რეზონანსი
21.01.2017

 ინაუგურაციის მეორე დღეს, ვაშინგტონში, ქალების მასშტაბური მსვლელობა გაიმართება. ვარაუდობენ, რომ აქციას 200 ათასამდე ადამიანი შეუერთდება. ისინი ქვეყანაში გენდერული და რასობრივი თანასწორობის პატივისცემას მოითხოვენ.

დედაქალაქის გარდა, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აქციები იმართება, თითქმის, ყველა დიდ ქალაქში. ნიუ- იორკში დემონსტრაცია დაკავებებით დასრულდა.

სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი მას შემდეგ დააკავეს, რაც მომიტინგეებმა „ტრამპ თაუერთან" გზა გადაკეტეს.

ათასობით ადამიანი გამოვიდა კალიფორნიის, არიზონას, ტეხასისა და კოლორადოს შტატების ქალაქებშიც. სან- ფრანცისკოში 3 ათასამდე ადამიანი „გოლდენ გეით ბრიჯთან" შეიკრიბა და ერთიანობის ნიშნად ერთმანეთს ხელი ჩაკიდა. აქციაზე 8 ადამიანი დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×