რეფორმატორების თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს:
"იხოცება ბავშვები… 4 დღეა ერთ-ერთი საავადმყოფოს მისაღებში ვათენებ და მე რაც აქ ვნახე ეს არის სრული კატასტროფა, ეს არის ტრაგედია !
პარლამენტის და მთავრობის წევრები თუ ნებით არა, ძალით უნდა მოვიყვანოთ საავადმყოფოს მიმღებში და საკუთარი თვალით ნახონ რა დღეშია ადამიანები! ის ხალხი კი, ვინც ნარკომაფიის სათავეშია, ძაღლებივით უნდა დავაბათ ჯერ საავადმყოფოს ეზოში, შემდეგ ციხეში!
15-17 წლის ბავშვები მოჰყავთ კლუბებიდან ნარკოტიკული ინტოქსიკაციით! იხოცება ხალხი!
აი ამ წამს, ვიდრე ამ პოსტს ვწერდი, მეორე რეანომობილი მოვიდა კიდევ 2 ახალგაზრდით… სასწრაფოს ექიმებს მაინც გაესაუბრეთ, მე თქვენი…" - წერს ირაკლი ღლონტი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე