რეზონანსი
22.08.2018

 (რეზონანსი) თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი სოსო მანჯავიძე ფეისბუქზე შემდეგბი სახი პოსტს აქვეყნებს:

„არ მინდოდა ყურადღების გამახვილება ბატონი მარგველაშვილის პერსონაზე და მის აქტიურობებზე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იგი მალე დაამთავრებს თავის მოღვაწეობას ამ პოსტზე, მაგრამ მისმა ბოლო ნაბიჯებმა ყველა ზღვარს გადააჭარბა.

„ვინ უთხრა და საიდან მოიტანა მარგველაშვილმა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის კანდიდატურის შერჩევაში გადამწყვეტი სიტყვა სოროსის დაფინანსებულ არასამთავრობოებს უნდა ეკუთვნოდეთ?

„ვინ უთხრა და საიდან მოიტანა მან, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე შეიძლება იყოს სასამართლო პრაქტიკის არმქონე პირი, ისეთი, როგორიცაა ქალბატონი ნინო ბაგრატიონი, რომელზეც თვით მარგველაშვილის საყვარელი ნჯო-ებიც კი უარს ამბობენ? ვინ უთხრა და საიდან მოიტანა მარგველაშვილმა, რომ მას აქვს უფლება საბოლოოდ გაანადგუროს ისედაც კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ქართული მართლმსაჯულების სისტემა?

„და ბოლოს. როგორც ჩანს, ეს ადამიანი საკუთარი პირადული წყენების გამო ქვეყნისათვის მაქსიმალური ზიანის მიყენების პრინციპით მოქმედებს..

ძალიან სამარცხვინო და სულმოკლე პრინციპია. მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა ისევე, როგორც ძალიან ბევრს" - წერს სოსო მანჯავიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×