მარიამ ელიაშვილი
23.01.2017

 რამდენიმე წამყვანი კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერთა დაამზადეს რობოტი, რომელიც ადამიანს გულს მუშაობაში დაეხმარება და საქმეს შეუმსუბუქებს. შემქმნელები იმედოვნებენ, რომ გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებს იგი ცხოვრებას გაუმარტივებს. მათივე რწმენით, სილიკონის რობოტის გამოყენება არანაირ რისკებთან არაა დაკავშირებული, თუმცა სანამ მას პირველ პაციენტს ჩაუნერეგავენ, ინპლანტის ფუნქციონირება ცხოველებზე უნდა შეამოწმონ.

სილიკონის რობოტი ბოსტონის საავადმყოფოს, სის და ვის ინსტიტუტების მკვლევრების ერთობლივი ნამუშევრია. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალ "საიენს თრანსლეიშენალ მედიცინში" გასულ კვირაში გამოქვეყნდა.

გულის უკმარისობა, რომელიც ხშირად ფატალური შედეგებით სრულდება, მსოფლიოში, დაახლოებით, 41 მლნ-ზე მეტ ადამიანს აწუხებს.

გული ადამიანის ერთ-ერთ ყველაზე ფაქიზი ორგანოა და მასთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობა დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. შედარებით ეფექტური მეთოდები გულის ტრანსპლანტაცია (ჯანმრთელი გულის გადანერგვა დააავადებული ადამიანის ორგანიზმში. ახლა ექიმებმა ღორის გულის გადანერგვაზეც დაიწყეს მუშაობა) და მექანიკური ტუმბოს გამოყენებაა. ამ უკანასკნელს პარკუჭის დამხმარის ფუნქცია აქვს - სისხლს პარკუჭებიდან აორტაში ტუმბავს, თუმცა, ამ მოწყობილობის გამოყენების გამო პაციენტებში ხშირია სისხლის შედედებისა და ინსულტის შემთხვევები.

მინი რობოტს, რომელიც ახლხან დაამზადეს, ეს ნაკლოვანებები არ აქვს. მას საერთოდ არ აქვს კავშირი სისხლთან, რის გამოც მეცნიერები სისხლის შედედებას გამორიცხავენ, იგი უსაფრთხოდ ურთიერთქმედებს რბილ ქსოვილებთან.

სილიკონის ამ მოწყობილობას აქვს დამხმარე აქტივატორები. ისინი გულის კუნთების მოძრაობის სიმულაციას აკეთებენ - შლიან და კუმშავენ სილიკონს, რომელიც გარსს აკრავს გულს. ამით გულს საქმეს უმარტივებენ.

ნებისმიერ პაციენტს შეუძლია იგი თავისთვის მოსახერხებლად გამოიყენოს. თუ გულის მარცხენა მხარე აწუხებს, შესაძლებელია აქტივატორის მეტი დატვირთვა მარცხენა მხარეს და მასზე კონტროლის გაძლიერება ანუ შესაძლებელია, აქტივატორის დატვირთა გავზარდოთ ან შევამციროთ პაციენტის მოთხოვნისამებრ.

ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოში ქირურგები ინპლანტის დახვეწასა და სრულყოფაზე მუშაობენ. უახლოეს მომავალში მისი ცხოველებზე შემოწმება იგეგმება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×