(რეზონანსი) მე თავს გავწირავ საქართველოსთვის გეფიცებით - აი რას ამბობს ამიერიკელი ჯარისკაცი სამშობლოში გამგზავრების წინ:
„დღეს ჩვენს რესტორანში ქართველმა ჯარისკაცებმა იქეიფეს ამერიკელ კოლეგებთან ერთად. კარგადაც მოილხინეს. წასვლის წინ ერთ-ერთი ამერიკელი ადგა და ადმინისტრაციასთან დალაპარაკება მოითხოვა. გამოვედი ,,გისმენთ ბატონო" მეთქი. მეგონა ქართულ კერძებზე უნდოდა რამის თქმა. „უბედნიერესი ვარ საქართველოში რომ ჩამოვედი (ნატოს წვრთვნებზეა ჩამოსული) მე ასეთი ხალხი არ მინახავს სხვაგან საქართველოა ჩემი ოჯახი და ყველა ქართველი მიყვარხართ! ბიჭები, მიმითითა ქართველ სამხედროებზე, ჩემი ძმები არიან ისინი გიცავენ თქვენ, რომ დაგჭირდეთ, ჩათვალეთ, რომ მეც ერთ-ერთი მათგანივით დავიცავ საქართველოს.
„გავოგნდი. მუხლზე დაიჩოქა .მე თავს გავწირავ საქართველოსთვის და ქართველებისთვის გეფიცებით!" ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. როგორც იქნა მადლობა გადავუხადე. საოცარი ძალა გაქვს ჩემო ქვეყანავ. ამას ყველა გრძნობს ვინც აქ სუფთა გულით ჩამოდის. მახსოვს შარშან ერთმა უცხოელმა მითხრა „ისეთი შეგრძნება მაქვს რომ თქვენთან ღმერთი ცხოვრობსო". გადარჩები საქართველოვ. გადარჩები და გაბრწყინდები!!!", - წერს სოციალურ ქსელში შორენა აფციაური.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე