მოსაზრება
21.01.2017

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი, თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

2015 წელს თბილისის მერიასა და მის "ბიზნესპარტნიორს" (შპს "სი-ტი პარკი") შორის 2007 წელს დადებული ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შევიტანე და სისტემური დანაშაულის თაობაზე პროკურატურასაც მივმართე. მივიჩნევ, რომ აღნიშნული გარიგება კორუფციულია და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება ("სი-ტი პარკი" მონოპოლისტია), ხოლო "პარკირების" ფირნიშები საგზაო მოძრაობის შესახებ ევროპული კონვენციიის მოთხოვნების დარღვევით არის დამონტაჟებული (დაუშვებელია საგზაო ნიშნებზე კომერციული სტრუქტურების ინფორმაციის განთავსება).

პროკურატურიდან დღემდე მპასუხობენ, რომ საქმეს იძიებენ, ხოლო 2017 წლის 17 იანვარს საქმე უკვე თბილისის სააპელაციო სასამართლომ განიხილა და გადაწყვეტილების გამოცხადება 24 იანვარს 11 საათსა და 55 წუთზე დაგეგმა. ამდენად, თუ მოსამართლეები დამოუკიდებლობას გამოავლენენ, მხოლოდ კანონით იხელმძღვანელებენ და სამართლიანობას აღადგენენ, "სი-ტი პარკის" თვითნებობასაც მოეღება ბოლო და მერიასაც აღარ მოუწევს სოლიდური ჯარიმის გადახდა. არადა, თუ პარკირების სფეროში მაინც ვერ "აღვადგინეთ სამართლიანობა", სამართლებრივი წყვდიადიდან კიდევ დიდხანს ვერ გამოვალთ და ევროკავშირში კი არა, ევრაზიულშიც აღარავინ გაგვიკარებს...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×