დადებს ფიცს.
აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრებიან აშშ-ს კონგრესის წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები.
არ დაესწრებიან აშშ-ს 50 დემოკრატი კონგრესმენი. ათასობით მოქალაქე კი პირობას დებს, რომ ტრამპის ინაუგურაციის დღეს ქუჩებს გადაკეტავენ და აქციებს მოაწყობენ.
ინაგურაციას არ წაიყვანს ცნობილი დიქტორი ჩარლზ ბროტნამი, რომელსაც 60 წლის განმავლობაში მიჰყავდა აშშ-ს პრეზიდენტების ინაუგურაცია. დონალდ ტრამპა იგი 58 წლის რადიოწამყვანით, სტივ რეიათით ჩაანაცვლა, და გული დაწყვიტა 89 წლის ჩარლზ ბროტმანს, რომელმაც პირველმა წაიყვანა პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერის ინაგურაცია.
ტრამპის ინაგურაციამდე რამდენიმე საათი რჩება, ჩვენ კი დღევანდლ სტატიაში მკითხველს გვინდა შევთავაზოთ საინტერესო ფაქტები აშშ-ს ინაუგურაციის ისტორიიდან.
ინაუგურაცია მთელს მსოფლიოში მიღებული საჯარო ცერემონიაა და ახალი პრეზიდენტის სახელმწიფოს სათავეში მოსვლას უკავშირდება. თავად სიტყვა ლათინური წარმოშობისაა და ნიშნავს "ვუძღვნი".
აშშ-ს ახალ პრეზიდენტს ირჩევენ ოთხ წელიწადში ერთხელ - ყოველ ნაკიანი წლის ნოემბრის პირველ სამშაბათს, ხოლო მისი ინაუგურაცია იმართება მომდევნო წლის 20 იანვარს.
აშშ-ს კონსტიტუციის თანახმად, ახლადარჩეული პრეზიდენტი საზეიმო ფიცს დებს, ტრადიციულად იგი საჯაროა და ვაშინგტონში კაპიტოლიუმის წინ ტარდება. ამ დღისთვის კი საგანგებოდ საზეიმო აღლუმი და მეჯლისი იმართება. ინაუგურაციის ამერიკული მოდელი მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ გაიზიარა.
პირველი ინაუგურაცია აშშ-ს ისტორიაში
1789 წლის 30 აპრილს აშშ-ში მაშინდელ დედაქალაქში ნიუ-იორკის ფედერალურ დარბაზში, რომელსაც აშშ-ს ისტორიაში პირველ კაპიტოლიუმსაც ეძახიან, ამერიკის პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის ინაუგურაცია გაიმართა.
1801 წლის 4 მარტს, თომას ჯეფერსონის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ინაუგურაციის ცერემონია ნიუ-იორკიდან ვაშინგტონის კაპიტოლიუმში გადაიტანეს. იგი ტარდებოდა კაპიტოლიუმის შენობის "სენატის ფრთაში". 1825 წელს კი აშშ-ს პრეზიდენტის ჯონ ადამსის ინაუგურაცია კაპიტოლიუმის დასავლეთ ვერანდაზე გაიმართა.
საინაგურაციო სიტყვის გარესივრცეში წაკითხვის პრაქტიკა კი აშშ-ს პრეზიდენტმა ჰენრი ჰარისონმა შემოიღო, რომელსაც აშშ-ს ისტორიაში ყველაზე გრძელი, 8000 სიტყვიანი გამოსვლა ჰქონდა. ამერიკის ისტორიაში მხოლოდ ორმა პრეზიდენტმა დაწერა სიტყვა დამოუკიდებლად - აბრაამ ლინკოლნმა და თეოდორ რუზველტმა. ლინკოლნის სიტყვა გამოირჩეოდა დახვეწილი სტილით, რუზველტის კი იმით, რომ მან ოფიციალურ ტექსტში პირველად გამოიყენა ხუმრობები.
ჯორჯ ვაშინგტონი და მისი პირველი ინაუგურაცია
ჯორჯ ვაშინგტონი 43 წლის ასაკში გახდა აშშ-ს არმიის მთავარსარდალი. ის სათავეში ედგა მრავალწლიან ბრძოლას დიდ ბრიტანეთთან.
ჯორჯ ვაშინგტონი 1789 წელს არჩეული იქნა ამერიკის პირველ პრეზიდენტად და იგი ერთადერთი პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში ვისაც ამომრჩეველთა 100%-მა ხმა მისცა. ის იყო ერთადერთი უპარტიო პრეზიდენტი და ასევე ერთადერთი, ვისაც არ უცხოვრია "თეთრ სახლში".
როგორც ამბობენ, აშშ-ს პირველმა კონგრესმა გადაწყვიტა მისთვის წელიწადში 25 000 დოლარი დაენიშნათ, თუმცა ვაშინგტონმა, უარი განაცხადა. იმ დროს მისი ქონება დაახლოებით დღევანედლი კურსით 500 მილიონ დოლარს შეადგენდა.
პრეზიდენტის თანამდებობა მაშინ ახალი და უცხო იყო, ხალხმა ისიც არ იცოდა, როგორ მიემართათ ახალი პრეზიდენტისთვის. კონგრესმენები დიდხანს ბჭობდნენ, როგორ მიემართათ - "თქვენო ბრწყინვალე უდიდებულესობავ", თუ "ბატონო აშშ-ს პრეზიდენტო", მაგრამ ბოლოს შეჩერდნენ ვარიანტზე, რომელიც დღემდე იხმარება "ბატონო აშშ-ს პრეზიდენტო".
ჯორჯ ვაშინგტონი ძალიან ბევრს მუშაობდა, ამაში მას ბევრი გამოჩენილი ადამიანი ეხმარებოდა, მათ შორის სახელმწიფო მდივანი თომას ჯეფერსონი და ფინანსთა მინისტრი ალექსანდრენ ჰამელტონი, რომელიც დღესაც ითვლება ამერკის ეკონომიკის ფუძემდებლად.
ჯეფერსონი და ჰამელტონი მიუხედავად იმისა, რომ მოსისხლე მტრები იყვნენ, ვაშინგტონს უნდოდა, რომ განსახვავებული აზრი მოესმინა. ბევრი ისტორიკოსი დღესაც აღნიშნავს, რომ ვაშინგტონის მინისტრთა კაბინეტი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რომელიც აშშ-ს როდესმე ჰყოლია.
ჯორჯ ვაშინგტონი იყო პირველი პრეზიდენტი, რომელმაც შემოიღო პრეზიდენტის ინსტიტუტი და ამით საფუძველი ჩაუყარა აშშ-ს თანამედროვე პოლიტიკურ სისტემას. მან კატეგიორიული უარი თქვა მესამე საპრეზიდენტო ვადაზე და ამით პრაქტიკულად დააწესა, რომ ამერიკაში ერთი და იგივე პიროვნება ზედიზედ ორზე მეტი ვადით პრეზიდენტი ვერ გახდება.
ჯორჯ ვაშინგტონი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალვაზე მისმა მეგობარმა ჰენრი ლიმ სიტყვა წარმოსთქვა: "ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი იყო პირველი ომში, პირველი მშვიდობიან დროს და პირველი ამერიკელის გულში".
აშშ-ში პირველი ინაუგურაცია კი ასე ჩატარებულა: იგი გაიმართა 1789 წლის 30 აპრილს, ნიუ-იორკის ფედერალურ დარბაზში. როდესაც ჯორჯ ვაშინგტონმა კონსტიტუციით განსაზღვრული ფიცი დაასრულა, ხელი დაადო ბიბლიას და წარმოსთქვა: "ღმერთი იყოს ჩემი მფარველი". (ამის შემდეგ აშშ-ს ყველა პრეზიდენტი ფიცს ბიბლიაზე დებს და იმეორებს ჯორჯ ვაშინგტონის სიტყვებს, თუმცა ეს კანონით სავალდებულო არ არის).
ჯორჯ ვაშინგტონის გამოსვლა 135 სიტყვისაგან შედგებოდა. მეჯლისზე კი ჯორჯ ვაშინგტონმა სამი ცეკვა შეასრულა. ორი კოტილიონი და ერთი მენუეტი, შემდეგ კი დარბაზი დატოვა.
აშშ-ს მესამე პრეზიდენტი, აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაციის ავტორი თომას ჯეფერსონი იყო აშშ-ს ისტორიაში პირველი პრეზიდენტი, რომლის ინაუგურაცია თეთრ სახლში გაიმართა.
33 წლის ჯეფერსონს, ამერიკის კონტინენტურმა კონგრესმა დაავალა დაეწერა დოკუმენტი, რომელმაც გააოცა იმდროინდელი ევროპელი მონარქები და პოლიტიკოსები: ეს იყო ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია. სწორედ ამიტომ თომას ჯეფერსონი ამერიკის ისტორიაში შევიდა, როგორც ამერიკის ეროვნული გმირი.
მან იცოდა შვიდი ენა, მას ეკუთვნის ასევე რელიგიური თავისუფლების იდეა, რომელმაც განაცალკევა მთავრობა და ეკლესია. მან დაარსა ვირჯინიის უნივერსიტეტი. თომას ჯეფერსონს ძალიან უყვარდა არქიტექტურა.
მისი სახლ-მუზეუმი მონტეჩელო ამერიკის ერთ-ერთი ნაგებობაა, რომელიც გაეროს მსოფლიოს ისტორიის მემკვიდრეობაშია შეტანილი. მისი სახლი და ვირჯინიის უნივერსიტეტი თავად თომას ჯეთერსონმა დააპროექტა, იგი ძველი ბერძნული, იტალიური და ნეო-კლასკური არქიტექტურის ნაზავია.
თომას ჯეფერსონი 1826 წლის 4 ივლისს ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს გარდაიცვალა. იგი თავად იყო საკუთარი საფლავის ქვის დიზაინერი და ტექსტიც თავად დაწერა, სადაც საერთოდ არ არის ნახსენები მისი პრეზიდენტობა.
ტრაგიკული გამოდგა აშშ-ს მეცხრე პრეზიდენტისთვის, უილიამ ჰენრი ჰარისონისთვის აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაცია. იგი ამ პოსტზე მხოლოდ ერთი თვე იყო. ჰენრი ჰარისონის ინაგურაციის დღეს თურმე საშინელი წვიმა და ქარი ქროდა. მან ორსაათნახევრიანი სიტყვა წარმოსთქვა ამ ქარში და წვიმაში და მაშინ გაცივდა და პლევმონიით დაავადდა.
გადის წლები, ახლა მის შვილიშვილს, ბენჯამენ ჰარისონს ირჩევს ამერიკა პრეზიდენტად. მისი ინაუგურაციის დროსაც საშინელი წვიმა და ძლიერი ქარი ქროდა, მაგრამ ბაბუისგან განსხვავებით, ჰარისონ უმცროსი ქოლგის ქვეშ იდგა. ამერიკის 40- ე პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ამერიკის ისტორიაში ყველაზე უხუცეს პრეზიდენტად ითვლება. იგი ინაგურაციის დღეს 70 წლის იყო. ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი კი ამერიკის ისტორიაში იყო აშშ-ს 35-ე პრეზიდენტი ჯონ ფიჯერალდ კენედი, რომლის სიტყვაც მის ინაგურაციაზე იმდენად ემოციური იყო, რომ 20 გრადუსიან ყინვაში პალტო გაიხადა და შორს გადააგდო.