საპატრიარქოს ოქროყანაში მდებარე, 1545 კვადრატული მეტრის მიწის ფართობი 1 ლარად გადაეცა. თბილისის საკრებულომ ამის შესახებ გადაწყვეტილება, გუშინდელ სხდომაზე მიიღო.
მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, კარლო ლაფერაძემ, საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე საპატრიარქომ ეკლესია უნდა ააშენოს. ეკლესიის აშენების საკითხი კი უკვე განიხილა და მოიწონა რელიგიის საკითხთა სააგენტომ.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა 20 იანვარს გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი უძღვებოდა.
სხდომას, საკრებულოს წევრებთან ერთად, დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.