(რეზონანსი) ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქზე სოფელ ნატანებში, შანტაჟს გამო 16 წლის გოგოს თვითმკვლელობას ეხმაურება
„ჩვენი სხეული ჩვენს შესარცხვენად არ გამოდგება გოგოებო, ჯერ თვითონ უნდა გავიგოთ ეს. ჩვენი სურვილები არაბუნებრივი არ არის და არც გარყვნილია, ის ფუნდამენტური აუცილებლობაა საიმისოდ, რომ ამ მახინჯი კაცობრიობის გამრავლებაზე რამენირად ზიზღის გარეშე განვაცხადოთ თანხმობა, ჩვენი სხეული შევიყვაროთ, რომ ბაღლინჯოებივით საზიზღარი მუტანტები არ დავყაროთ, არამედ ადამიანები დავბადოთ. ეს ბიჭიც ამ მახინჯი, მოძალადე საზოგადოების მსხვერპლია, ქალის სექსუალობა ქალის თვითმკვლელობასთან, სირცხვილთან და სიკვდილთან კავშირში რომ აქვს წარმოსახული და აღტაცებულია ისტორიულ მითებში თუ ლიტერატურულ ნაწარმოებებში ქალის „სიკვდილით გაპატიოსნების" გამო. სექსუალური განათლების შეტანა სკოლებში არის ფუნდამენტური აუცილებლობა. უამრავი პრობლემა იქნება თავიდან არიდებული ამით. ფერიცვალებას კი არ გილოცავ, ფერიცვალებას გისურვებ სისხლისმსმელო მოდგმავ, ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე რომ მოინდომე", - წერს ფანჯიკიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე