მეცნიერებმა ანტარქტიდის ერთ-ერთ კვლევით სადგურზე, "ჰალი ქ|"-ზე ევაკუაცია გამოაცხადეს. მათი განცხადებით, უახლოეს მომავალში კონტინენტს ყინულის დიდი ნაწილი მოსწყდება.
ამ ტერიტორიაზე ნაპრალები ჯერ კიდევ 2012 წელს გაჩნდა, მაშინ მდგომარეობა არც ისე საგანგაშო იყო და მკვლევრებსაც დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ, თუმცა, ბოლო სამი თვის განმავლობაში ნაპრალების სიგრძე თითქმის გაორმაგდა და ახალი ძვრებიც შეინიშნა.
მდგომარეობა საგანგაშოდ მას შემდეგ მიიჩნიეს, რაც 31 ოქტომბერს 22 კილომეტრიანი ნაპრალი აღმოაჩინეს. ახლა მისი სიგრძე 44 კილომეტრს აღწევს და არავინ იცის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
ანტარქტიდის შესწავლის მიზნით სადგურ "ჰალი ქ|"-ზე 88 მეცნიერი მუშაობს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ 18 მათგანი გააგრძელებს იქ კვლევებს. ანტრაქტიდის ამ უბანზე 24 საათის განმავლობაში ღამეა და ტემპერატურა -200-დან -550 გრადუსამდე მერყეობს.