რეზონანსი
21.01.2017

 იტალიაში სკოლის ავტობუსი დაიწვა. გარდაცვლილია 16 ადამიანი. შემთხვევა იტალიის ჩრდილოეთით მოხდა.

სააგენტო „ ANSA"-ს ინფორმაციით, ავტობუსს, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ცეცხლი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გაუჩნდა.

სკოლის მოსწავლეები უნგრეთიდან ბრუნდებოდნენ. ავტობუსი ქალაქ ვერონასთან ახლოს, ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა.

როგორც სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 39 ადამიანი დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×