გვანცა წულაია
24.02.2017

"მე ვადასტურებ, რომ სიტუაციას ისევ ქალბატონი მართავს" - ეს განცხადება ჭყონდიდის მიტროპილოტმა, მეუფე პეტრე ცაავამ გააკეთა.

მეუფემ ჟურნალისტებთან საუბრისას, მამა გიორგი მამალაძის და პატრიარქის არშემდგან შეხვედრაზე ისაუბრა. მეუფემ განაცხადა, რომ უწმინდესს ბრადლებულ დეკანოზთან შეხვედის სურვილი ჰქონდა. მისი თქმით შეხვედრას ხელი ილია მეორეს მდივან-რეფერენტმა, შორენა თეთრუაშვილმა შეუშალა.

"საპატრიაქოში ვითარებას შორენა და მისი კლანი მართავს და იგი უნდა ჩამოშორდეს საპატრიარქოს" - ნათქვამია მეუფე პეტრე ცაავას განცხადებაში.

მეუფე პეტრე ასევე განმარტავს, რომ პატრიარქის სურვილი იყო დეკანოზი გიორგი მამალაძე თავდებით გაეთავისუფლებინათ, თუმცა ესეც შორენა თეთრუაშვილის ჩერევით არ განხორციელდა.

"პატრიარქის ჩამობრძანებიდან უკვე საპატრიარქოში სიტუაციას მართავს ყველაზე დიდი დანმაშავე, სცენარის ავტორი, შემოქმედი ამ სკანდალისა ქალბატონის სახით, რომელიც მე ვფიქრობ სასწრაფოდ უნდა ჩამოცილდეს მმართველობას, რომ გამოძიებას ხელი არ შეეშალოს", - განაცხადა მეუფე პერტე ცაავამ.

რამდენად შესაძლებელია, საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს გარკვეული ხალხი მართავდეს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.

 გია ბაღაშვილი (მუსიკოსი):  საპატრიარქო იმდენად მძლავრი ორგანოა, რომ, მიჭირს იმის წარმოდგენა, პროცესებს ვინმე გარედან მართავდეს.

 

 

 

 

 ირმა სოხაძე (მომღერალი):  დარწმუნებით საუბარი იმაზე, რომ ვინმეს ჩაწყობილია და საპატრიარქოს გარკვეული ძალა მართავს, არ შემიძლია. ფაქტები ჩემთვის ძალიან შემაშფოთებელია. ყველაფრის უკან ვინმე დგას თუ არა, ვერ გეტყვით. რაც არ ვიცი, იმაზე საუბარი არ შემიძლია.

 

 

 

 გია ბუღაძე (მხატვარი):  ამ შემთხვევაში ვერაფერს ვერ გამოვრიცხვავ. კონკრეტულად ვინმეზე საუბარი არ შემიძლია, თუმცა რეალურად გარკვეული ძალების ინტერესს ქვეშ შეიძლება იყოს. ამ ინტერესებს ერთ-ერთი წარმმართველი ძალა მგონია, რომ ჩრდილოეთშიც არის.

აღნიშნულ ფაქტზე არც პოლიტიკოსების მონაწილეობას გამოვრიცხავ. საბოლოოდ ბევრი რამ გამოაშკარავდება და უმეტესი ჩვენთვის დამალული იქნება.

 

 გიგა ნასარიძე (ა.ო "საქართველოს არ იყიდება"):  საერთოდ ყველა მოვლენას გარკვეული ხალხი მართავს, მაგრამ აქ საქმე ეხება იმას, რომ ფარულად შეიძლება ამ პროცესებს ვიღაც პილიტიკოსები მართავდნენ.

საპატრიარქოს საკითხებში დიდად ჩახედული არ ვარ, ჯერჯერობით რასაც ვუყურებ, სრული ქაოსია და ალბათ ცოტა ხანში დალაგდება. სამწუხაროდ ასე ხდება, როდესაც რამე ზედმეტად დამალულია. ყველაფერს საბოლოოდ მიჩქმალვამდე მივყავართ, რომელიც ორგანიზაციის რეპუტაციაზე ცუდად აისახება.

მნიშვნელოვანი არის ერთ რაღაც, რაზეც ყველანი უნდა შევთანხმდეთ! ეკლესია არ უნდა ჩაერიოს სახელმწიფო საქმეში, ხოლო სახელმწიფო ეკლესიის საქმეში.

წინააღმდეგ შემთხვევაში არც დემოკრატია გვექნება და ვერც განვვითარდებით. ვნახე განცხადებები, რომ პატრიარქი აპირებდა დეკანოზის მონახულებას, მაგრამ არშემდგარი შეხვედრა თუ ვინმეს ჩარევით მოხდა, ძალიან ცუდია.

 ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი):  დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი შესაძლებელია. ასეთ სიტუაციაში ყველაფერი დასაშვებია. ვინც თავის დარგში წარმატებას ვერ მიაღწია, სხვის დარგში ერევიან.

მაგრამ, არამგონია პატრიარქზე ვინმე ზემოქმედებდეს და მას ვინმე გადაწყვეტილების მიღებას კარნახობდეს. ვფიქრობ, პატრიარქმა თვითონ შეცვალა გადაწყვეტილება და არ მომხდარა ვინმეს ზეგავლენით.

საპატრიარქოს ჰყავს მმართველი ორგანოები, კერძოდ სინოდი და ვთვლი, ის უნდა მართავდეს. შესძლებელია პოლიტიკოსები იყვნენ ჩარეულნი, რადგან საარჩევნო კამპანიაში, ისინი ხშირად რელიგიურ მოღვაწეებს იყენებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×