რეზონანსი
20.01.2017

 პრემიერ-მინისტრი გუშინ, თეირანში მომხდარი ხანძრის გამო განცხადებას ავრცელებს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ თეირანში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ათეულობით მეხანძრე ემსხვერპლა, ასევე ათეულობით ადამიანი კი დაშავდა, მათ შორის ბევრი მძიმედ. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, ირანელ ხალხს, მთავრობას, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ"-ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ, თეირანში ცეცხლი 17-სართულიან სავაჭრო ცენტრში გაჩნდა. ხანძრისა და ნგრევის შედეგად, 40 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის არიან მეხანძრეებიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×