(რეზონანსი) პარლამენტის ყოფილი წევრი თეო ტლაშაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„პატრიარქი და ეკლესია დედის გინებას არ დაიწყებს, თუმცა გამგები გაიგებს რაც ითქვა!
სხვათაშორის, მავანს რომ ეგონა, ეკლესიის იმიჯი და რეიტინგი გაასწორა მიწასთან, დღესაც და ახლო მომავალშიც თავის ძალას და გავლენას კვლავაც დაანახებს ყველას!!!
ყველაზე საცოდაც და უსუსურ სიტუაციაში კი გამოიყურება ხელისუფლება, რადგან ეკონომიკის გაძლიერებისათვის, მხოლოდ მარიხუანას მოყვანა კულტივაციაღა დარჩა!
როცა მეტი პროგრამა და წარმოდგენა არ გაქვს ქვეყნის განვითარებისათვის, უნდა დაემშვიდობო სათავეში ყოფნას, რათა ძალით არ მოგიწიოს ამის გაკეთება!
პ.ს ისე, საინტერესოა, თავად ივანიშვილმა რითი მოიპოვა ამდენი ფული, ეს რეცეპტი და გამოცდილება შემოგვთავაზოს!" - წერს თეო ტლაშაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე