მარიამ ელიაშვილი
23.01.2017

 მეცნიერები საუკუნეებია, რაც დინოზავრების გადაშენების რეალურ მიზეზებს იკვლევენ. 1980 წლიდან თანხმდებიან იმაზე, რომ მათი განადგურება დედამიწაზე, 66 მლნ წლის წინ ჩამოვარდნილ იმ ასტეროიდს უკავშირდება, რომელმაც მექსიკაში ჩისკულების კრატერი წარმოქმნა.

ჯერ კიდევ სადავო იყო ასტეროიდის ჩამოვარდნის შემდეგ განვითარებული მოვლენები. ახლახან კი მკვლევრებმა დედამიწაზე იმ დროს მიმდინარე მოვლენები კომპიუტერული ტექნელოგიის დახმარებით გააცოცხლეს. სწორედ ამ გზით შეიტყვეს, რომ ასტეროიდის ჩამოვარდნის შემდეგ 3-დან 16 წლის განმავლობაში დედამიწაზე სიბნელემ დაისადგურა. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სწორედ სიბნელე და სიცივეა დინოზავრების გადაშენების მიზეზები.

ასტეროიდის ჩამოვარდნამ დედამიწაზე გოგირდმჟავას "წვიმები" გამოიწვია. კლიმატის მეცნიერებმა კომპიუტერული სიმულაციების დახმარებით მათი ფორმირების და დედამიწაზე გავრცელების შედეგები აღადგინეს. როგორც აღმოჩნდა, გოგირდმჟავას წვეთები აორთქლდნენ, აეოზოლებად გადაიქცნენ და ატმოსფეროში გაიბნენ, რამაც დედამიწაზე მზის სხივების მოღწევა შეაჩერა, სწორედ ამან სიბნელე და სიცივე გამოიწვია და დედამიწაზე "გლობალური გამყინვარება" დაიწყო. საშუალო ტემპერატურა 260 გრადუსით დაეცა.

ადრე მეცნიერებს ეგონათ, რომ ეს პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა, თუმცა ახალი კვლევების მიხედვით, გამყინვარებამ საკმაოდ დიდხანს, 3-16 წელიწადს გასტანა. ტემპერატურის აღდგენას კი 30 წელიწადი დასჭირდა.

ამ პერიოდში მცენარეთა დიდი ნაწილი განადგურდა, რამაც ცხოველთა მასობრივი შიმშილი გამოიწვია. აღსანიშნავია ისიც, რომ სახე იცვალა წყალქვეშა ეკოსისტემამაც, დაირღვა ოკეანეების მიმოქცევა - ზედაპირულმა წყლებმა გაყინვა და ჩაძირვა დაიწყო, წყლის ქვედა ფენების რიცხვი გაიზარდა, რამაც წყალმცენარეების აყვავებას შეუწყო ხელი.

მეცნიერთა ვარაუდით, ეს მცენარეები გარემოდან ტოქსიკურ ნივთიერებებს ითვისებდნენ, რაც ცხოველებისთვის მომწამვლელი იქნებოდა. ასევე ხშირი იყო ცუნამები, ხანძრები, ვულკანები. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა დიდი გავლენა მოახდინა ცოცხალ არსებებზე, თუმცა მეცნიერები დინოზავრების გადაშენების ძირითად მიზეზად 3-16 წლიან სიცივესა და სიბნელეს ასახელებენ.

აქამდე გამოყენებული სიმულაციები მხოლოდ მტვერით ან სხვა ერთგანზომილებიანი სისტემით იქმნებოდა. ახლა კი სიმულაციებში ერთდროულად ჩართეს ატმოსფეროს ოკეანისა და ყინულის მონაცემები, რამაც, როგორც მეცნიერები მიიჩნევენ, 66 მლნ წლის წინ მიმდინარე პროცესები გააცოცხლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×