(რეზონანსი) ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, მირდატ ქამადაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ ბათუმში მიხეილ ლერმონტოვის ქუჩას სახელი შეეცვალოს და ჯონ მეკკეინის სახელი დაერქვას.
„გამოვდივარ წინადადებით, ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩას ეწოდოს სენატორ ჯონ მაკკეინის სახელი. რა დამსახურებაც აქვს ამ ადამიანს საქართველოს წინაშე ამაზე აღარ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას, ისედაც ყველასთვის ცხადია.", - წერს ქამადაძე.
81 წლის ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს გარდაიცვალა. ჯონ მაკკეინს ტვინის კიბოს დიაგნოზი გასული წლის ივლისის ბოლოს დაუსვეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე