ნინო ქეთელაური
03.02.2017

 სპეციალისტები "ბავშვთა სამყაროს" შენობის დემონატაჟისთვის ემზადებიან. მათი დასკვნით, კონსტრუქცია ავარიულია და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს. შენობის მიმდებარედ შეკრებილი მოვაჭრეები კი, დემონტაჟამდე შენობაში შეშვებასა და საკუთარი ძვირფასეულობის გამოტანას მთელი დღის განმავლოაბში ითხოვდნენ, რაც, ინჟინრების აზრით, სიცოცხლისთვის სახიფათოა.

ბავშვთა სამყაროს დორექტორის, გიორგი მაჭავარიანის განცხადებით, შენობის დემონტაჟი სამხარაულის სახელობის ექპერტიზის ეროვნული ბიუროს ოფიციალურ დასკვნას საფუძველზე მოხდება.

მისი იურისტის სოფიო დეკანოზიშვილის განცხადებით კი, დემონტაჟი არ არის არც აღმასრულებელი დირექტორის ერთპიროვნული და არც სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება.

"დემონტაჟის განხორციელებას სჭირდება შესაბამისი საბუთები და წინასწარი მომზადება. ამჟამად მიმდინარეობს საექსპერტო კვლევა არსებული შენობის, იმიტომ რომ ხანძარი იყო საკმაოდ მძლავრი და დიდი ზიანი მიაყენა შენობას. შესაბამისად, აუცილებელია, დაიდოს დასკვნა იმაზე, ექვემდებარება თუ არა შენობა რეკონსტრუქციას თუ დემონტაჟს. მას შემდეგ, რაც მივიღებთ საბოლოო დასკვნას, კომპანიის წესდებით და კანონმდებლობით განსაზღვრული ფორმით მოიწვევა აქციონერთა სამეთვალყურეო საბჭოს კრება. კომპანიის ხელმძღვანელობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რის შემდგომაც შევჯერდებით სამომავლო ქმედებებზე. ჯერჯერობით დასკვნის არარსებობის გამო სამომავლო ქმედების გეგმა არ გვაქვს, არ გვყავს არჩეული არც კომპანია, რომელიც განახორციელებს დემონტაჟს, თუმცა იმაზეც კი არ ვართ შეჯერებული, ეს იქნება დემონტაჟი თუ ეს იქნება რეკონსტრუქცია. ველოდებით დასკვნას," - განაცხადა სოფიო დეკანოზიშვილმა.

ხმაურით დასრულდა ბავშვთა სამყაროს ადმინისტრაციის მიერ გამართული პრესკონფერენციაც, სადაც ერთმანეთს ის მოვაჭრეები დაუპირისპირდნენ, რომლებიც სააქციო საზოგადოება ბავშვთა სამყაროს სხვადასხვა პოზიციას იზიარებდნენ.

ერთ-ერთი მოიჯარის წარმომადგენელის, ქეთევან ჯოხაძის თქმით, გიორგი მაჭავარიანის განცხადებები მისთვის მიუღებელია, რადგანაც აქციონერების გარდა მოიჯარეებიც დაზარალდნენ და მათ უნდა დაუბრუნდეთ შენობა ისეთივე ფორმით, როგორიც იყო.

ქეთევან ჯოხაძის ამ განცხადებას გიორგი მაჭავარიანის მომხრეების მხრიდან ხმაური მოჰყვა. მაჭავარიანის მომხრეები აცხადებდნენ, რომ "ორი მოწილის პრეტენზიებს ერთ გუნდად შეკრული ხალხის" აზრი არ უნდა გადააყოლონ. მომხრეებმა გიორგი მაჭავარიანს გვერდში დგომა აღუთქვეს.

გიორგი მაჭავარიანის თქმით, დაახლოებით 8-9 მილიონ დოლარამდე იყო შეფასებული ქონება, რომელიც დაიწვა და 2 500-დან 3 000-მდე ადამიანი დაზარალდა, მათ შორის 93 აქციონერი.

დაზარალებული მოვაჭრეები მთავრობისგან დახმარებას მოითხოვენ, მათი თქმით, ზარალი ძალიან დიდია, რისგან გამოწვეულ პრობლემებსაც მარტო ვერ გაუმკლავდებიან.

აქვე აღსანიშნავია, რომ გუშინ შენობაში ცეცხლი ისევ გაჩნდა, რის გამოც საქმეში მეხანძრეების ჩართვა გახდა საჭირო. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ხანძრის რამდენიმე კერა ისევ არსებობდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×