(რეზონანსი) საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მარიხუანის გარდა ცხოვრებაში არანაირი ნარკოტიკი არ გაუსინჯავს. როგორც სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის გადაცემაში "კვირის აქცენტები" განაცხადა, მარიხუანა სტუდენტობის წლებში ჰოლანდიაში გასინჯა, სადაც ეს ლეგალური იყო, თუმცა, არ მოეწონა.
"კატეგორიულად ვამბობ, რომ არ გამისინჯავს არცერთი მძიმე ნარკოტიკი. ეს იყო რუსული პროპაგანდის ნაწილი, რომ "აი, კოკაინი, სააკაშვილი რამდენი ენერგია აქვს", მუდმვივად ამ კადრებს ატრიალებენ
ერთხელ უბრალოდ ცუდად ვგრძნობდი თავს მახათას მთაზე... ატრიალებენ, "ხედავთ, როგორ განგრეულ კაიფშია". არასდროს ვყოფილვარ არცერთი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ. ამას სრული პასუხსმგებლობით ვამბობ", - განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში მსახიობი თემო გვალია ამ რეპლიკით ეხმაურება: - "ეხ, მიშაჯან, შენ ზუსტად ისევე არ გაგისინჯავს ნარკოტიკი, როგორც მე არ გამისინჯავს...
შეუძლოდ ვიყავიო. აფირისტ!" - წერს მსახიობი, პოსტს რეჟისორი რობერტ სტურუაც გამოეხმაურა და კომენტარში დაწერა: - "მე ვარ მოწმე რომ ჩვენს ცრუპენტელა სოვდაგარს უყვარს ყნოსვა! ისიც ვიცი, მამით რომ ბაგრატიონია და დედით ბიზანტიის იმპერატორების შთამომავალი! მაგრამ, სააკა, რას ერჩი საქართველოს? ფული ხომ წაიღე?! ( ალბათ უკვე ბიძინაზე მდიდარი ხარ, მართალია, კაპიკი არ დაგიხარჯავს ხალხის საკელთილდღეოთ!)
ყველაფერში უნიჭო, პოლიტიკოსიც უნიჭო აღმოჩნდი, დაწყნარდი რა! და წადი ან სამხრეთში, ან ცოლეურში, ან დასავლეთში, ან მოსკოვში...
P.S.
გვაინტერესებს, მოგცეს გენერლობა რუსებმა, საქართველო ნაკუწებათ რომ აქციე, თუ კვლავ პოლკოვნიკი ხარ?"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე