რეზონანსი
19.09.2018

 (რეზონანსი) საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ ბახტაძის აშშ-ში ვიზიტზე და სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე წერს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მამუკა ბახტაძემ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი დახურულ შეხვედრაზე გალანძღა:

„ე.წ პრემიერი ბახტაძე ვაშინგტონში მიავლინა ივანიშვილმა,ოლიგარქის იმიჯის გამოსასწორებლად. გუშინ ანალიტიკურ ცენტრ AEl ში ქონდა დახურული შეხვედრა,სადაც ვერ მოითმინა და ბევრი ლანძღა საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი,მოღალატე ზურაბიშვილი.თან დაიწუწუნა,ჩემი აზრი არ გაითვალისწინეს,როცა დაასახელესო"- წერს მიხეილ სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×