როგორ აღმოჩნდა გერმანია-ინგლისის პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე უბადრუკი სომხური პაიკი
მამუკა ნაცვალაძე
29.05.2017

 1918 წლის 11 ნოემბერს პირველი მსოფლიო ომის დასრულებამ მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიო პოლიტიკური რუკა. ამ ომში გერმანია დამარცხდა, მის ამბიციებს, კუთვნილი ადგილი დაეკავებინა წამყვან სახელმწიფოთა შორის, დროებით წერტილი დაესვა.

საქართველოსთვის ეს მარცხი ერთგვარ დილემად იქცა, რამდენადაც ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა თავიდანვე გერმანიას დაუჭირეს მხარი და სწორედ ამ ქვეყნის დახმარებითა და უშუალო კარნახით 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადეს დამოუკიდებლობა.

როგორ დასაჯა საქართველო ანტანტამ

პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებული ანტანტა გერმანიის დასჯას ესწრაფვის, ამ პოლიტიკურ წნეხში კი, ბუნებრივია, საქართველო ექცევა. კულუარული ვერდიქტი საკმაოდ მკაცრია - საქართველო უნდა დაისაჯოს. კავკასიური პოლიტიკური სიმშვიდე ბრიტანულმა ჯარებმა უნდა უზრუნველყონ, მათი ანტიგერმანული განწყობა ფრაგმენტულად ანტიქართული განწყობითაც ვლინდება, მაგრამ ევროპული მოდელი პოლიტიკისა სულ სხვაგვარადაა დახვეწილი და, ბუნებრივია, ინგლისსაც ეს განწყობა სააშკარაოზე ნაკლებად გამოაქვს.

სამაგიეროდ, აფრები აიშვა სომხეთის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ - მათ კავკასიაში სრული კარტ-ბლანში აქვთ, რამდენადაც ისინი თავიდანვე ანტანტის, კერძოდ ბრიტანული პოლიტიკის, მხარდამჭერები იყვნენ და, ბუნებრივია, ახლა ამ მხარდაჭერისთვის დივიდენდებსაც ითხოვენ. დივიდენდები კი, არც მეტი, არც ნაკლები, დიდი სომხეთის აღორძინებაა.

სომხეთის მმართველი პარტია დაშნაკცუტუნია, რომელიც მიზნად ისახავს დიდი სომხეთის აღდგენას, ეთნიკური სომხეთი გეოგრაფიულად სომხურ ეთნიკურ ფარგლებს უნდა გასცდეს, ეს კი, ბუნებრივია, სხვაგვარად ვერ მოხდება, თუ არა მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიის მიტაცებით.

სწორედ ამ რეალობაში იწყება სომხეთის სახელმწიფოს აგრესია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 1918 წლის ოქტომბერში, რაც მიზნად ისახავდა საქრთველოს შეიარაღებული ძალების დაზვერვას და საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებას.

როგორ იწყებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სომხური ოკუპაცია

1918 წლის 7 დეკემბერს სომხეთის ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე - ბორჩალოს მაზრაში შეიჭრნენ. ქართველები იძულებულნი გახდნენ, ტერიტორია დაეთმოთ და მდინარე ხრამამდე დაეხიათ. საკმაოდ თავხედური და აგრესიული იყო სომხური მთავრობის ულტიმატუმი - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიური ფოსტით - ოფიციალური გზავნილით ითხოვს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისაგან ტერიტორიის დაცლას გორის ჩათვლით.

სომხური ულტიმატუმის თანახმად, საქართველო-სომხეთის საზღვრიდან დაწყებული, ყველა ქალაქი - მათ შორის თბილისი, მცხეთა, გორის ჩათვლით, სომხეთის ტერიტორიად უნდა გამოცხადებულიყო.

პასუხი ამ თავხედურ პოზიციას მხოლოდ 16 დეკემბერს გაეცა - ნოე ჟორდანია გამოვიდა დამფუძნებელი კრების - პარლამენტის სხდომაზე და სომხეთის აგრესიის მიმართ აგრესიის დაპირისპირების გეგმა შესთავაზა. უკიდურესად დაძაბული ვითარების განმუხტვის ერთადერთ საშუალებად დამფუძნებელმა კრებამ სამხედრო ძალის გამოყენება მიიჩნია.

საცნაური კი ის იყო, რომ ეს ყველაფერი ისევ გერმანელი ოფიცრების დაჟინებული მოთხოვნით ხდება, რომელთაც გააპროტესტეს სომეხთა მხრიდან საზღვრის დარღვევა, საქართველოს სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ტერიტორიების მიტაცება და კატეგორიულად უბრძანეს სომხებს საწყის პოზიციაზე დაბრუნება.

ამბავი თბილისელი სომეხი მედუქნის თავხედობისა

საქართველოს მთავრობა მოსახლეობას მიმართავს, შექმნან სახალხო რაზმები, მოსახლეობა ერთიანი ეროვნული განწყობითაა დამუხტული. არადა, იქვე დღისით, მზისით ანტიქართული მუხტია ჩაბუდებული.

ერთი სახასიათო ამბავი ასახავს ამ რეალობას საკმაოდ ნათლად. ახალგაზრდები ერევნის მოედანზე (დღევანდელ თავისუფლების მოედანზე) მდებარე დუქან "სოკოლნიკში" შესულან, მეგობრებს ფრონტზე აცილებდნენ და მათთვის გზის დალოცვა განუზრახავთ. შეზარხოშებულებს საქართველოს ჰიმნი წამოუწყიათ. გადარეულა "სოკოლნიკის" სომეხი მეპატრონე და აუკრძალავს ქართველთათვის შუაგულ თბილისში საქართველოს ჰიმნის შესრულება.

აღწერა არ სჭირდება იმას, რაც იქ დატრიალდებოდა - ქართველებს წიხლქვეშ გაუგდიათ თავხედი სომეხი, რომელმაც უფლება მისცა საკუთარ თავს, ქართველისათვის საქართველოს ტერიტორიაზე ქართული ჰიმნის შესრულება დაეშალა.

ამას შესაბამისი რეაქცია მოჰყვა საქართველოს მთავრობის მხრიდან, დუქნის მეპატრონე დააპატიმრეს. ასეთ დროს აღარ შეიძლებოდა წაყრუება. საკადრისი უნდა მიეღო ნებისმიერს დაშნაკცუტუნის მხარდაჭერისთვის, რომელნიც არათუ მალავდნენ თავიანთ ანტიქართულ განწყობას, არამედ საკუთარ სახლებში მრავლად ინახავდნენ ინგლისურ იარაღსა და საბრძოლო მასალას.

როგორ დაგეგმეს სომხებმა რუსის დახმარებით ძეგვის ტერაქტი

და ეს არ იყო ერთეული შემთხვევები - საქართველოში მცხოვრები სომხები სხვადასხვა მაზრაში აჯანყებასა და დივერსიას აწყობდნენ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი დივერსია იყო ძეგვის ხიდის აფეთქების მცდელობა, რომელიც არა მარტი საქართველოს ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის მოწყვეტას ითვალისწინებდა მიზნად, არამედ გერმანიის ჯარების წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აქტი იყო, რამდენადაც, ვერსალის შეთანხმების თანახმად, გერმანიის სამხედრო შენაერთები სწორედ ამ დროს ამ გზით ტოვებდნენ საქართველოს ტერიტორიას.

ძეგვის ხიდის აფეთქების მცდელობა იყო კარგად გათვლილი სტრატეგიული დარტყმა, რომლის მიხედვითაც, თუკი სომხური აგრესია შედეგს გამოიღებდა და დაშნაკცუტუნი გორის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიებს დაიკავებდა, დასავლეთიდან წამოსული მაშველი ძალა, ფაქტობრივად, ვეღარაფერს შეძლებდა, რამდენადაც ეს ხიდი სწორედ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ინფტრასტრუქტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო.

საცნაური სწორედ ისაა, რომ მარტო სომხები არ იყვნენ ამ ტერაქტის ორგანიზატორები. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის მეთაურობით გამოვლენილ იქნა დამნაშავეთა ჯგუფი. აბა, ასეთი საქმე რუსის გარეშე როგორ მოხდებოდა, ჰოდა, ამ ტერაქტს სწორედ რუსი პოლკოვნიკი შმაგაილოვი ხელმძღვანელობდა. მასთან ერთად იყო სამი სომეხი სამხედრო.

სასამართლო პროცესი ოპერატიულად ჩატარდა, სადაც ბრალდებულებმა თავი დამნაშავედ ცნეს. მათ დახვრეტა მიესაჯათ, თუმცა ომის დასრულების შემდეგ საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ ისინი შეიწყალა.

როგორ ჩაუშალა სომხებს ანტიქართული გეგმები ხუთასმა კახელმა

უნდა ითქვას, რომ თბილისში მზადდებოდა ანტისახელმწიფოებრივი გადატრიალება, სომხების აჯანყება. სომეხთა მასობრივი განწყობა მხოლოდ ამგვარი დასკვნის საშუალებას იძლევა. ბუნებრივია, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში სომეხთა ანტიქართული გამოსვლებიც ამ საერთო სცენარის შემადგენელი ნაწილი იყო, მაგრამ ყველაფერი ჩაიშალა.

თბილისიდან კახეთში მობილიზაციისათვის გაიგზავნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო წარმომადგენლები. ისინი ხუთასამდე კარგად შეიარაღებულ კახელ ცხენოსან მეომართან ერთად შემოდიან თბილისში. ეს უკვე იმის ნიშანია, რომ სომხებმა სტრატეგია უნდა შეცვალონ. ისინი ვეღარ ბედავენ აშკარა წინააღმდეგობას, მით უმეტეს აჯანყებას.

იცვლება ძალთა ბალანსი და, ბუნებრივია, ასეთი ფსიქოლოგიური განწყობა ვეღარ ჰგუობს ანტიქართულ პროპაგანდას, ამიტომაც ზედიზედ იხურება ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი გაზეთები "აშხატავორი" და "ნორ ორიზონი", დახურეს რუსული "კავკაზსკოე სლოვოც". ეს გაზეთები სომხებს აშკარად მოუწოდებდნენ "მტერთან" ბრძოლას, "მტერი" კი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - სწორედ ის ქვეყანა იყო, სადაც ეს გაზეთები გამოდიოდა და რომლის მოქალაქეებიც აქ მომუშავე ჟურნალისტები იყვნენ. ბუნებრივია, გაზეთების დახურვას ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი რედაქტორების დაპატიმრებაც მოჰყვა.

როგორ დაუდგნენ საქართველოს გვერდით ეროვნული უმცირესობები

საქართველო მრავალეროვანი სახელმწიფოა, საკმაოდ რთულია ამ რეალობისას ეროვნული ბალანსისა და მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება. მიუხედავად ამისა, საქართველოში ეს იოლად მისაღწევი რეალობაა, ქართველთა განწყობას აფასებენ აქ მოსახლე ხალხები.

განსაკუთრებულად საცნაური და საგულისხმოა, რომ დამფუძნებელი კრების 17 დეკემბრის სხდომაზე, სადაც საყოველთაო მობილიზება გადაწყდა სომეხთა აგრესიის წინააღმდეგ, ქართველთა აღფრთოვანება გამოიწვია დამფუძნებელი კრების წევრის, მაჰმადიანი ახვერდოვის ემოციურმა სიტყვამ. ის მაჰმადიანთა საყოველთაო განწყობას გამოხატავდა და დემოკრატიულ საქართველოს მათი სახელით სრულ მხარდაჭერას უცხადებდა.

ახვერდოვმა თავის მგზნებარე სიტყვაში გაიხსენა ისტორიული ფაქტი, როცა ბორჩალოელი თათრები ალექსანდრე ბატონიშვილის მხარდამხარ საქართველოს ინტერესებისათვის საკუთარი რჯულის ირანელებს დაუპირისპირდნენ. მან კრებას ამცნო, რომ ბორჩალოში ყალიბდება რაზმები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

ასეთივე განწყობა ჰქონდათ ბერძნებს. მათ პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რამდენადაც სომეხთა მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკმაოდ დიდი რაოდენობით ცხოვრობდნენ ბერძნები. საქართველოს მხარს უჭერდა ქართველ ებრაელთა სახელით დამფუძნებელი კრების წევრი მიხეილ დავარაშვილიც.

მთავრობის მოწოდება საკმაოდ ემოციური იყო: "მახვილი აღმართულია, ვერაგი მტრის თავდასხმას ჩვენი ჯარი მამაცურად იგერიებს, მომზადებულ და ყველაფრის გათვალისწინებულ მტერს ჩვენი მხრიდან მოუმზადებელი მოწინააღმდეგე ხვდება. მდგომარეობა უსწოროა, მაგრამ რაინდობაც ამ უსწორობისათვის არის საჭირო. უკანასკნელი ცნობები სიამაყით აღავსებს ყოველი ქართველის გულს, სადახლოსაკენ ჩვენმა ჯარმა გმირულად უკუაქცია სომხები და ალავერის იქით ორი სოფელი დაიკავა. დამარცხებებს გმირული გამარჯვებები სცვლიან..."

რატომ არ სჯეროდა ნოე ჟორდანიას დაშნაკცუტუნის აგრესიის

უნდა ითქვას, რომ ნოე ჟორდანიას და საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მთავრობას ბოლომდე სჯეროდათ, რომ დაშნაკცუტუნთან ერთად ისინი დიადი სოციალისტური იდეალებისთვის იბრძოდნენ. ვერ წარმოედგინათ მათთან დაპირისპირება ტერიტორიულ ნიადაგზე, ამიტომაც სომეხთა პირველსავე შემოტევებს აღიქვამდნენ არა ომის დაწყებად და მნიშვნელოვან ანტიქართულ გამოხდომად, არამედ მოხულიგნო ელემენტების კერძო ინიციატივად.

გარდამტეხი ამოჩნდა 19 დეკემბერი, როცა ქართველთა შენაერთებმა მნიშვნელოვანი სტრატეგიული სიმაღლეები აიღეს და სადახლოსაკენ შეტევა წამოიწყეს. საკმაოდ დიდი როლი ითამაშა ვალოდია გოგუაძის ჯავშანმატარებელმა, რომელიც შიშის ზარს სცემდა სომხებს. სომხები თავქუდმოგლეჯილნი გარბიან უკან, საქართველოს ჯარი მისდევს მათ და რომ არა ინგლისელების კატეგორიული მოთხოვნა ომის შეწყვეტისა, ქართველთა ჯარის ერევნამდე ჩასვლას აღარაფერი აკლდა.

1918 წლის 31 დეკემბრის 12 საათზე ინგლისელთა მოთხოვნით საომარი მოქმედებები შეწყდა, ლორეს ოლქი ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ შეინარჩუნა ჯავახეთი.

როგორ იქცნენ დიდი სომხეთის იდეის მოტრფიალენი მსოფლიო პოლიტიკის მარიონეტებად

ეს ომი ერთი კონკრეტული ეპიზოდია იმ უზენაესი გეგმისა, რომლის შეხსენებასაც დროდადრო სომეხთათვის არ იზარებს სხვადასხვა იმპერია - დიდი სომხეთი არერთი სომეხისთვის საოცნებო ორიენტირია, ეს ის საზღვრები და ის მასშტაბებია, რასაც მსოფლიო ისტორიულ პროცესს თუ გავადევნებთ თვალს, მივხვდებით, რომ არასდროს დაუშვებენ თავად მსოფლიო ბატონობაზე მეოცნებე იმპერიები. არადა, იმპერიებს სწორედ ამ იდეის შეხსენებითა და აქტუალობით სურთ სომეხთა გაბრიყვება და საკუთარი საქმის კეთება.

ეს კი, სამწუხაროდ, მარტო სომხეთს არ ეხება, დიდი სომხეთის აღდგენის იდეა ხომ უპირველესად საქართველოს მნიშვნელოვანი ტერიტორიების მიტაცებას გულისხმობს. კავკასიაში ამღვრეული წყლით უპირველესად რუსეთის იმპერია სარგებლობს, სომხეთს კი სრულიად მარტივად მარიონეტის ფუნქცია ეკისრება მხოლოდ.

ამიტომაც წარსული გაკვეთილების შეხსენებითა და გათვალისწინებით უნდა გაიცნობიეროს იმპერიულად განწყობილმა სომხურმა სეგმენტმა უმარტივესი თეზა - მსოფლიო პოლიტიკაში მარიონეტად ყოფნა არცთუ პრესტიჟული საქმეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×