რეზონანსი
20.08.2018

 საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოება არაერთ მკვეთრ დაპირისპირებას გვპირდება. ამჯერად მოქმედი პირები ინგა გრიგლია და შალვა რამიშვილი არიან. დასასვენებლად მყოფ ჯურნალისტს არ მოეწონა მოკლე ანალიტიკურ გადაცემაშიმისი სახელის ხსენება და რამიშვილს ფეისბუქით საჯაროდ მიმართა: 

„ჩემი სახელი და გვარი გიხსენებია, მამცნეს და მერე ვნახე შენი განძრეული ტვინის ნაჟური. სხვა დროს მაგრად მკიდია ხოლმე, რას ფიქრობ შენ. აქვე დაგიწერდი პასუხს, რასაც ვფიქრობ, მაგრამ თავს შევიკავებ, იმიტომ რომ ვისვენებ და შენთვის თუნდაც ათი წუთის გამოყოფა მეზარება. ჩემზე ახია და შენთვის დიდი პატივი იქნება საკადრისი პასუხის გაცემა! აპრავე და იყავი. მე რა მენაღვლება, შემდეგ ჯერზეც რომ შეგიშვებენ ბუტკაში, მერე აღარ მთხოვო ხოლმე პირდაპირი ეთერი. წერტილი.", - დაწერა გრიგოლიამ.

არანაკლებ კატეგორიული იყო იგი პოსტისკომენტირებისას: 

„ტაკიმასხარა. ჩემი სახელი და გვარი რომ არ დაესახელებინა ,პასუხის ღირსადაც არ ჩავთვლიდი. მერამდენედ უნდა ჩაი***ოს კაცობაში, ფუჰ...“

„რაც მე მისთვის მაქვს გაკეთებული, მინიმუმ უნდა შერცხვენოდა, სანამ ამ ბოდვას გამოაცხობდა, მარა ეხლა სალომეს პიარი აქვთ ჩაბარებული და გადააბიჯა წითელ ხაზებს.“

„ომი თუ უნდა, მიიღებს ომს! ოღონდ ჩემს ხარჯზე არ ავაღებინებ ჰონორარს სალომეს პიარში, ამ პოსტის მიღმა არც ერთ მის გამოხტომას არ ვუპასუხებ, იქამდე, ვიდრე არჩევნები არ ჩაივლის... მერე იცოცხლე...“

„ტიპი არასოდესაა გულწრფელი. არასოდეს, საჭიროების მიხედვით შეუძლია ხაზი გადაუსვას ნებისმიერ ადამიანს. მსგავსს არავის ვიცნობ.“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×