საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ვენეციის კომისიის თავმჯდომარე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და კონსტიტუციონალისტებს შეხვდა. ჯანი ბუკიკიოსთან ოფიციალურ შეხვედრაზე იმყოფებოდა ასევე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი.
მათ ჯანი ბუკიკიოსთან, საქართველოში დაგეგმილ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესზე ისაუბრეს. განსახილველ საკითხებს შორის იყო პარლამენტის კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესება, საარჩევნო სისტემის შესაძლო ცვლილება, პოლიტიკურად მოტივირებული საკონსტიტუციო ინიციატივები, პრეზიდენტის არჩევის წესი და ქორწინების განსაზღვრება.
ქართული მხარის თქმით, ვენეციის კომისიას, პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა აინტერესებს . როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, ჯანი ბუკიკიო მათ დაეთანხმა, რომ პრიორიტეტები ქვეყნის საჭირობებიდან გამომდინარე უნდა იყოს განსაზღვრული.
ჯანი ბუკიკიომ დადებითად შეაფასა ის,რომ მმართველი პარტია მზად არის გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის მოსაზრებები.