თამბაქოს ფასი ბაზარზე საგრძნობლად გაიზარდა. მომხმარებლები ცდილობენ, თავიდან აიცილონ ზედმეტი ხარჯი და ამისთვის სხვადასხვა გზას მიმართავენ. მაგალითად, თუკი ადამიანი შეიძენს ცალკე თუთუნს, სიგარეტის ცარიელ ღერს და სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით "დატენის", ასე ზედმეტ ხარჯს თავიდან აირიდებს.
ბაზარზე სიგარეტის ფასი, საშუალოდ, 3 ლარიდან იწყება. მოსახლეობას უჭირს ამ ფასთან გამკლავება და ერთ-ერთ ალტრნატიულ გზად "სიგარეტის შეხვევა" დაასახელეს. როგორც გავარკვიეთ, ამ გზით სიგარეტი ერთი კოლოფი ჯდება 1,20-1,30 ლარი ჯდება, რაც დაახლოებით 2 ლარით ნაკლებია, სავაჭრო ქსელებში წარმოდგენილ პროდუქტთან შედარებით.
სიგარეტის გაძვირებაზე საუბარი არ წყდება. ახალი წლის შემდეგ მოსახლეობა მძიმე რეალობის წინაშე დადგა. იანვრიდან აქციზის მკვეთრად გაზრდის გამო თამბაქონს ნაწარმი ერთბაშად 60 თეთრით გაძვირდა. ფილტრიანი სიგარეტისათვის აქციზის არსებული განაკვეთი 60-დან 75 თეთრამდე, ხოლო უფილტროსათვის - 15-დან 20 თეთრამდე გაიზარდა. მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ სიგარეტზე ფასების ზრდით ქვეყანა ვერ შამცირებს მწეველთა რაოდენობას.
ნუგზარ ხატიაშვილი 49 წლისაა და ის უკვე 20 წელზე მეტია მწეველთა კატეგორიას მიეკუთვნება. "რეზონანსთან" საუბრისას იგი არ მალავს, რომ საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოდგენს მისთვის თამბაქოს ასეთი მკვეთრი გაძვირება.
"ჩემი აზრით, სიგარეტის გაძვირება მწეველთა რაოდენობას ვერ შეამცირებს, რადგან 15-20 ან თუნმდაც 60 თეთრით ფასის მატება მწეველს სიგარეტის მოწევაზე ხელს ვერ ააღებინებს. თუკი თამბაქო 5 ლარზე ავა, მაშინ შეიძლება რაღაც კატეგორიამ თავი დაანებოს, მაგრამ ვარაუდი, რომ ამით მწეველბის კატეგრია მკვეთრად შემცირდება, უბრალოდ, დიდი სისულელეა. ვერანირ ლოგიკას ამაში ვერ ვხედავ.
სახელმწიფო თუ ამით ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, მგონი, პირიქით გამოსდის, რადგან ბევრი ადამიანი ვიცი ვინც ძალიან იაფფასიან თამბაქოზე გადავიდა და იუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას. ვფიქრობ, სხვადასხვა სახის ტრენინგ კურსებით და ღონისძიებებით უფრო აღკვეთენ თამბაქოს მოხმარებას, ვიდრე გაძვირებით.
უკვე რამდენიმესგან გავიგე, რომ ცალკე თუთუნის ყიდვა დაიწყეს და "ახვევენ" ასე თითო ღერად. ვფიქრობ, რადგან ამას აკეთებენ უღირთ და ბევრად იაფი უჯდებათ. როგორც მითხრეს ცალკე თამბაქო იყიდება, ცალკე დამტენი მოწყობილობა და ცარიელი სიგარეტის ღერები. შეიძენ ამ ყველაფერს და სახლის პირობებში რამდენიმე წუთში ააწყობ მთელ კოლოფ სიგარეტს. თუ ხარისხიანი თუთნია რატომაც არა, ცდად ნამდვილად ღირს. მიუხედავად ამისა, ყველა დამეთანხმება, რომ საკმაოდ მოუხერხებელი რამ არის", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ნუგზარ ხატიაშვილი.
აქციზის გადასახადი ზრდა მსოფლიოში მიღებული ფორმაა, განსაკუთრებით, თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე. არ უნდა გამოირიცხოს ისიც რომ, საქართველოს შემთხვევაში, ეს დროებითი მოვლენაც იყოს, რადგან მსგავსი ფაქტები აქამდეც ყოფილა. ცირა შავაძე 34 წლისაა და უკვე 12 წელია მწეველთა კატეგორიაშია. მისი აზრით, გაძვირება კარგს არაფერს გამოიწვევს:
"ნელ-ნელა ვხვდები, როგორც ევროპაშია თამბაქო ძვირი, ისევე გახდება აქაც. ხშირად ვმოგზაურობ და ვიცი დაახლოებით იქ რა ფასიცაა. ამ ტემპით თუ წავედით, მალე ჩვენც მივუკაკუნებთ იქაურ ფასებს. მეც შევიტყვე მოწყობილობის შესახებ, რომელიც გეხმარება სიგარეტის "შეხვევაში" და ვფიქრობ, საკმაოდ ხელსაყრელი და იაფი იქნება ამ გზით სიგარეტის სახლის პირობებში "წარმოება". წესით ბერად იაფი უნდა ჯდებოდეს. აპარატს ერთხელ იყიდი და სულ გექნება. ცუდი ის არის, რომ მოუხერხებელია, მით უმეტეს, როდესაც მიჩვეული ხარ და გამზადებულს ყიდულობ. რას ვიზამთ, არა მგონია ფასმა დაიკლოს და მოგვიწევს ასეთი მეთოდებით მაღალ ფასთან გამკლავება.
ზოგიერთი თავსაც ანებებს, მაგრამ მე არ მაქვს ამის ნებისყოფა. 12 წელია ვეწევი და ახლა, გაძვირების გამო, უცებ თავს ნამდვილად ვერ დავანებებ, ასეთი მარტივიც არ არის. ვისაც საშუალება არ აქვს ან დღიური ღერების რაოდენობას შეამცირებს, ან დაბალფასიან თამბაქოს იყიდის, რომელიც ნამდვილად გაუნადგურებს ფილტვებს. ცუდ მდგომარეობაში არიან სტუდენტებიც, რომლებსაც ძალიან ცოტა ფული აქვთ და სიგარეტი უკვე მათთვის ორი დღის გზის ფული ღირს", - აცხადებს ცირა შავაძე.
"რეზონანსის" მცირე გამოკითხვამ დაადასტურა, რომ ხალხი უმეტესად ცდილობს ღერების რაოდენობის შემცირებას ან თვითონ "აწარმოებენ" სიგარეტს. უკვე თავისუფლად შეიძლება იმ მოწყობილობის შეძენა, რისი დახმარებითაც თამბაქოს "შეხვევა" მარტივდება და დაახლოებით 2 ლარით იაფი ჯდება მთელი კოლოფი სიგარეტი, ვიდრე მაღაზიაში ყიდვისას.
ასეთი იდეები მწეველებს ნამდვილად ხიბლავს და აპირებენ სხვა ალეტრნატიული გზების მოძებნას, რადგან თვლიან, რომ თამბაქოს ნაწარმზე ფასი უკვე ზედმეტად მაღალია და მათი შემოსავალი ამდენს ვეღარ გასწვდება.
სიგარეტის სახლის პირობებში "საწარმოებელი" მოწყობილობა თურქეთიდან შემოდის, თამბაქო კი საქართველოშიც მოჰყავთ და მეზობელი ქვეყნებიდანაც მისი შემოტანა პრობლემას არ წარმოადგენს. სტაჟიანი მწეველები ამბობენ, რომ ასე გაცილებით იაფი უჯდებათ "სიგარეტის გაბოლება" და კომფორტზე ნამდვილად ხუჭავენ თვალს.