რეზონანსი
20.01.2017

 თბილისის მერიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ელექტრომობილების მფლობელები პარკირების საფასურის გადახდისგან გათავისუფლდებიან.

მერიის ცნობით, ელეტროძრავიანი ავტომობილების მძღოლებს შეუძლიათ წერილობით მიმართონ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამსახური მონაცემებს „სი-ტი პარკს" გადასცემს. ამის შემდეგ ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურის გადახდა აღარ მოუწევთ.

თბილისის საკრებულოს დადგენილებით მიღებული პარკირების ახალი წესი ძალაში პირველი იანვრიდან შევიდა

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ელექტრომობილების პარკირების საფასურის გადახდისგან გათავისუფლება, ეკოლოგიურად სუფთა ავტოტრანსპორტის იმპორტის წასახალისებლად გადადგმული ნაბიჯია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×