რეზონანსი
20.01.2017

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე შეკრებილ დელეგატებსა და სტუმრებს სიტყვით მიხეილ სააკაშვილმა მიმართა: „გილოცავთ, ივანიშვილისეული გეგმა „ნაციონალური მოძრაობის" გაქოცების და "ნაციონალური მოძრობის" ჯიბეში ჩასმის, ჩაიფუშა. ეს არის მისი პირველი მარცხი 2012 წლის შემდეგ.

"თქვენ ვერ გათქმევინათ უარი იდეალებზე, ივანიშვილი ვერასდროს  გაიგებს თუ რა არის "ნაციონალური მოძრობა", მის ტვინამდე ვერასდროს მივა, თუ რა გვამოძრავებს"- განაცხადა სააკაშვილმა.

ყრილობის შემდეგ გაიზრდება პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა, რომელიც აქამდე 76 ადამიანით განისაზღვრებოდა. რიგით მე-7 ყრილობაზე პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს ახალ სახეებსაც გააცნობენ და საპარლამენტო ფრაქციის შემადგენლობას წარადგენენ, რომელსაც რომან გოცირიძე უხელმძღვანელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×