ასტრონავტებმა მზის სისტემასთან ახლოს აღმოაჩინეს სისტემა, "ვოლფ 1061" რომლის ერთ-ერთ პლანეტაზე, სავარაუდოდ ცოცხალი ორგანიზმების არსებობისთვის საჭირო ყველა პირობაა შექმნილი. ასტრონავტებს ეს ჰიპოთეზა მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც შენიშნეს, რომ პლანეტა მოძრაობს სიცოცხლისთვის ხელსაყრელ ზონაში.
"ვოლფ 1061" 14 სინათლის წელიწადითაა დაშორებული დედამიწიდან. მკვლევარების თქმით, მზის სისტემის პლანეტებიდან იგი ჩვენი ყველაზე ახლო მეზობელია.
სისტემაში 3 პლანეტაა, რომლებიც მასპინძელი ვარსკვლავის (ისეთივე ვარსკვლავის, როგორიც ჩვენი პლანეტისთვის მზეა) ირგვლივ მოძრაობენ. მათგან ერთ-ერთი "ვოლფ 1061-სი", მკვლევრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა.
ისინი ირწმუნებიან, რომ ამ პლანეტაზე სიცოცხლისთვის ხელსაყრელი ყველა პირობაა, რადგან იგი საცხოვრებლად ხელსაყრელ ზონაში მდებარეობს. პლანეტა "ვოლფ 1061-სი", მასპინძელი ვარსკვლავიდან ისეთ დისტანციაზე მდებარეობს, რომ ამ პლანეტაზე წყალი და სხვა საჭირო ელემენტების არსებობა მეტად სავარაუდოა.
თუმცა, მხოლოდ ის ფაქტი, რომ პლანეტა საცხოვრებლად ვარგის ტერიტორიაზე მდებარეობს, არ იძლევა იმის მტკიცების საშუალებას, რომ პლანეტაზე სიცოცხლე არსებობს.
მკვლევარებმა შეისწავლეს მასპინძელი ვარსკვლავის ნათების 7 წლის მონაცემები, რათა გამოეანგარიშებინათ, თუ რა ტემპერატურა და წნევაა ზედაპირზე. ახალი მონაცემები ცხადყოფს, რომ პლანეტაზე არის ატმოსფეროს მსგავსი რაღაც, რაც მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ წყალი თხევად მდგომარეობაში დიდხანს გაძლებს და არ გამყარდება.
უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, ის დედამიწის მასაზე 4-ჯერ დიდია.
როგორც ცნობილია, მაღალმა ტემპერატურამ პლანეტა ვენერაზე გამოიწვია დიდი რაოდენობით წყლის აორთქლება. ორთქლმა კი ტემპერატურა კიდევ უფრო გაზარდა - ეს სითბური ეფექტის სახელითაა ცნობილი. მკვლევარები შიშობენ, რომ შესაძლოა "ვოლფ 1061-სი"-საც იგივე ბედი ხვდეს წილად.
ამას გარდა, პლანეტა ტორტმანობს ორბიტაზე გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე დედამიწა, რაც კლიმატის უეცარ ცვლილებებს განაპირობებს. ჯერ კიდევ უცნობია, არსებობს თუ არა "ვოლფ 1061-სი"-ზე სიცოცხლე.
ასტრონავტებს ამის გასაგებად უფრო მძლავრი ტელესკოპები სჭირდებათ. ასეთი ოპტიკური ტელესკოპის შექმნაზე ნასაში უკვე მუშაობენ.