საბერძნეთში მცხოვრები ნანა ქომეთიანი შემდეგი სახი ინფორმაციას ავრცელებს:
"ღმერთო, დღეს რა სასიამოვნო ამბავი გავიგე. ერთ-ერთ ქართველ გოგონას მადლიერმა მოხუცმა უზარმაზარი მემკვიდრეობა დაუტოვა.ეს გოგონა საქართველოს უღარიბესი სოფლიდანაა და როგორც ყველა ჩვენგანი უმუშევრობამ, გაჭირვებამ, სასოწარკვეთამ გადმოხვეწა უცხოეთში. მრავალი წელი უვლიდა უსინათლო პაპას სხვა გოგონებთან ერთად. სულ სამი იყვნენ. ორი გოგონა ბულგარეთიდან ყოფილა. დღეგამოშვებით დადიოდნენ სამსახურში. მოხუცს საკმაოდ უცნაური ახირებები ჰქონია. თურმე ყოველდ ღე ახალ-ახალ სამოს ითხოვდა, არაფრით წინა დღის ტანსაცმელს არ იკარებდაო. სიმართლე ანდერძის გახსნის შემდეგ გაირკვა.
ამონაწერი ანდერძიდან: "დიდი მადლობა ჩემო ანგელა, ინგა და მარია (გოგონების სახელებია) ამდენი წელი რომ მემსახურეთ, თუმცა ინგა თქვენს შორის ყველაზე პატიოსანი და ერთგული გახლდათ. ყოველთვის ვიცოდი, რომ საქართველოდან პატიოსანი, თბილი და ერთგული ადამიანები გამოდიოდნენ. ინგამ ეს დამიმტკიცა. ვაღმერთებ ქართველებს. ჩემო კარგებო ყოველ დილით ახალ სამოსს იმიტომ გთხოვდით, რომ ჯიბეში 50-ს ხან 100 ევროს განგებ ვტოვებდი. ანგელას და მარიას არასოდეს "გაუმხელია". აი, ინგა კი…
მადლობა შენს მშობლებს ჩემო გოგონა. მადლობა იმ ქვეყანას, სადაც შენნაირ ხალხს ზრდიან. შენ ღირსი ხარ ჩემი მემკვიდრე გახდე. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა", - წერს ნანა ქომეთიანი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე