უკვე მესამე წელია, რაც სოციალურ პროექტ ERTAD.GE-ს ფარგლებში საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს თავიანთი იდეების რეალიზაციის საშუალება ეძლევათ.
პროექტი კომპანია Vivus.ge-ს პატრონაჟით 2014 წლიდან ხორციელდება და ის საქართველოში მცხოვრებ აქტიურ ადამიანებს კეთილი საქმეების კეთებაში ფინანსურად ეხმარება.
პროექტში გამარჯვება კონკურსის წესით, ხმის მიცემის პრინციპით ხდება, თავად კონკურსი 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობს, თითოეული პროექტის ბიუჯეტის მაქსიმალური ოდენობა კი 2500 ლარია.
ERTAD.GE-ს ფარგლებში 2014 წლიდან დღემდე უკვე 40-ზე მეტი ინიციატივა დაფინანსდა და მასში მონაწილეობა ასობით ადამიანმა მიიღო. პროექტის წარდგენა და განხორციელება 18 წელს ზევით ფიზიკურ პირებს და ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეუძლიათ როგორც დედაქალაქიდან, ასევე რეგიონებიდან.
ბოლო დროს ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს სხვადასხვა ორგანიზაციას გრანტის მოძიებისთვის. დაფინანსების სხვადასხვა წყარო არსებობს, თუმცა ბევრი ადამიანისთვის პროექტების წერაში მწირი ან გამოცდილების არქონა უხილავი ბარიერია. ამ შემთხვევაში ხშირად იდეა მხოლოდ იდეად რჩება. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის კონსულტაციის გაწევა და დახმარება, რათა პროექტის არსი სრულყოფილად ჩამოყალიბდეს და ამასთანავე გრანტის გამცემი კომპანიის პრიორიტეტებსაც დაემთხვეს. ERTAD.GE -ს ფარგლებში მიღებული გამოცდილება არაერთი ახალგაზრდისთვის გამხდარა წარმატების მიზეზი.
პროექტების ძირითად ნაწილი საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურულ ან ხელოვნების სფეროებს მოიცავს. რაც შეეხება უშუალოდ პრიორიტეტებს, პროექტ ERTAD.GE-ს ფარგლებში ფინანსდება სპორტის, გარემოს დაცვის, კულტურა/ხელოვნების, განათლებისა და მეცნიერების ხელშეწყობასთან დაკავშირებული იდეები.
2017 წელს უკვე 4 პროექტი დაფინანსდა. მათგან 3 პროექტი რეგიონში განხორციელდება, სადაც ათობით ახალგაზრდა მონაწილეობას მიიღებს და ახალ გამოცდილებას შეიძენს.
დაარსების დღიდან სოციალურ პროექტ ERTAD.GE-ს მიზანი აქტიური მოქალაქეობის მხარდაჭერა წარმოადგენს. ის ღიაა ყველასთვის, ვისაც გარემოს თუნდაც მცირედით შეცვლა და სხვა ადამიანებისთვის იმის ჩვენება სურს, რომ ცდას და მოქმედებას ყოველთვის აქვს აზრი.
კონკურსის წესების, მიმდინარე კონკურსისა და აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.ertad.ge