მთავრობის უფლება-მოსილებაა ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტის შესვლა-არშესვლის საკითხის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღოს და სწორედ ხელისუფლების კომპეტენციაში შედის მომავალ პრეზიდენტს ავლაბრის რეზიდენციაში შესვლა აუკრძალოს, - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „რეზონანსი“ ყოფილ დეპუტატს, ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა.
„კონკრეტულად განსაზღვრული არ არის, ვინ შეიძლება გადაწყყვიტოს პრეზიდენტის შესვლა-არშესვლის საკითხი, თუმცა, წმინდა ფორმალური ნიშნებით თუ ვიმსჯელებთ, ამ შენობების მართვას ახორციელებს სამთავრობო უწყებები. მთავრობა განსაზღვრავს, მაგრამ არსებობს ეთიკური ნორმები, ანგარიშგაწევის საჭიროება. ასევე, არა მხოლოდ მთავრობის, არამედ პრეზიდენტის სურვილზეც არის დამოკიდებული.
„ფორმალურად, პრეზიდენტი რეზიდენციაში შესვლის აკრძალვა თითქოს შესაძლებელია, რადგან მთავრობა მართავს ყველა სახელმწიფო დაწესებულებებს და მათ აქვთ ამის უფლება. თუმცა, ასე მოქცევა იქნება არაგონივრული და არაეთიკური, ამიტომ არ მგონია რომელიმე მთავრობამ პრეზიდენტთან შეუთანხმებლად გადაწყვიტოს პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხი,“ - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.