მერის მოადგილე: "მოთხოვნა სამართლიანია და ჩვენ ეტაპობრივად განვახორციელებთ ღონისძიებებს"
გვანცა ღვედაშვილი
30.01.2017

 უკვე წლებია თბილისში გარე ვაჭრობა გადაუჭრელ პრობლემად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად საპროტესტო აქციებიც იმართება და მოქალაქეთა მძლავრი უკმაყოფლებაც გვესმის. მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პრობლემის გადაჭრა დაწყებულია და ეტაპობრივად დედაქალაქში გარევაჭრობა სრულიად აიკრძალება. თუმცა, მათი მხრიდან ეფექტური, ქმედითი ნაბიჯების დანახვა მოსახლეობას ჯერჯერობით ისევ უჭირს.

გარე მოვაჭრეობა, რომ გავრცელებული საქამიანობაა, ამას, დიდუბის, ვაგზლისა და ახმეტელი მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობაც ადასტურებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკმაყოფილობას ყველა მხარე გამოთქვამს - მოქალაქეები, ბაზრებში დასაქმებული ადამიანები და თავად გარე მოვაჭრეებიც. ამ უკანასკნელთა თქმით, აღნიშნული საქმიანობა მათთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა და თუ გარე ვაჭრობას აუკრძალავენ, პრაქტიკულად ისინიც და მათი ოჯახებიც ლუკმა-პურის გარეშე დარჩებიან.

დედაქალაქში მაცხოვრებელთა აზრი ორად გაიყო. ნაწილი ფიქრობს, რომ გარე ვაჭრეობა უნდა აიკრძალოს, რადგან გარდა იმისა, რომ მათი საქმიანობით ბიძურდება ის ტერიტორიები, სადაც გარე მოვაჭრეები დგანან, მახინჯდება თბილისის იერსახე. ამასთან, ჯანმრთელობისთვის სახიფათოა ის მალფუჭებადი პროდუქცია, რომელსაც გარე მოვაჭრეები ყოველგვარი პირობების დაუცველად ყიდიან.

მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, დაუშვებელია გარე მოვაჭრეობის აკრძალვა, რადგან ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, აღნიშნული საქმიანობა ძალიან ბევრი ადამიანისთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა.

იმ შემთხვევაში კი, თუ ხელისუფლება მაინც მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებას, მაშინ, გარე მოვაჭრეებს შესაბამისი ფართი და შეღავათიანი პირობები უნდა მისცენ, რათა იმ მცირე შემოსავლის გარეშეც არ არმოჩნდნენ, რომელსაც ამ საქმიანობით შოულობენ.

გარე მოვაჭრეობის აკრძალვის მოთხვონით უკვე არაერთი საპროტეტსო აქცია გაიმართა ე.წ. შიდა მოვაჭრეების მიერაც. ბაზარში დასაქმებული ადამიანები მიიჩნევენ, რომ გარე მოვაჭრეები მათ კონკურენციას უწევენ, რადგან მოსახლეობას ბაზარში შესვლა აღარ სჭირდებათ სასურველი პროდუქტის შესაძენად, რაც მათ არათანაბარ პირობებში აყენებს.

როგორც ბაზარში მოვაჭრე ზაქრო ნოზაძე აცხადებს, გარემოვაჭრეები კონკურენციას უწევენ გადასახადების გადამხდელებს და გარდა ამისა, მათ გამო, ქალაქი დაბიძნურებულია.

"ვითხოვთ, რომ ქალაქში აიკრძალოს გარევაჭრობა. თბილისში ჩამოსული სტუმარი ხედავს გარევაჭრობის გამო დაბინძურებულ და დამახინჯებულ გარემოს. გარდა ამისა, საქართველოს ადმინისტრაციული სამართლის კოდექსის 153-ე მუხლში გარკვევით წერია, რომ ნებართვის გარეშე ვაჭრობა ისჯება ჯარიმით. ჩვენ მოვითხოვთ, ამ კანონის ამოქმედებას და გარევაჭრობის აკრძალვას.

"ჩვენ, წესიერი გადამხდელები ვერ ვიხდით გადასახადებს, იძულებული ვიქნებით, დავტოვოთ ბაზრები და ჩვენც გამოვიდეთ ქუჩაში სავაჭროდ. თუ ეს ხელს აძლევს მერიას, გამოვალთ გარეთ და თბილისს გადავაქცევთ ერთ დიდ ბაზრად", - აღნიშნა ზაქრო ნოზაძემ.

მისივე თქმით, მერიამ ქალაქის გარემოვაჭრეებისგან გათავისუფლების დაპირება მათ ჯერ 1 წლის წინ, შემდეგ კი 6 თვის წინ მისცა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა. ნოზაძე მერიას პრობლემის მოგვარების სტრატეგიის შესამუშავებლად ვადას თვის ბოლომდე აძლევს.

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის თქმით, მოქალაქეთა მოთხოვნა სამართლიანია და მერიას პრობლემის მოგვარება დაწყებული აქვს, თუმცა საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ხისტი გადაწყვეტილებების მიღებას ერიდებიან.

"მინდა გითხრათ, რომ მერიას დაწყებული აქვს თბილისის სხვადასხვა ცენტრალურ ტერიტორიებზე გარე ვაჭრობნის შეზღუდვა. პირველ ეტაპზე, ჩვენ, დავიწყეთ, ბორბლებიანი სავაჭრო ობიექტების შეზღუდვა, რომელბიც აპარკინგებდნენ და ვაჭრობდნენ.

"ასევე, რამდენიმე თვის წინ შეიზღუდა გარე ვაჭრობა ისეთ უბნებზე, როგორიც არის: რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორია, ლესელიძე, რუსთაველი და თბილისის სხვა ცენტრალური უბნები.

"ძალიან კარგად გვესმის, საკითხის სენსიტიურობა და მისი სოციალური სიმწვავიდან გამომდინარე ხისტ მოქმედებებს ვერიდებით. თუმცა ეტაპობრივად ვახორციელებთ შეზღუდვებს თბილისის სხვადასხვა ქუჩებში.

"ბუნებრივია, ის მოთხოვნა, რომელიც თბილისის მერიას წაუყენეს, სამართლიანია და ჩვენ ეტაპობრივად განვახორციელებთ ღონისძიებებს, რომლებიც ამ ტიპის გარე ვაჭრობების შეზღუდვას გულისხმობს", - განაცხადა ლექვინაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×